1. საკონსულო თანამდებობის პირად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, დიპლომატიური თანამდებობის პირის როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, გავლილი აქვს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.
2. საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნისა და განთავისუფლების ზოგადი საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის მოთხოვნა არ ვრცელდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირსა და უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე.
4. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე დანიშვნისას სამინისტროსგან იღებს წერილობით რწმუნებას − საკონსულო პატენტს.
5. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონსულო ფუნქციების შესრულებას შეუდგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის − ეგზეკვატურის − მიღების შემდეგ.
6. საჭიროების შემთხვევაში და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი შეიძლება საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად მივლინებულ იქნეს ეგზეკვატურის მიღებამდე.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4140 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 17.03.2026 კანონი №1398
- 26.12.2018 კანონი №4140
- 02.05.2014 კანონი №2377
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნა და განთავისუფლება 1. საკონსულო თანამდებობის პირად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, დიპლომატიური თანამდებობის პირის როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისათვისწარგზავნისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, გავლილი აქვს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული,დამტკიცებული სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. 2. საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნისა და განთავისუფლების ზოგადი საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის მოთხოვნა არ ვრცელდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირსა და უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე. 4. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე დანიშვნისას სამინისტროსგან იღებს წერილობით რწმუნებას − საკონსულო პატენტს. 5. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონსულო ფუნქციების შესრულებას შეუდგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის − ეგზეკვატურის − მიღების შემდეგ. 6. საჭიროების შემთხვევაში და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი შეიძლება საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად მივლინებულ იქნეს ეგზეკვატურის მიღებამდე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საკონსულო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება