1. დაკანონებული გაზომვის საშუალებებია ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი გაზომვის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის ან/და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისთვის, აგრეთვე რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაჯარიმებისთვის.
2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო დამოწმებისათვის განისაზღვრება შემდეგი პერიოდულობა:
ა) ალკომეტრებისთვის, რომლებიც გამოიყენება სუნთქვის დროს ალკოჰოლის ანალიზისთვის, – 6 თვე;
ბ) წყლის ხარჯმზომებისთვის:
ბ.ა) ცივი წყლისა – 6 წელი;
ბ.ბ) ცხელი წყლისა – 4 წელი;
ბ.გ) ცივი და ცხელი წყლისა – 4 წელი;
გ) ავტომატური სასწორებისთვის – 12 თვე;
დ) არაავტომატური სასწორებისა და მათთან გამოყენებული საწონებისთვის – 12 თვე;
ე) ხარჯის საზომი საშუალებებისთვის, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), – 1 წელი;
ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისთვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისთვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი;
ზ) გაზის მრიცხველებისთვის (მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობებისთვის):
ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით QMAX ≤10 მ3/სთ – 10 წელი;
ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით QMAX>10 მ3/სთ – 4 წელი;
თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა) სითხის დონის მზომებისთვის – 2 წელი;
ი) ხმაურმზომებისთვის – 18 თვე;
კ) სიჩქარის მზომებისთვის – 1 წელი;
ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისთვის (აქტიური ელექტროენერგიის მრიცხველებისთვის) – 12 წელი;
მ) მინის შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოებისთვის – 1 წელი;
ნ) თერმული ენერგიის მრიცხველებისთვის − 4 წელი;
ო) სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი აირების ანალიზატორებისთვის − 6 თვე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისა და სავალდებულო პერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება პირს, რომელიც გაზომვის საშუალებას იყენებს ადმინისტრაციული დაჯარიმების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსისა და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისთვის. დაკანონებული გაზომვის საშუალების არაპერიოდული დამოწმების ჩატარება შეიძლება მოითხოვოს აღნიშნული გაზომვის საშუალების მომხმარებელმა. ამ შემთხვევაში არაპერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება თავად მომხმარებელს ეკისრება.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სფეროში განხორციელებული გაზომვების შედეგების დაფიქსირებისას გამოყენებულ ი უნდა იქნეს ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულები.
5. დაფასოებული საქონლის ნიშანდებისათვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი აღნიშვნები, გამოსახული ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებისაგან განსხვავებულ ერთეულებში.
6. დაკანონებული გაზომვის საშუალებისადმი მოთხოვნები და მისი შენახვის წესი დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. ასევე ტექნიკური რეგლამენტით დგინდება დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით.
7. საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებული დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების ჩატარება არ უნდა იწვევდეს მისი მომხმარებლისათვის წყლის, ელექტროენერგიის ან გაზის მიწოდების შეფერხებას, თუ დამოწმების ჩატარება მას არ მოუთხოვია.
შენიშვნა: მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“−„ე“, „ზ“, „თ“, „ლ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გაზომვის საშუალებები, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, განისაზღვრება აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4916 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.07.2024 კანონი №4373
- 28.06.2019 კანონი №4916
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 80. დაკანონებული გაზომვის საშუალებები 1. დაკანონებული გაზომვის საშუალებებია ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი გაზომვის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის ან/და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისთვის, აგრეთვე რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაჯარიმებისთვის. 2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო დამოწმებისათვის განისაზღვრება შემდეგი პერიოდულობა: ა) ალკომეტრებისათვის, რომლებიც გამოიყენება სუნთქვის დროს ალკოჰოლის ანალიზისთვის, – 6 თვე; ბ) წყლის ხარჯმზომებისათვის: ბ.ა) ცივი წყლის – 6 წელი; ბ.ბ) ცხელი წყლის – 4 წელი; ბ.გ) ცივი და ცხელი წყლის – 4 წელი; გ) ავტომატური სასწორებისათვის – 18 თვე; დ) არაავტომატური სასწორებისა და მათთან გამოყენებული საწონებისათვის – 18 თვე; ე) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), – 1 წელი; ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისათვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი; ზ) გაზის მრიცხველებისათვის: ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით Q MAX ≤10მ3 /სთ – 10 წელი; ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით QMAX>10მ3 /სთ – 4 წელი; თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა) სითხის დონის მზომებისათვის – 2 წელი; ი) ხმაურმზომებისათვის – 18 თვე; კ) სიჩქარის მზომებისათვის – 1 წელი; ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისათვის – 12 წელი; მ) მინის შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოებისათვის – 1 წელი. [ ა) ალკომეტრებისთვის, რომლებიც გამოიყენება სუნთქვის დროს ალკოჰოლის ანალიზისთვის, – 6 თვე; ბ) წყლის ხარჯმზომებისთვის: ბ.ა) ცივი წყლისა – 6 წელი; ბ.ბ) ცხელი წყლისა – 4 წელი; ბ.გ) ცივი და ცხელი წყლისა – 4 წელი; გ) ავტომატური სასწორებისთვის – 12 თვე; დ) არაავტომატური სასწორებისა და მათთან გამოყენებული საწონებისთვის – 12 თვე; ე) ხარჯის საზომი საშუალებებისთვის, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), – 1 წელი; ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისთვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისთვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი; ზ) გაზის მრიცხველებისთვის (მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობებისთვის): ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით QQMAX MAX ≤10 მ3მ3/სთ /სთ – 10 წელი; ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით QQMAX>10 MAXმ3/სთ >10 მ3 /სთ – 4 წელი; თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა) სითხის დონის მზომებისთვის – 2 წელი; ი) ხმაურმზომებისთვის – 18 თვე; კ) სიჩქარის მზომებისთვის – 1 წელი; ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისთვის (აქტიური ელექტროენერგიის მრიცხველებისთვის) – 12 წელი; მ) მინის შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოებისთვის – 1 წელი; ნ) თერმული ენერგიის მრიცხველებისთვის − 4 წელი; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან)] ო) სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი აირების ანალიზატორებისთვის − 6 თვე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისა და სავალდებულო პერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება პირს, რომელიც გაზომვის საშუალებას იყენებს ადმინისტრაციული დაჯარიმების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსისა და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისთვის. დაკანონებული გაზომვის საშუალების არაპერიოდული დამოწმების ჩატარება შეიძლება მოითხოვოს აღნიშნული გაზომვის საშუალების მომხმარებელმა. ამ შემთხვევაში არაპერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება თავად მომხმარებელს ეკისრება. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სფეროში განხორციელებული გაზომვების შედეგების დაფიქსირებისას გამოყენებულ ი უნდა იქნეს ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულები. 5. დაფასოებული საქონლის ნიშანდებისათვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი აღნიშვნები, გამოსახული ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებისაგან განსხვავებულ ერთეულებში. 6. დაკანონებული გაზომვის საშუალებისადმი მოთხოვნები და მისი შენახვის წესი დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. ასევე ტექნიკური რეგლამენტით დგინდება დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით. 7. საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებული დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების ჩატარება არ უნდა იწვევდეს მისი მომხმარებლისათვის წყლის, ელექტროენერგიის ან გაზის მიწოდების შეფერხებას, თუ დამოწმების ჩატარება მას არ მოუთხოვია. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საცალო და საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებულ სასწორებსა და საწონებზე. [შენიშვნა: მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“−„ე“, „ზ“, „თ“, „ლ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გაზომვის საშუალებები, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, განისაზღვრება აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-225(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2025
…არ ხდება, რაც დასტურდება ასევე სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №523 წერილით, რომელშიც მითითებულია, რომ EK სერიის აირის მოცულობის კორექტორები არ შედის საქართველოს კანონში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-80 მუხლში აღნიშნულ დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ჩამონათვალში და შესაბამისად, არ ექვემდებარება დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და სავალდებულო დამოწმებას.
- საქმე №ბს-1196(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2024
…უშუალოდ მიმართავენ მათ დაზიანების აღმოჩენისთანავე, ხოლო ე. მ-ს ან/და ლ. მ-ეს ასეთი მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავთ, ამასთან, მათი განმარტებით ალკოტესტი №... მუშაობს გამართულად და დაკალიბრებული იქნა მიმდინარე წლის მაისში. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 80.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ალკომეტრის სავალდებულო დამოწმებისთვის განსაზღვრულია 6 თვიანი პერიოდულობა.
- საქმე №ას-63-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
სააპელაციო პალატამ მიუთითა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-80 მუხლის მეორე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე (პერიოდულობა დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო…
- საქმე №ბს-1206(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
…9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს, ხოლო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-80 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გაზის მრიცხველების სავალდებულო დამოწმების პერიოდულობა, მათი მაქსიმალური ხარჯიდან გამომდინარე, შეადგენს 4 და 10 წელს.
- საქმე №ბს-1194(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
…და რეესტრში რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს სტანდარტების და მე...ის ეროვნული სააგენტო, ხოლო პირველადი და პერიოდული დამოწმების განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ როგორც სააგენტოს, ასევე, აკრედიტებულ პირს. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილია ერთწლიანი პერიოდული დამოწმების ვალდებულება ხარჯის საზომი საშუალებებისათვის - ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისათვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისათვის.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.