ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.06.2012 ბოლო ცვლილება 18.08.2025
ნომერი
№113/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.016379
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №113/ნ

2012 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ’’ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,   ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წეს ი” დანართი 1-ი ს შესაბამისად .

2. დამტკიცდეს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის აქტის ფორმა ” დანართი 2- ის შესაბამისად .

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №63/ ნ ბრძანება .

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

დ. შაშკინი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №159/ნ - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

             დანართი 1

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო

დოკუმენტის გაცემის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

აღნიშნული წესი შემუშავებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

    მუხლი 2. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონული ბაზა

1. სკოლის გამოსაშვები გამოცდების დასრულებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – გამოცდები ს ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ასევე განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებული სკოლები ინდივიდუალურ ი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებენ სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგებს (იმ მოსწავლეთა სია, რომელთაც გამოცდების შედეგად მიიღეს დადებითი შეფასება და რომელთაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი) და ერთი სამუშაო დღის ვადაში გზავნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო).

2. სამინისტრო სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგებს წარუდგენს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა), რომელიც წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ქმნის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას (შემდგომში – მონაცემთა ელექტრონული ბაზა ).

3. საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი მონაცემთა ელექტრონული ბაზა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, შეფასება და ზოგადსაგანმ ა ნათლებლო დაწესებულების დასახელება.

    მუხლი 3. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმები

1 . ზოგადი განათლების დამადასტურებელ ი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება :

 ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი;

 ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი;

 გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი.

2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

3. საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს.

4. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ვერ ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, ან წარმატებით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და მონაწილეობას არ მიიღებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში.

 5. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გაცემა ხდება 14 წლის ასაკს მიღწეული, პირადობის მოწმობის მქონე მოსწავლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის (შემდგომში – დაინტერესებული პირი) განცხადების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №159/ნ - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

 მუხლი 4. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებით მომარაგება

1. საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ბეჭდვას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის (შემდგომში – სააგენტო) მათ მიწოდებას.

2. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების შეკვეთას საინფორმაციო სისტემა აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლების თანახმად, შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.

3. პოლიგრაფიული საწარმოდან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია საინფორმაციო სისტემის მიერ გაცემული მინდობილობა.

4. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

5. სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ხარჯვ ის აღრიცხვა–ანგარიშგებას ახორციელებს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №159/ნ - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

    მუხლი 5. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს მიერ , თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.

3. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს (შემდგომში – ტერიტორიულ სამსახურს).

    მუხლი 6. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა

1. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს ტერიტორიულ სამსახურს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) მოსწავლის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში;

გ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, განცხადების კანონიერი წარმომადგენლის ან რწმუნებულის მიერ წარდგენის შემთხვევაში;

დ) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში მითითებულ ინფორმაციას.

3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ახდენს მოსწავლის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმებას. თუ დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილ პირს საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდეულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმაზე, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გადააქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია და გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს.

4. საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემების შესაბამისი პირისადმი კუთვნილების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ტერიტორიული სამსახური თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე.

5. თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციით დასტურდება პირის პერსონალურ მონაცემებში ცვლილების ან შესწორების შეტანა, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცული ბოლო მონაცემების შესაბამისად.

6. მონაცემთა ურთიერთშეუსაბამობის შესახებ ეცნობება საინფორმაციო სისტემას, რომელსაც შეაქვს შესაბამისი ცვლილილება ან შესწორება თავის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

7. მოსწავლის გვარი და სახელი ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტში ინგლისურ ენაზე ჩაიწერება მისი პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის (სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის) შესაბამისად, თუ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს სახელსა და გვარს ინგლისურ ენაზე.

8. თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა არ შეიცავს ინფორმაციას მოსწავლეზე ინგლისურენოვანი მონაცემების შემცველობით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ, ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტში მოსწავლის გვარი და სახელი ინგლისურ ენაზე ჩაიწერება მასთან შეთანხმებული ტრანსლიტერაციით.

9. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გასაცემ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტ ზე დაიტანება წარწერა – „ოქრო” ან „ვერცხლი”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №159/ნ - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

    მუხლი 7. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა

1. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატების გაცემა ხორციელდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით.

2. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელ ს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიუღებლობის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია მიმართოს ტერიტორიულ სამსახურს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით.

3. განცხადება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს :

ა) განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს (თუ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე ან ფლობს ბინადრობის მოწმობას), მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ) მოსწავლის პირად ნომერს, თუ მოსწავლე არის საქართველოს მოქალაქე ან ფლობს ბინადრობის მოწმობას;

გ) მოსწავლის სახელსა და გვარს განცხადების წარდგენის მომენტში;

დ) მოსწავლის სახელსა და გვარს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ას (თუ ზოგადასაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლემ შეიცვალა სახელი და/ან გვარი);

ე) მოსწავლის დაბადების თარიღს;

ვ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების თარიღი;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეკვიზიტები განცხადების წარდგენის მომენტში (თუ ცნობილია განმცხადებლისთვის):

ზ.ა) დასახელება;

ზ.ბ) მისამართი (ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სოფელი, ქუჩა);

თ) ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების რეკვიზიტებს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ას:

თ.ა) მისამართი (ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სოფელი, ქუჩა), თუ აღნიშნული ინფორმაცია განმცხადებლისთვის ცნობილია;

თ.ბ) დასახელება;

ი) ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის დასახელებას.

4. განცხადებას ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა ერთვოდეს

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) სახელის და/ან გვარის შეცვლის მოწმობა (სახელის და/ან გვარის შეცვლის შემთხვევაში);

გ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელ ი დოკუმენტ ი , განცხადების კანონიერი წარმომადგენლის ან რწმუნებულის მიერ წარდგენის შემთხვევაში;

დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

5 . ამ მუხლის მე-4 პუნქტი თ გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში მითითებულ ინფორმაციას.

6. სააგენტოს უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ახდენს მოსწავლის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმებას. თუ დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილ პირს საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდე ბ ულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმაზე, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გადააქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია და გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტ ი ს დუბლიკატს .

7. საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი;

ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, მისი ასლი ან სასამართლოს გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ;

გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ ზ ოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის ფაქტი.

8. საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში, განცხადება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება საინფორმაციო სისტემას.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართოს შესაბამის არქივს, საგანმანათლებლო დაწესებულებას ან საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდეგ – რესურსცენტრი), ხოლო პირის მიერ ზ ოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის ან ზოგადი განათლების ოკუპირებულ ტერტორიაზე მიღების შემთხვევაში, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.

10 . საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია რესურსცენტრს მიმართოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ხოლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებ ი სა და დასრულებ ი ს შესახებ მონაცემების მოპოვებას იმ საგანმანათლებლო დაწესებულებ იდან , სადაც დაასრულა პირმა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.

11. საგანმანათლებლო დაწესებულებ იდან მიღებული მონაცემები ელექტრონული ფოსტით დაუყოვნებლივ ეგზავნება საინფორმაციო სისტემას.

12. პირის მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესით მიღებული მონაცემები მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა საინფორმაციო სისტემას შეაქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზა ში .

13. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი გა ი ცემა განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ განცხადების წარდგენის მომენტისთვის მოსწავლის მონაცემები დაცულია საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ან განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი.

14. ამ მუხლის მე-8–მე-12 პუნქტებით დადგენილი წესით ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი ს დუბლიკატი გაიცემა განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის საფუძველზე.

15 . ტერიტორიული სამსახურის მიერ დუბლიკატის გაცემა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.

16. პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებ ი სა და დასრულებ ი ს შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არა უგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი ს დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულს სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.

17 . ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის დუბლიკატ ზე დაიტანება წარწერა – „დუბლიკატი“. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გასაცემ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატ ზე დაიტანება ასევე წარწერა – „ოქრო” ან „ვერცხლი”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №159/ნ - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

    მუხლი 8. გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების საინფორმაციო სისტემის მიერ ჩამოწერა შესაძლებელია:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის რეგისტრაციის გაუქმების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ჩამოწერა საინფორმაციო სისტემის მიერ უნდა მოხდეს საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის სათანადოდ შედგენილი ოქმისა და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ჩამოწერის აქტის საფუძველზე.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 9. მომსახურების ვადები

1. ტერიტორიული სამსახური, დაინტერესებული პირის განც ხ ადების საფუძველზე, ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს გასცემს შესაბამისი წლის 20 ივნისის შემდეგ მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.

2. ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტი დაჩქარებული წესით გასცეს:

ა) განცხადების წარდგენიდან მე -5 სამუშაო დღეს;

ბ) განცხადების წარდგენიდან მე -3 სამუშაო დღეს;

გ) განცხადების წარდგენიდან მე -2 სამუშაო დღეს;

დ) განცხადების წარდგენის დღეს.

    მუხლი 10. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტებისა და დუბლიკატების რეგისტრაცია

1. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების, ისევე როგორც დუბლიკატების გაცემის რეესტრს აწარმოებს ტერიტორიული ორგანო.

2. საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს დაკარგული ან გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ნომრების გამოქვეყნებას იმ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც, დუბლიკატის გაცემიდან ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის ჩამოწერის შესახებ აქტის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.

    მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

1. იმ პირებზე, რომლებმაც „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანების შესაბამისად სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და ამ კლასში შემავალი ცალკეული საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაუძლევლობის გამო ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი საგანი/საგნები არ შედის სკოლის გამოსაშვები გამოცდების იმ საგანთა ჩამონათვალში, რომელთა დაძლევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მიღების საფუძველს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა განაცხადი სა და საბოლოო შეფასების უწყისის მიხედვით შედგენილი მოსწავლეთა საშუალო საფეხურის სახელობითი ნუსხის საფუძველზე.

2. ამ წესის შესაბამისად , ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატები გაიცემა 2012 წლის 15 ივლისიდან.

 

 

 

დანართი № 2

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის ჩამოწერის

აქტი №

ქ. თბილისი

“–––„ –––––––––– 20  წელი

გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის ჩამოწერის შესახებ

№

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის

სახე

რაოდენობა

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის

სტამბური

ნომერი

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის სარეგისტრაციო

ნომერი

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

კომისია ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშების ჩამოწერის სისწორეს.

 

საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე:

წევრები:

მდივანი:

 

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის შენახვა-გაცემაზე

პასუხისმგებელი პირი:

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №113/ნ, 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016379 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1671071-1/