1. დაკანონებული გაზომვის საშუალება (გარდა ნიმუშის სახით წარმოებული ან/და ნიმუშის სახით იმპორტირებული გაზომვის საშუალებისა) საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას.
2. განსაკუთრებული დანიშნულებით ერთეულ ეგზემპლარად შემოტანილი გაზომვის საშუალება არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას.
3. დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპს ა მტკიცებს სააგენტო.
4. დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველად და პერიოდულ დამოწმებას ახორციელებს სააგენტო ან დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი აკრედიტებული პირი. დამოწმება ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, შეცვლის ა და გაუქმების მექანიზმებს.
5. სააგენტო ვალდებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიაროს სხვა ქვეყანაში დამტკიცებული ტიპი და პირველადი დამოწმება (შესაბამისობის შეფასება). ასეთი ქვეყნების ნუსხას ადგენს საქართველოს მთავრობა.
6. სააგენტო უფლებამოსილია ტიპის დამტკიცებისას ან განსაკუთრებული დანიშნულებით ერთეულ ეგზემპლარად დამზადებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისას მოითხოვოს გაზომვის საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია ქართულ ენაზე.
7. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე ის გაზომვის საშუალებები, რომელთა ტიპის დამტკიცების დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის დოკუმენტაციაში მითითებული დამოწმებათაშორისი ინტერვალი ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ პერიოდზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში დამოწმებათაშორისი ინტერვალი ამ კოდექსის მე- 80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პერიოდი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 82. გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება და დამოწმება 1. დაკანონებული გაზომვის საშუალება (გარდა ნიმუშის სახით წარმოებული ან/და ნიმუშის სახით იმპორტირებული გაზომვის საშუალებისა) საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას. 2. განსაკუთრებული დანიშნულებით ერთეულ ეგზემპლარად შემოტანილი გაზომვის საშუალება არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას. 3. დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპს ა მტკიცებს სააგენტო. 4. დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველად და პერიოდულ დამოწმებას ახორციელებს სააგენტო ან დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი აკრედიტებული პირი. დამოწმება ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, შეცვლის ა და გაუქმების მექანიზმებს. 5. სააგენტო ვალდებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიაროს სხვა ქვეყანაში დამტკიცებული ტიპი და პირველადი დამოწმება (შესაბამისობის შეფასება). ასეთი ქვეყნების ნუსხას ადგენს საქართველოს მთავრობა. 6. სააგენტო უფლებამოსილია ტიპის დამტკიცებისას ან განსაკუთრებული დანიშნულებით ერთეულ ეგზემპლარად დამზადებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისას მოითხოვოს გაზომვის საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია ქართულ ენაზე. 7. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე ის გაზომვის საშუალებები, რომელთა ტიპის დამტკიცების დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის დოკუმენტაციაში მითითებული დამოწმებათაშორისი ინტერვალი ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ პერიოდზე ნაკლებიანაკლებია. . ამ შემთხვევაში დამოწმებათაშორისი ინტერვალი ამ კოდექსის მე- 80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პერიოდია .პერიოდი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1194(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
…„F...3“ წარმოადგენს ხარჯსაზომი კომპლექსის შემადგენელ ნაწილს, ისევე, როგორც დიაფრაგმა, კამერა, მილის შიდა დიამეტრი და მილსადენის სწორი მონაკვეთები, რომელთა დამოწმებაც ხორციელდება „გოსტ 8.586-2005-ის“ მოთხოვნების შესაბამისად. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცებაზე, აღიარებასა და რეესტრში…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება