1. საკონსულო თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას დროებით ასრულებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
2. თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშნულია ერთზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირი, ერთ-ერთი მათგანის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება დაეკისრება სხვა საკონსულო თანამდებობის პირს. სხვა საკონსულო თანამდებობის პირის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება მინისტრის გადაწყვეტილებით შეიზღუდოს ზოგიერთი საკონსულო ფუნქციის შესრულება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საკონსულო ფუნქციების შესრულების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო საკონსულო ფუნქციების დროებით შესასრულებლად შეიძლება მივლინებულ იქნეს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიპლომატიური თანამდებობის პირი.
4. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება მინისტრის გადაწყვეტილებით დაეკისრება ამ საკონსულო დაწესებულების თანამდებობრივად ყველაზე ზემდგომ საკონსულო თანამდებობის პირს. თუ ასეთი თანამდებობის პირი ორი ან ორზე მეტია, მათგან ერთ-ერთს დასანიშნად წარადგენს აღნიშნული საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.03.2026 კანონი №1398
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. საკონსულო თანამდებობის პირის მოვალეობის დროებით შემსრულებლის დანიშვნა 1. საკონსულო თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას დროებით ასრულებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. 2. თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშნულია ერთზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირი, ერთ-ერთი მათგანის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება დაეკისრება სხვა საკონსულო თანამდებობის პირს. სხვა საკონსულო თანამდებობის პირის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება მინისტრის გადაწყვეტილებით შეიზღუდოს ზოგიერთი საკონსულო ფუნქციის შესრულება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საკონსულო ფუნქციების შესრულების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო საკონსულო ფუნქციების დროებით შესასრულებლად შეიძლება მივლინებულ იქნეს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიპლომატიური თანამდებობის პირი. 4. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება მინისტრის გადაწყვეტილებით დაეკისრება ამ საკონსულო დაწესებულების თანამდებობრივად ყველაზე ზემდგომ საკონსულო თანამდებობის პირს. თუ ასეთი თანამდებობის პირი ორი ან ორზე მეტია, მათგან ერთ-ერთს დასანიშნად წარადგენს აღნიშნული საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საკონსულო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება