მუხლი 33. პროფესიებსა და საქმიანობებზე დადგენილი შეზღუდვები
თავი V — შეზღუდვები ნარკომანიით დაავადებულ პირთა მიმართ
1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის , ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის , მორალური ფასეულობების , ადამიანის უფლებებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ და I და II სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მომხმარებელთა მიმართ საქართველოში დადგენილია შეზღუდვა ცალკეულ პროფესიებსა და საქმიანობებზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიათა და საქმიანობათა ნუსხას ამტკიცებს და ნარკოლოგიური შემოწმების პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა .
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი საქმიანობ ების განმახორციელებელთათვის და პროფესიების წარმომადგენელთათვის I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტზე სავალდებულოა პერიოდული შემოწმება . აღნიშნული პროფესიების მუშაკებისათვის I და II სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარების ფაქტი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია , გარდა იმ შემთხვევისა , როცა პირი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტს სამკურნალო მიზნით , შესაბამისი უფლების მქონე ექიმის დანიშნულებით მოიხმარს და არსებობს ამის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია .
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.05.2012).
წინა რედაქცია (07.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. პროფესიებსა და საქმიანობებზე დადგენილი შეზღუდვები 1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის , ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის , მორალური ფასეულობების , ადამიანის უფლებებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ და I და II სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მომხმარებელთა მიმართ საქართველოში დადგენილია შეზღუდვა ცალკეულ პროფესიებსა და საქმიანობებზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიათა და საქმიანობათა ნუსხას ამტკიცებს და ნარკოლოგიური შემოწმების პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა . 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი საქმიანობ ების განმახორციელებელთათვის და პროფესიპროფესიების ებისწარმომადგენელთათვის წარმომადგენ ელთა თვის I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებნივთიერებათა ათა მოხმარების ფაქტზე სავალდებულოა პერიოდული შემოწმება . აღნიშნული პროფესიპროფესიების ებმუშაკებისათვის ის მუშაკ ების ათვის I და II სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებნივთიერებათა ათა უკანონო მოხმარების ფაქტი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველისაფუძველია ა , გარდა იმ შემთხვევისა , როცა პირი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტს სამკურნალო მიზნით , შესაბამისი უფლების მქონე ექიმის დანიშნულებით მოიხმარს და არსებობს ამის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია . თავი VI. ნარკოლოგიური დახმარება
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, მუხლი 33, №6245-Iს, 22.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 470070000.05.001.016760 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1670322/muxli-33/