საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.06.2012 ძალადაკარგული 29.07.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№203
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.016876
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №203

2012 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

  საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ

  უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. უმაღლესი განათლების განვითარების წინაპირობას წარმოადგენს კვლევითი ტექნოლოგიების დანერგვა და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა კვლევაზე დაყრდნობით . აღნიშნული შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ კვლევითი სექტორის სასწავლო-სამეცნიერო ბაზის განახლებისა და მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების გზით.

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 2 კვირაში უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №426 - ვებგვერდი, 11.10.2012წ.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №426 - ვებგვერდი, 11.10.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ“, №203, 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.016876 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1673049-1/