საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმოებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.05.2012 ძალადაკარგული 15.01.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№429
სარეგისტრაციო კოდი
480350000.08.002.016515
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №429

2012 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმოებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

1. 2011 წლის 1 დეკემბრის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მე-12 სხდომაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემდგომ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დიალოგის წარმოების მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

 

დავით   ზალკალიანი

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე , სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი

გიორგი   ხელაია

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ლევან   იზორია

-

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის   მოადგილე

გოჩა   ლორთქიფანიძე

-

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ლევან   სამადაშვილი

-

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე

თამარ   ბერუჩაშვილი

-

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

თამარ   კინწურაშვილი

-

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

სალომე   სამადაშვილი

-

ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი , ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი

თეა   ახვლედიანი

-

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი

გიორგი   ტაბატაძე

-

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი

ხათუნა   თოთლაძე

-

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი .

 

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №645 – ვებგვერდი, 30.07.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 დეკემბრის ბრძანებულება №1074 – ვებგვერდი, 04.12.2012წ.

2. სამუშაო ჯგუფს დაევალოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია ს თან კოორდინირებულად სათანადო ღონისძიებების გატარება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დიალოგის მომზადებისა და წარმოების მიზნით საქართველოს პოზიციის შემუშავება.

3. საჭიროების შემთხვევაში ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შესაბამის ექსპერტებს სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება.

4. სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის წინაშე.

5. სამუშაო ჯგუფის სამდივნოს ფუნქციების შესრულება დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საკონსულო დეპარტამენტებს.

6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №645 – ვებგვერდი, 30.07.2012წ.

2. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 დეკემბრის ბრძანებულება №1074 – ვებგვერდი, 04.12.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმოებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“, №429, 28.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 480350000.08.002.016515 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1661372-2/