1. საკონსულო ოლქის შემოვლის აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია განახორციელოს საკონსულო ოლქის შემოვლა.
2. საკონსულო ოლქის შემოვლის აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას საკონსულო ოლქის შემოვლის თაობაზე, ხოლო სხვა საკონსულო თანამდებობის პირი წერილობით მიმართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელსა და დირექტორატს.
21. დირექტორატი უფლებამოსილია საკონსულო თანამდებობის პირს გაუწიოს რეკომენდაცია საკონსულო ოლქის შემოვლის შესახებ.
3. საკონსულო ოლქის შემოვლა გულისხმობს საკონსულო ოლქის ფარგლებში საქართველოს ფიზიკურ პირთა კომპაქტური დასახლების ადგილების მონახულებას, მათი პრობლემების შესწავლას, მათთვის აქტუალური და საკონსულო თანამდებობის პირის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ადგილზე გარკვეული დახმარების გაწევას.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.03.2026 კანონი №1398
- 02.05.2014 კანონი №2377
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. საკონსულო ოლქის შემოვლა 1. საკონსულო ოლქის შემოვლის აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია განახორციელოს საკონსულო ოლქის შემოვლა. 2. საკონსულო ოლქის შემოვლის აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას,გადაწყვეტილებას განახორციელოს საკონსულო ოლქის შემოვლა,შემოვლის თაობაზე, ხოლო სხვა საკონსულო თანამდებობის პირი წერილობით მიმართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელსხელმძღვანელსა და საკონსულოდირექტორატს. დეპარტამენტს. 21. საკონსულოდირექტორატი დეპარტამენტი უფლებამოსილია საკონსულო თანამდებობის პირს გაუწიოს რეკომენდაცია საკონსულო ოლქის შემოვლის შესახებ. 3. საკონსულო ოლქის შემოვლა გულისხმობს საკონსულო ოლქის ფარგლებში საქართველოს ფიზიკურ პირთა კომპაქტური დასახლების ადგილების მონახულებას, მათი პრობლემების შესწავლას, მათთვის აქტუალური და საკონსულო თანამდებობის პირის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ადგილზე გარკვეული დახმარების გაწევას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საკონსულო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება