მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარით.
საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2051 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5953 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6937 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3437 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1448 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 01.04.2026 კანონი №1447
- 01.04.2026 კანონი №1448
- 30.06.2023 კანონი №3437
- 15.07.2020 კანონი №6937
- 22.05.2020 კანონი №5953
- 07.03.2018 კანონი №2051
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 51. მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა:შეუსრულებლობა ა)− მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარით; [ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარით; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით; გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით; დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ბს-373(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2026
შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), დამრღვევად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
- საქმე №ბს-561(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2025
ამავე მუხლის 23-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად,…
- საქმე №ბს-720(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
დასახელებული მუხლის 23-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. 25-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ.
- საქმე №ბს-834(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2024
სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 25-ე მუხლზე და განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ა-ი წარმოადგენს ქ.
- საქმე №ბს-1505(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
ბ) ამ კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას; გ) დარღვევებისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილები მიღებისას;
- საქმე №ბს-215(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2023
- საქმე №ბს-488(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.12.2022
- საქმე №ბს-1311(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2021
- საქმე №010310018002443029 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.10.2019
- საქმე №060310019003176801 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 12.12.2019
- საქმე №330310019002990511 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.10.2019
- საქმე №190310019002900504 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №010310017001872940 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 15.03.2019
- საქმე №330310018002611677 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №010310018002443029 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 19.10.2018
- საქმე №010310017001929390 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 26.04.2018
- საქმე №010310017001809946 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 09.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება