თავი IV — სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ცალკეული სახეობების განხორციელება
1. განადგურებას ექვემდებარება
:
ა) სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ავადმყოფის მკურნალობისათვის გაცემული და დაბრუნებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი;
გ) სამედიცინო, საექსპერტო, სასწავლო და ვეტერინარული საქმიანობისას გამოყენებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ნარჩენები;
დ
) ვადაგასული ან/და ნებისმიერი ზემოქმედების შედეგად გაუვარგისებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები
;
ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებს ანადგურებს საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანო.
3. სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები შეიძლება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ამ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეცეს. უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეების აღნიშნული მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5622 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 19.12.2019 კანონი №5622
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა განადგურება 1. განადგურებას ექვემდებარება : ა) სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებინივთიერებები, , ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეებიმცენარეები, ;გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) ავადმყოფის მკურნალობისათვის გაცემული და დაბრუნებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი; გ) სამედიცინო, საექსპერტო, სასწავლო და ვეტერინარული საქმიანობისას გამოყენებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ნარჩენები; დ ) ვადაგასული ან/და ნებისმიერი ზემოქმედების შედეგად გაუვარგისებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ; ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 2. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებს ანადგურებს საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანო. თავი3. V.სამართალდამცავი შეზღუდვებიორგანოების ნარკომანიითმიერ დაავადებულუკანონო პირთაბრუნვიდან მიმართან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები შეიძლება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ამ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეცეს. უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეების აღნიშნული მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 08/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება