თავი III — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მოთხოვნები
1. ბაზარზე განთავსებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
2. დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება.
3. სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ:
ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
ბ) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება.
4. სურსათის უვნებლობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის, აგრეთვე პირველადი წარმოების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ბ) საბოლოო მომხმარებლის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა;
გ) სურსათის (მათ შორის, ცალკეული კატეგორიების სურსათის) მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად მომხმარებლისათვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია (ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის ჩათვლით) ან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაცია;
დ) სურსათის არა მხოლოდ შესაძლო მეყსეული, ხანმოკლე ან გრძელვადიანი გავლენა მომხმარებელზე, არამედ მისი ეფექტი მომდევნო თაობებზედაც;
ე) შესაძლო ტოქსიკური კუმულაციური ეფექტი;
ვ) განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებლის ჯანმრთელობაზე სურსათის ზეგავლენის დონე, თუ ეს სურსათი აღნიშნული კატეგორიის მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი.
5. ადამიანის მიერ სურსათის მოხმარების მიზანშეწონილობის დასადგენად გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად დასაშვებია ადამიანის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენება მისი დაბინძურების, დაობების, ლპობის ან მასზე გარეგნული დაზიანების ნიშნების არსებობის გამო.
6. თუ სურსათი მავნეა, ამ სურსათის მთელი პარტია მავნედ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. შემოწმების ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი.
7. სურსათის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას ბაზარზე მისი განთავსების შეზღუდვისათვის/აკრძალვისათვის ან ბაზრიდან მისი ამოღებისათვის, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ სურსათი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიუხედავად, უვნებელი არ არის.
საქართველოს 2014
წლის 17 აპრილის
კანონი №2285
- ვებგვერდი, 02.05.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.04.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.04.2014 კანონი №2285
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.12.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. სურსათის უვნებლობის მოთხოვნები 1. ბიზნესოპერატორს უფლება აქვს, ბაზარზე განათავსოსგანთავსებული სურსათი,სურსათი თუუნდა იგიაკმაყოფილებდეს აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილგანსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. 2. დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება. 3. სურსათი მიიჩნევამავნედ უვნებლად,მიიჩნევა, თუთუ: ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობისასიცოცხლეს დაან/და სიცოცხლისათვისჯანმრთელობას; საზიანობ) არ არის.არის 3.მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება. 4. სურსათის უვნებლობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნესიქნეს: შემდეგი ფაქტორები: ა) სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის, ასევეაგრეთვე პირველადი წარმოების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;მოთხოვნებთან შესაბამისობა; ბ) საბოლოო მომხმარებლის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენება;გამოყენების შესაძლებლობა; გ) სურსათის (მათ შორის, ცალკეული კატეგორიების სურსათის) მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად მომხმარებლისათვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია (ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის ჩათვლით) ან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაცია; დ) სურსათის არა მხოლოდ შესაძლო მეყსეული, ხანმოკლე ან გრძელვადიანი გავლენა მომხმარებელზე, არამედ მისი ეფექტი მომდევნო თაობებზედაც; ე) შესაძლო ტოქსიკური კუმულაციური ეფექტი; ვ) განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებლის ჯანმრთელობაზე სურსათის ზეგავლენის დონე, თუ ეს სურსათი სპეციალურიაღნიშნული კატეგორიის მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი. 4.5. ადამიანის მიერ სურსათის მოხმარების მიზანშეწონილობის დასადგენად გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ სურსათირამდენად ვერდასაშვებია აკმაყოფილებსადამიანის მიერ სურსათის უვნებლობისდანიშნულებისამებრ მოთხოვნებს,გამოყენება მისი დაბინძურების, დაობების, ლპობის ან მასზე გარეგნული დაზიანების ნიშნების არსებობის გამო. 6. თუ სურსათი მავნეა, ამ სურსათის მთელი პარტია მიიჩნევამავნედ მავნედ,მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, თუროცა პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. 5.შემოწმების სურსათისხარჯებს დოკუმენტურადანაზღაურებს დასაბუთებულიბიზნესოპერატორი. შესაბამისობა7. სურსათის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილგანსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას ბაზარზე მისი განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთანშეზღუდვისათვის/აკრძალვისათვის ან ბაზრიდან მისმისი ამოღებასთანამოღებისათვის, დაკავშირებით, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ,რომ სურსათისსურსათი, უვნებლობისსაქართველოს დადგენილკანონმდებლობით მოთხოვნებთანგანსაზღვრულ დოკუმენტურადსურსათის დასაბუთებულიუვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიუხედავად, სურსათი უვნებელი არ არის.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №010310017002201606 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.07.2019
…(„შემსყიდველი“) და შპს „ს----–-–---------------------------–-----ას“ („მიმწოდებელი“) შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის შესაბამისად, მოსარჩელე სამხედრო მოსამსახურეთა კვებას უზრუნველყოფდა. ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ: ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
- საქმე №010310018002681331 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 14.12.2018
უფრო მეტიც, მითითებული კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება და იგივე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ: ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
- საქმე №010310117002035340 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
უფრო მეტიც, მითითებული კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება და იგივე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ: ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება