საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.06.2012 ძალადაკარგული 19.10.2015
ნომერი
№90
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.038.016119
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №90

+

2012 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

+

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი თანდართული სახით.

მუხლი 2. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეებისათვის შინაგანაწესის გაცნობა.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ . კალმახელიძე


საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის შინაგანაწესი

+

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

+

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის მოსამსახურეებზე (შემდგომში – მოსამსახურე).

2. შინაგანაწესის მიზნებია:

ა) სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

ბ) სამსახურებრივი დისციპლინის განუხრელი დაცვა;

გ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;

დ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა;

3. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი, დასასრული და შესვენების დრო;

ბ) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურის ვალდებულებები;

ბ​1) საინფორმაციო ტექნოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით სპეციალური ელექტრონული პროგრამით სარგებლობა;

გ) დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ , სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნის პირობები და წესი;

დ) ბრძანების მოსამსახურეთათვის გაცნობის წესი;

ე) ხელფასის გაცემის წესი;

ვ) შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები;

ზ) მივლინების წესი;

თ) საშვის დაშვების წესი;

ი) მოსამსახურის მოვალეობანი;

კ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია;

ლ) მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა;

მ) გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი;

ნ) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესი.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 22 მაისის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 23.05.2013 წ.

    მუხლი 2. სამუშაო დროის დასაწყისი, დასასრული და შესვენების დრო

+

1. სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით.

2. სამუშაო დრო განისაზღვრება 09.30 სთ-დან 18.30 სთ-მდე. მოსამსახურისათვის შესვენების დრო განისაზღვრება 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.

3. დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, აგრეთვე საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები.

4. სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის გარეთ სამსახურებრივ საქმეზე მყოფი მოსამსახურე ითვლება სამსახურში მყოფად.

5. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობის გამოყენებით.

    მუხლი 3. სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურის ვალდებულებები

+

1. მოსამსახურე სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების, არგამოცხადების ან/და სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურიდან გასვლისას ვალდებულია აღნიშნული ფაქტი დააფიქსიროს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

2. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამსახურიდან გასვლის შემთხვევაში, მოსამსახურე თავისუფლდება ხელმძღვანელი პირის თანხმობის საფუძველზე, რაც ფიქსირდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

3. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში დაგვიანების ან არგამოცხადების შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში უნდა ეცნობოს მოსამსახურის უშუალო უფროსსა და გენერალურ ინსპექციას.

4. თუ სამსახურის გაცდენის მიზეზია ავადმყოფობა, მოსამსახურე ვალდებულია წარმოადგინოს საავადმყოფო ფურცელი, ხოლო დაგვიანებისას, შესაძლებლობის შემთხვევაში, ასევე დასაშვებია სამედიცინო ცნობა.

5.​ მოსამსახურე ვალდებულია, გარდა ამ მუხლის მე- 2 და მე- 4 ​ პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელზე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში შეავსოს ახსნა-განმარტებითი ბარათის ფორმა სამსახურში დაგვიანების, არგამოცხადების ან/და სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურიდან გასვლის თაობაზე.

6. გადაწყვეტილებას სამსახურში გამოუცხადებლობის ან შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის შესახებ იღებს მინისტრი გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინების საფუძველზე.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 26.06.2012 წ.

 

3​1 მუხლი. საინფორმაციო ტექნოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით სპეციალური ელექტრონული პროგრამით სარგებლობა

    მოსამსახურე  ნებისმიერი საინფორმაციო ტექნოლოგიური პრობლების არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ ფაქტს  აფიქსირებს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 22 მაისის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 23.05.2013 წ.

    მუხლი 4. დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნის პირობები და წესი

+

1. მოსამსახურისათვის დაწესებულებაში ყოფნა დასვენებისა და უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, ნებაყოფლობითია.

2. მოსამსახურის დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

    მუხლი 5. ბრძანების მოსამსახურეთათვის გაცნობის წესი

+

1. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ნორმატიული ბრძანება უნდა გაიკრას სამინისტროში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილზე, განთავსდეს ინტრანეტში ან/და ელექტრონული ფოსტით დაეგზავნოს მოსამსახურეებს.

2. ინდივიდუალური ბრძანება ეგზავნება ან გადაეცემა ადრესატს, რაც დასტურდება ხელმოწერით.

3. მოსამსახურეებისათვის ბრძანების გაცნობას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

    მუხლი 6. ხელფასის გაცემის წესი

+

1. მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანონმდებლობით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოებითა და სხვა დანამატებით.

2. მოსამსახურეებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.

    მუხლი 7. შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები

+

1.  მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით , „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით .

2.  განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ შესაბამისი თანხმობით, წარდგენილი უნდა იქნეს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 3 სამუშაო დღით ადრე.

3.  სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უფლებამოსილია უარი თქვას მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობაზე , თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებით სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის .

4.  მოსამსახურე უფლებამოსილია, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით, ნაწილ - ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება .

5.  სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება შესაბამისი ბრძანების საფუძველზე .

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №121 - ვებგვერდი, 15.08.2012 წ.

    მუხლი 8. მივლინების წესი

+

1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით, რომლის საფუძველია მოხსენებითი ბარათი .

2. მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებული უნდა იქნეს : ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის , მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ, ასევე მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე .

3. მოსამსახურის სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად , რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი . ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ, დანიშნულების მიხედვით .

4.  მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად , ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე .

5.  მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ მე-5 სამუშაო დღის ვადა ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში .

6.  ამ მუხლის მე -5 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, ადმინისტრაციული დეპარტამენტი ამზადებს შესაბამისი ცვლილების პროექტს მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №121 - ვებგვერდი, 15.08.2012 წ.

    მუხლი 9. საშვის დაშვების წესი

+

1. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მოწვეულ სტ უ მ არ ზ ე ს ა შ ვ ი ს დ აშვე ბ ა წარმოებს ს პ ეც ი ა ლ უ რ ი ე ლ ე ქ ტ რ ო ნ უ ლ ი პ რ ო გ რა მ ი ს მ ეშვ ეო ბ ი თ .

2. საშ ვ ის და შ ვე ბ ის უ ფლე ბ ის მქონე მოსამსახურეთა ნუსხა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, რასაც პროგრამულად ააქტიურებს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 26.06.2012 წ.

    მუხლი 10. მოსამსახურის მოვალეობანი

+

1. მოსამსახურე ვალდებულია:

ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;

ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;

გ) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონმდებლობის შესაბამისი ბრძანება, განკარგულება და მითითება;

დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს;

ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;

ვ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობას და გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყო ვ ნებლივ აცნობოს გენერალურ ინსპექციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში მოხსენებით ბარათთან ერთად წარმოადგინოს ცნობა მოწმობის დაკარგვის შესახებ;

ზ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სამინისტროს შენობაში და მის ტერიტორიაზე.

2. დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სამუშაო საათებში კომპიუტერული თამაში და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება.

3. მოსამსახურე ვალდებულია ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს მობილურ სატელეფონო კავშირზე.

4. მოსამსახურე ვალდებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის შემთხვევაში წინასწარ, მაგრამ გასვლამდე არანაკლებ 10 დღისა, გარდა გადაუდებელი  შემთხვევებისა, წერილობით აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

5. მოსამსახურეს ეკრძალება სამორინეში სათამაშოდ შესვლა.

6. მოსამსახურე ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული განგაშის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდეს შესაბამის ადგილას, ხოლო ასეთი შეტყობინების მიღების დროს, მოსამსახურის ძირითად საცხოვრებელ ადგილას არყოფნის შემთხვევაში, ქვეყნის საზღვრებს შიგნით ნებისმიერი ადგილიდან – შეტყობინების მიღებიდან შეძლებისდაგვრად უმოკლეს ვადაში.

7. მოსამსახურე ვალდებულია მის მიერ იმ სამართალდარღვევათა ჩადენის შესახებ, რაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ ხელყოფასთან, ცეცხლსასროლი იარაღის დადგენილი წესის გარეშე გამოყენებასთან, დარღვევას, რომელიც ჩადენილია ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან რასაც მოჰყვა ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გზით სპეციალური უფლების ჩამორთმევა, ჩადენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია , მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა თუ კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს გენერალურ ინსპექციას.

9. მოსამსახურეები ვალდებულნი არიან სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში თვალსაჩინოდ ატარონ სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობა.

10. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურში გამოცხადდეს მოწესრიგებული, კლასიკური ჩაცმულობით.

11. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მოსამსახურეს თამბაქოს მოწევა შეუძლია მხოლოდ საამისოდ გამოყოფილ ადგილას.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2014 წლის 15 იანვრის ბრძანება №1- ვებგვერდი, 17.01.2014 წ.

    მუხლი 11. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია

+

1. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. მოსამსახურე ვალდებულია სამუშაო ადგილზე არსებული ელექტროგაყვანილობა გამოიყენოს დანიშნულებისამებრ , არ დაუშვას ელექტროქსელთან სპეციალისტის გარეშე ისეთი მოწყობილობების თვითნებურად მიერთება , რომლის ექსპლუატაციაც ქმნის ხანძრის მომეტებულ საფრთხეს .

3. მოსამსახურემ არ უნდა გამოიყენოს მწყობრიდან გამოსული ელექტრომოწყობილობები . ელექტრომოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეკონომიკურ დეპარტამენტს.

4. სამუშაოს დასრულების შემდგომ მოსამსახურე ვალდებულია ელექტროქსელიდან გამორთოს კომპიუტერული და სხვა სახის ელექტრომოწყობილობები . აღნიშნული არ ვრცელდება სამინისტროს ერთიან ქსელურ მოწყობილობებზე.

5. სამინისტროს შენობაში ხანძრის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საგანგებო სიტუაციების სამსახურს .

    მუხლი 12. მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა

+

1. სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას ახორციელებს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი, ხოლო კომპიუტერულ ტექნიკასა და აქსესუარებზე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

2. მოსამსახურე ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს გადაცემული ქონების დაცვა და მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენება;

ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეკონომიკური ან/და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს მის სარგებლობაში არსებული ქონების დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე;

გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს, ეკონომიკური დეპარტამენტის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.

    მუხლი 13. გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი

+

მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში წარადგინოს შემოვლის ფურცელი (დანართი №1) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების თაობაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. შევსებული შემოვლის ფურცელი ინახება გათავისუფლებული მოსამსახურის პირად საქმეში. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.

    მუხლი 14. წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის გამოყენების წესი

+

1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული წახალისების ფორმა.

2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

3. არასაპატიო მიზეზით თვის განმავლობაში ორჯერ დაგვიანება ან/და არგამოცხადება იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

    მუხლი 15. დასკვნითი დებულებანი

+

1. წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს ცენტრალური აპარატის ყველა მოსამსახურისათვის.

2. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

დანართი №1

+

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა

და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო

 

შ ე მ ო ვ ლ ი ს     ფ უ რ ც ე ლ ი

 

მოსამსახურის სახელი, გვარი: ------------------------------------------------------------------------

დაკავებული თანამდებობა: ---------------------------------------------------------------------------

გათავისუფლების თარიღი: --------------------------- ---------- -

 

 

№

 

მატერიალური ფასეულობები

 

პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი

უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა

ჩაბარების თარიღი

შენიშვნა

1.

ინვენტარი

ეკონომიკური დეპარტამენტი

 

 

 

2.

კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები

საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

 

 

 

3.

სამსახურებრივი ბეჭედი

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

 

 

4.

სამსახურებრივი მოწმობა

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

 

 

5.

სამსახურებრივი პასპორტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

 

 

6.

დიჯიპასი

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

 

 

7.

სამსახურებრივ-საშტატო იარაღი

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

 

 

 

 

გათავისუფლებული მოსამსახურე: ----------------------------------              ---------------------------

                                                                        ხელმოწერა                                     თარიღი

 

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო: ---------------------------- -------------------------

                                                                                           ხელმოწერა                      თარიღი

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“, №90, 15.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.038.016119 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1680440-4/