თავი III — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მოთხოვნები
1. ცხოველის საკვები არ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებული ან ცხოველის საკვებად გამოყენებული, თუ იგი უვნებელი არ არის.
2. ცხოველის საკვები, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, მიიჩნევა უვნებლად.
3. ცხოველის საკვები დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის მავნედ მიიჩნევა, თუ:
ა) ეს საკვები რისკს უქმნის ცხოველის ჯანმრთელობას;
ბ) ამ საკვებით გამოკვებილი ცხოველისაგან მიღებული სურსათი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
4. თუ ცხოველის საკვები არ აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ამ ცხოველის საკვების მთელი პარტია მავნედ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს. შემოწმების ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი.
5. ცხოველის საკვების დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას ბაზარზე მისი განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთან ან ბაზრიდან მის ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ, ცხოველის საკვების უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებთან დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობის მიუხედავად, ცხოველის საკვები უვნებელი არ არის.
საქართველოს 2014
წლის 17 აპრილის
კანონი №2285
- ვებგვერდი, 02.05.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.04.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.04.2014 კანონი №2285
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.12.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნები 1. ცხოველის საკვები არ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებული ან ცხოველის საკვებად გამოყენებული, თუ იგი უვნებელი არ არის. 2. ცხოველის საკვები, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, მიიჩნევა უვნებლად. 3. ცხოველის საკვები მიიჩნევადანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის მავნედ დანიშნულებისამებრმიიჩნევა, გამოყენებისათვის, თუ: ა) ეს საკვები საზიანოარისკს უქმნის ცხოველის ჯანმრთელობისათვის;ჯანმრთელობას; ბ) ამ საკვებით გამოკვებილი ცხოველისაგან მიღებული სურსათი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 4. თუ ცხოველის საკვები ვერარ აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ამ ცხოველის საკვების მთელი პარტია მიიჩნევამავნედ მავნედ,მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, თუროცა პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს. შემოწმების ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი. 5. ცხოველის საკვების დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას ბაზარზე მისი განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთან ან ბაზრიდან მის ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ, ცხოველის საკვების უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებთან დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობის მიუხედავად, ცხოველის საკვები უვნებელი არ არის.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება