1. თუ მხარე სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/მუნიციპალიტეტია, სასამართლოში მას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება.
2. სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს ის თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე, რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს.
3. სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია თავის წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი.
4. თუ დავის საგნის ღირებულება 500 000 ლარს აღემატება ან/და თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ სახელმწიფო მოსამსახურეს ან საჯარო მოსამსახურეს, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობს.
5. (ამოღებულია - 30.11.2018, №3807).
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1131 - სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.31
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1692 - სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.175
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI,№66,03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4463 - ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4350 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №158 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3807 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4908 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6881 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6881
- 28.06.2019 კანონი №4908
- 30.11.2018 კანონი №3807
- 21.12.2016 კანონი №158
- 27.10.2015 კანონი №4350
- 22.03.2011 კანონი №4463
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით 1. თუ მხარე სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობისორგანო/მუნიციპალიტეტია, ორგანოა, სასამართლოში მას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება. 2. სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობისორგანო/მუნიციპალიტეტი ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად,წარმომადგენლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,წესით დანიშნოს ის თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე, რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს. 3. სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობისორგანო/მუნიციპალიტეტი ორგანო უფლებამოსილია თავის წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი. 4. თუ დავის საგნის ღირებულება 500 000 ლარს აღემატება ან/და თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ სახელმწიფო მოსამსახურეს ან საჯარო მოსამსახურეს, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობს. 5. (ამოღებულია - 30.11.2018, №3807). 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1131 - სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.31 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1692 - სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.175 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI,№66,03.12.2010წ., მუხ.414
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(76)
- საქმე №ბს-1096(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2026
საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის „ბ“ ბლოკის მშენებლობისას დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-5 და მე-15 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები. ასევე, 2019 წლის 29 ივლისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შპს „...-ს“ მიმართ შედგა №000506 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქ.
- საქმე №ბს-498(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
ბარათში აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილია სამსახურმა შეტყობინების საფუძველზე დაიწყოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 2 მარტის №04 ბრძანებით დამტკიცებული "პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის" მე-7, მე-15, მე-19 და 31-ე მუხლების საფუძველზე, მოთხოვნილია თანხმობის გაცემა დაინტერესებული პირის შეტყობინების საფუძველზე არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) დაწყების, ამ მიზნით თანამშრომელთა ჯგუფის შექმნისა და ადგილზე შემოწმების ჩატარების თაობაზე.
- საქმე №ბს-824(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2025
…და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2023 წლის 14 თებერვალს №5 23 00166031 წერილით მიმართა შპს „ჯ...ს“ და აცნობა შემდეგი: „.............. 2021 წლის 8 ნოემბრის №2021/07/03 ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.4 პუნქტის და მე-15 მუხლის 15.1. პუნქტის გათვალისწინებით, სააგენტო ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის გამო, გაკისრებთ ჯარიმას „ხელშეკრულების ღირებულების“ 25%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2 556 127.92 ლარს“ (ტ.1, ს.ფ.
- საქმე №ბს-1226(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2024
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის 15.2 მუხლის თანახმად სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცხოვრების ადეკვატური პირობების შექმნას, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად მოიცავს სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
- საქმე №ბს-1074(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
…სახლის მშენებლობის მიმდინარეობისას, ობიექტზე დარღვეული იყო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N477 დადგენილებით დამტკიცებული „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული პირობები, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მეორე მუხლი, კერძოდ: სამშენებლო მოედანი სრულად არ იყო შემოღობილი სამშენებლო ღობით;
- საქმე №ბს-1307(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №ბს-480(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2023
- საქმე №ბს-352(19კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
- საქმე №ბს-899(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
- საქმე №ბს-916(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ბს-125(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
- საქმე №ბს-868(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №ბს-266(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2020
- საქმე №ბს-1196(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2020
- საქმე №ბს-895(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
- საქმე №ბს-96(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2019
- საქმე №ბს-591-591(გ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2019
- საქმე №ბს-799(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ბს-301-297(გ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2014
- საქმე №ბს-667-642(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2014
- საქმე №ბს-1150-1097(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2009
- საქმე №ბს-364-351(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2008
- საქმე №ბს-166-162(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2008
- საქმე №ბს-13-13(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.11.2007
- საქმე №ბს-108-102(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.07.2007
- საქმე №ბს-579-551(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2007
- საქმე №ბს-621-588(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2007
- საქმე №ბს-20-20(კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2007
- საქმე №ბს-25-25(კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2007
- საქმე №ბს-1027-835-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2004
- საქმე №3გ/ად-53-კ.ს-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.07.2003
- საქმე №3გ/ად-242-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2002
- საქმე №3გ/ად-119-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2001
- საქმე №3გ/ად-15-კ-ს-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2001
- საქმე №190310018002705019 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2020
- საქმე №190310018002643912 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.12.2019
- საქმე №330310017002017840 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №330310018002583931 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.04.2020
- საქმე №330310019003299457 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №330310019003285762 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.01.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 76-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება