1. სამართლებრივი დაცვა არის საკონსულო თანამდებობის პირის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის დროს განხორციელებული ღონისძიებები.
2. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სამართლებრივი დაცვა შეიძლება განხორციელდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის დროს.
3. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია შესაბამისი რწმუნების გარეშე წარმოადგინოს საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კანონიერი ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისთვის პასუხისმგებელი წარმომადგენლის განსაზღვრამდე. სამართლებრივი დაცვის განხორციელება არ გულისხმობს სასამართლო განხილვის ან გამოძიების პროცესში უშუალო წარმომადგენლობას.
4. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან წარმომადგენლობის განხორციელებისას თვალყური ადევნოს, რომ ბრალდებული უზრუნველყოფილი იყოს წარმომადგენლის და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით.
5. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია შეხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან სადეპორტაციო ბანაკში (საიმიგრაციო ცენტრში) მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით და პირადად დარწმუნდეს, რომ დაკავებულის მდგომარეობა და განთავსების პირობები შეესაბამება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს.
6. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივი დაცვა შეიძლება გამოიხატოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მათი უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობით. უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საკონსულო თანამდებობის პირი გასცემს სხვადასხვა ცნობას, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტს, ასრულებს და ამოწმებს დოკუმენტის თარგმანს, უზრუნველყოფს დოკუმენტისა და ინფორმაციის გამოთხოვას.
61. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
7. საკონსულო თანამდებობის პირი სამართლებრივ დაცვას უწევს საქართველოს ფიზიკურ პირს მის მიმართ მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის აუცილებლობის არსებობისას.
8. სამართლებრივი დაცვის ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირი ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის დარჩენილი ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად. საკონსულო თანამდებობის პირი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.
9. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სამართლებრივი დაცვა ხორციელდება ასევე ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბუნებრივ ან ტექნოგენურ კატასტროფასთან, საომარ ან საგანგებო მდგომარეობასთან, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული ან ვეტერინარული მდგომარეობის გართულებასთან.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.05.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.05.2014 კანონი №2377
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. სამართლებრივი დაცვა 1. სამართლებრივი დაცვა არის საკონსულო თანამდებობის პირის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის დროს განხორციელებული ღონისძიებები. 2. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სამართლებრივი დაცვა შეიძლება განხორციელდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის დროს. 3. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია შესაბამისი რწმუნების გარეშე წარმოადგინოს საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კანონიერი ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისთვის პასუხისმგებელი წარმომადგენლის განსაზღვრამდე. სამართლებრივი დაცვის განხორციელება არ გულისხმობს სასამართლო განხილვის ან გამოძიების პროცესში უშუალო წარმომადგენლობას. 4. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან წარმომადგენლობის განხორციელებისას თვალყური ადევნოს, რომ ბრალდებული უზრუნველყოფილი იყოს წარმომადგენლის და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით. 5. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია შეხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან სადეპორტაციო ბანაკში (საიმიგრაციო ცენტრში) მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით და პირადად დარწმუნდეს, რომ დაკავებულის მდგომარეობა და განთავსების პირობები შეესაბამება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს. 6. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივი დაცვა შეიძლება გამოიხატოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მათი უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობით. უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საკონსულო თანამდებობის პირი გასცემს სხვადასხვა ცნობასცნობას, , ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტს, ასრულებს და ამოწმებს დოკუმენტის თარგმანს, უზრუნველყოფს დოკუმენტისა და ინფორმაციის გამოთხოვას. 61. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. საკონსულო თანამდებობის პირი სამართლებრივ დაცვას უწევს საქართველოს ფიზიკურ პირს მის მიმართ მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის აუცილებლობის არსებობისას. 8. სამართლებრივი დაცვის ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირი ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის დარჩენილი ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად. საკონსულო თანამდებობის პირი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას. 9. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სამართლებრივი დაცვა ხორციელდება ასევე ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბუნებრივ ან ტექნოგენურ კატასტროფასთან, საომარ ან საგანგებო მდგომარეობასთან, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული ან ვეტერინარული მდგომარეობის გართულებასთან.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-86(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
…სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით. „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-8 პუნქტების თანახმად, საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სამართლებრივი…
- საქმე №ბს-1073(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2023
ამასთან, აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-8 პუნქტებზე მითითებით მართებულად განმარტა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საკონსულო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება