1. ობიექტის მფლობელის მიერ კარიერზე, მაღაროში, შახტაში, ნავთობბაზაზე, მაგისტრალურ ნავთობსადენზე, მაგისტრალურ გაზსადენზე, ჰიდრო ენერგეტიკულ ნაგებობაზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ობიექტის მფლობელის მიერ მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. ობიექტის მფლობელის მიერ კარიერზე, მაღაროში, შახტაში, ნავთობბაზაზე, მაგისტრალურ ნავთობსადენზე, მაგისტრალურ გაზსადენზე, ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობაზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა 1. ობიექტის მფლობელის მიერ კარიერზე, მაღაროშიმაღაროში, ,შახტაში, შახტაში , ნავთობბაზაზე, მაგისტრალურ ნავთობსადენზე, მაგისტრალურ გაზსადენზე, ჰიდრო ენერგეტიკულ ნაგებობაზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ობიექტის მფლობელის მიერ მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.ლარი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-265(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
ბრძანებაში მიეთითა, რომ გასაჩივრებული დადგენილება კანონიერია, შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე და 25-ე მუხლებს, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 47-ე, 74-ე, და 78-ე პუნქტებს და 36-ე მუხლს. ბრძანებით ასევე განიმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო…
- საქმე №ბს-926(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) 25-ე მუხლსა და 44-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3, მე-4, 36-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის სათანადო სანქციას - დაჯარიმებას ან/და…
- საქმე №ბს-166(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2022
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე, 74-ე მუხლებსა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის დანაწესებზე მითითებით განმარტავს, რომ კანონი სანებართვო პირობების დარღვევით…
- საქმე №ბს-980(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
№57 დადგენილების მე-4 მუხლის და 36-ე მუხლის თანახმად საჭიროებდა მშენებლობის ნებართვის აღებას, რაც მას არ გააჩნდა. საკასაციო სასამართლოს 04.11.2021წ.
- საქმე №ბს-186(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2020
მითითებული ბრძანების მიხედვით, გასაჩივრებული დადგენილება კანონიერია, შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე და 25-ე მუხლებს, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-3 მუხლის 47-ე, 74-ე, და 78-ე პუნქტებსა და 36-ე მუხლს. ამასთან, ბრძანებით განიმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის…
- საქმე №330310017002161879 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება