ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საკონსულო საქმიანობა – საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულება;
ბ) საკონსულო თანამდებობის პირი − „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს საკონსულო ფუნქციებს, საქართველოს საპატიო კონსული;
გ) საკონსულო მოსამსახურე − საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირი, რომელიც ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევს საკონსულო თანამდებობის პირს;
დ) საქართველოს საკონსულო დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, წარმოადგენს საქართველოს;
ე) საკონსულო ოლქი – ტერიტორია, რომელიც გამოეყოფა საკონსულო დაწესებულებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად;
ე1) საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატი (შემდგომ − დირექტორატი) − სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების კანონიერი უფლებების უზრუნველსაყოფად სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკონსულო პოლიტიკის შემუშავებასა და დაგეგმვასთან დაკავშირებით, ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საკონსულო საქმიანობის საკონსულო მონიტორინგს და საკონსულო საქმიანობის განხორციელების მიზნით გასცემს დირექტივებსა და მეთოდოლოგიურ მითითებებს;
ვ) სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (შემდგომ − საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) − დირექტორატის ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საკონსულო საქმიანობის საკონსულო მონიტორინგს, კოორდინაციას უწევს საკონსულო თანამდებობის პირების მუშაობას და საკონსულო საქმიანობის განხორციელების მიზნით გასცემს დირექტივებსა და მეთოდოლოგიურ მითითებებს;
ზ) საქართველოს ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი;
თ) საკონსულო ფუნქციები – მოქმედებები, რომელთა განხორციელების უფლებამოსილება აქვს საკონსულო თანამდებობის პირს „საკონსულო ურთიერთობ ის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) საკონსულო მოსაკრებელი – „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანხა, რომელიც გადაიხდევინება საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.03.2026 კანონი №1398
- 02.05.2014 კანონი №2377
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საკონსულო საქმიანობა – საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულება; ბ) საკონსულო თანამდებობის პირი − „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს საკონსულო ფუნქციებს, საქართველოს საპატიო კონსული; გ) საკონსულო მოსამსახურე − საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირი, რომელიც ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევს საკონსულო თანამდებობის პირს; დ) საქართველოს საკონსულო დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, წარმოადგენს საქართველოს; ე) საკონსულო ოლქი – ტერიტორიატერიტორია, , რომელიც გამოეყოფა საკონსულო დაწესებულებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საკონსულო ფუნქციების შესასრულებლადშესასრულებლად; ;ე1) ვ)საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო დეპარტამენტიდა –დიასპორის საკითხების დირექტორატი (შემდგომ − დირექტორატი) − სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფიქვედანაყოფი, , რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების კანონიერი უფლებების უზრუნველსაყოფად სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკონსულო პოლიტიკის შემუშავებაშემუშავებასა სა და დაგეგმვასთან დაკავშირებითდაკავშირებით, , ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საკონსულო საქმიანობის საკონსულო მონიტორინგს ,და საკონსულო საქმიანობის განხორციელების მიზნით გასცემს დირექტივებსა და მეთოდოლოგიურ მითითებებს; ვ) სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (შემდგომ − საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) − დირექტორატის ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საკონსულო საქმიანობის საკონსულო მონიტორინგს, კოორდინაციას უწევს საკონსულო თანამდებობის პირთაპირების მუშაობას ,და საკონსულო საქმიანობის განხორციელების მიზნით გასცემს დირექტიდირექტივებსა ვებს და მეთოდოლოგიურ მითითებებსმითითებებს; ; ზ) საქართველოს ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი; თ) საკონსულო ფუნქციები – მოქმედებებიმოქმედებები, , რომელთა განხორციელების უფლებამოსილება აქვს საკონსულო თანამდებობის პირს „საკონსულო ურთიერთობ ის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადშესაბამისად; ; ი) საკონსულო მოსაკრებელი – „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანხა, რომელიც გადაიხდევინება საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის .გაწევისათვის.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საკონსულო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება