მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №515
2012 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანებულება №601 – ვებგვერდი, 18.07.2012წ.
2. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 სექტემბრის ბრძანებულება №773 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება
ეს წესი არეგულირებს საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის (შემდეგში – სტატუსი) დადგენის მიზნით განცხადების წარდგენასთან, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
მუხლი 2. სტატუსის დადგენის ძირითადი პირობები
1. სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა და არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სტატუსის დადგენის მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს საქართველოში მისი ყოფნის კანონიერების მიუხედავად.
მუხლი 3. წარსადგენი დოკუმენტები
1. სტატუსის დადგენის მიზნით პირი შესაბამისი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) ტერიტორიულ სამსახურს. განცხადებას უნდა დაერთოს 2 ფოტოსურათი ზომით ¾, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი საბუთი, რომლითაც შესაძლოა დადასტურდეს სტატუსის მაძიებლის მოქალაქეობის არქონის ფაქტი. წარსადგენი დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, განცხადებაში უნდა მიეთითოს დოკუმენტის არქონის მიზეზი.
2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადა ს ტურებელი დოკუმენტი.
3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს სტატუსის მაძიებლის შემდეგი ძირითადი მონაცემები:
ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, ხოლო შეცვლის შემთხვევაში – ასევე შეცვლამდე არსებული სახელი და გვარი, წინა მოქალაქეობა, სქესი, დაბადების ადგილი და თარიღი, დედის ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი);
ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე და ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის ადგილი და თარიღი, გამცემი ორგანო);
გ) ოჯახური მდგომარეობა, ქორწინების თარიღი, შვილების მოქალაქეობა და დაბადების ადგილი, მეუღლის (ყოფილი მეუღლის) სახელი, გვარი და მოქალაქეობა;
დ) ბინადრობის ქვეყნები და ამ ქვეყნებში ბინადრობის პერიოდი;
ე) განათლება;
ვ) სამუშაო ადგილი;
ზ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
4. საქართველოში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სტატუსის მაძიებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.
5. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს განცხადების დამატებითი რეკვიზიტები.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანებულება №601 – ვებგვერდი, 18.07.2012წ.
მუხლი 4. კომუნიკაციის სახეები
1. განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. განმცხადებელი უფლებამოსილია განცხადების წარდგენისას მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა: ელექტრონული ფოსტა ან შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობა (გადაცემა ან საქართველოს ტერიტორიაზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნა).
2. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.
მუხლი 5. განცხადების წარდგენის უფლებამოსილება
1. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
2. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენისას სტატუსის მაძიებელს განემარტება ადმინისტრაციული წარმოებისას განმცხადებლის უფლებებისა და მოვალეობების, აგრეთვე სტატუსის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების შესახებ.
3. განცხადების წარდგენისას განმცხადებელს გადაეცემა საინფორმაციო ბარათი, რომლის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
მუხლი 6. განცხადების განხილვა
1. სტატუსის მაძიებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სააგენტო ადგენს სტატუსის მაძიებლის ვინაობას. პირის ვინაობა შესაძლოა დადასტურდეს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სამედიცინო ან საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების უფლებამოსილი პირის ან საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი ინფორმაციით, ასევე 2 სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ წარდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.
2. სტატუსის მაძიებლის ვინაობის დადგენის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია სტატუსის მაძიებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე. გასაუბრებაზე მიწვეულ პირს გასაუბრების თარიღის თაობაზე უნდა ეცნობოს გასაუბრებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.
3. გასაუბრებაზე წარდგენილი უნდა იქნეს სტატუსის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია. გასაუბრებას ატარებენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები. გასაუბრების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები და სტატუსის მაძიებელი.
4. სტატუსის დადგენის შესახებ წარმოების ნებისმიერ ეტაპზე „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, ასევე მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო აჩერებს ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი გარემოების გამოვლენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების მასალებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის დადგენის შესახებ წარმოების დაწყების მიზნით უგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
5. სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, სხვა სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება.
6. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო ორგანოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია სტატუსის მაძიებლისათვის სტატუსის დადგენის საკითხის სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებთ ა ნ შესაბამისობის თაობაზე. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან სააგენტოს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია 30 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება რომ არ არსებობს სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი.
7. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დაუცველად მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი შესაძლებელია დაუდგინდეს პირს, თუ:
ა) 1993 წლის 27 მარტისათვის ის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოს ტერიტ ო რიაზე, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;
ბ) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქარ თ ველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 სექტემბრის ბრძანებულება №773 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 7. სტატუსის მაძიებლის სამართლებრივი გარანტიები, უფლებები და მოვალეობები
1. სტატუსის დადგენის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სტატუსის მაძიებელი უზრუნველყოფილია სააგენტოს მხრიდან თარჯიმნის უფასო მომსახურებით. სტატუსის მაძიებელს ასევე უფლება აქვს ისარგებლოს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარებით.
2. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ სტატუსის მაძიებელს, სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა ეთვლება საპატიოდ.
3. სტატუსის მაძიებელი, რომელიც უკანონოდ შემოვიდა საქართველოში ან აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის სამართლებრივი საფუძველი, არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში.
4. სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია სტატუსის დადგენის მიზნით სააგენტოს წარუდგინოს ნებისმიერი მტკიცებულება ან ინფორმაცია.
5. სტატუსის მაძიებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს სტატუსის დასადგენად საჭირო ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ასევე ითანამშრომლოს სტატუსის დადგენის მიზნით საჭირო გარემოებების შესამოწმებლად.
მუხლი 8. გადაწყვეტილება სტატუსის დადგენის თაობაზე
1. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან სააგენტოს მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სტატუსის დადგენის საკითხის გადაწყვეტაზე.
2. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში. სააგენტო უფლებამოსილია სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დოკუმენტი ს /ინფორმაცი ის მოპოვების მიზნით განცხადების განხილვის ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 3 თვით.
3. სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური (შემდეგში – სამსახური) ამზადებს დასკვნას სტატუსის მაძიებლისთვის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ.
4. სამსახურის დასკვნის საფუძველზე სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება განმცხადებელს.
5. სტატუსის დადგენის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში მიეთითება პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანებულება №601 – ვებგვერდი, 18.07.2012წ.
მუხლი 9. სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძვლები
სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრ ა ციული წარმოება შეწყდება, თუ:
ა) სტატუსის მაძიებელი გარდაიცვალა;
ბ) დადგენილი წესით შეტყობინების მიუხედავად, სტატუსის მაძიებელი თავს არიდებს გასაუბრებაზე გამოცხადებას;
გ) სტატუსის მაძიებელმა დაკარგა საქართველოში სტატუსის დადგენის ინტერესი;
დ) სტატუსის მაძიებელი არ თანამშრომლობს სააგენტოსთან სტატუსის დადგენისთვის საჭირო გარემოებების დასადგენად;
ე) სტატუსის მაძიებელს დაუდგინდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი.
მუხლი 10. სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლები
სტატუსის მაძიებელს შეიძლება უარი ეთქვას სტატუსის დადგენაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
ა) თუ დაუდგინდა საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) თუ მან სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;
გ) თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
დ) თუ შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება;
ე) თუ მის მიმართ არსებობს „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.
მუხლი 11. სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები
1. პირს შეუწყდება სტატუსი, თუ:
ა) მიიღო ან დაუდგინდა საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) გამოვლინდა ამ წესის მე-10 მუხლის „ბ“, „გ ” და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები ;
გ) მიენიჭა/დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის ხელშემკვრელი რომელიმე სახელმწიფოს მიერ.
2. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან სააგენტოს აცნობონ პირისათვის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ.
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №515
2012 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანებულება №601 – ვებგვერდი, 18.07.2012წ.
2. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 სექტემბრის ბრძანებულება №773 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება🔗
ეს წესი არეგულირებს საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის (შემდეგში – სტატუსი) დადგენის მიზნით განცხადების წარდგენასთან, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
მუხლი 2. სტატუსის დადგენის ძირითადი პირობები🔗
1. სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა და არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სტატუსის დადგენის მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს საქართველოში მისი ყოფნის კანონიერების მიუხედავად.
მუხლი 3. წარსადგენი დოკუმენტები🔗
1. სტატუსის დადგენის მიზნით პირი შესაბამისი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) ტერიტორიულ სამსახურს. განცხადებას უნდა დაერთოს 2 ფოტოსურათი ზომით ¾, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი საბუთი, რომლითაც შესაძლოა დადასტურდეს სტატუსის მაძიებლის მოქალაქეობის არქონის ფაქტი. წარსადგენი დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, განცხადებაში უნდა მიეთითოს დოკუმენტის არქონის მიზეზი.
2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადას ტურებელი დოკუმენტი.
3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს სტატუსის მაძიებლის შემდეგი ძირითადი მონაცემები:
ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, ხოლო შეცვლის შემთხვევაში – ასევე შეცვლამდე არსებული სახელი და გვარი, წინა მოქალაქეობა, სქესი, დაბადების ადგილი და თარიღი, დედის ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი);
ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე და ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის ადგილი და თარიღი, გამცემი ორგანო);
გ) ოჯახური მდგომარეობა, ქორწინების თარიღი, შვილების მოქალაქეობა და დაბადების ადგილი, მეუღლის (ყოფილი მეუღლის) სახელი, გვარი და მოქალაქეობა;
დ) ბინადრობის ქვეყნები და ამ ქვეყნებში ბინადრობის პერიოდი;
ე) განათლება;
ვ) სამუშაო ადგილი;
ზ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
4. საქართველოში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სტატუსის მაძიებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.
5. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს განცხადების დამატებითი რეკვიზიტები.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანებულება №601 – ვებგვერდი, 18.07.2012წ.
მუხლი 4. კომუნიკაციის სახეები🔗
1. განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. განმცხადებელი უფლებამოსილია განცხადების წარდგენისას მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა: ელექტრონული ფოსტა ან შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობა (გადაცემა ან საქართველოს ტერიტორიაზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნა).
2. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.
მუხლი 5. განცხადების წარდგენის უფლებამოსილება🔗
1. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
2. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენისას სტატუსის მაძიებელს განემარტება ადმინისტრაციული წარმოებისას განმცხადებლის უფლებებისა და მოვალეობების, აგრეთვე სტატუსის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების შესახებ.
3. განცხადების წარდგენისას განმცხადებელს გადაეცემა საინფორმაციო ბარათი, რომლის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
მუხლი 6. განცხადების განხილვა🔗
1. სტატუსის მაძიებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სააგენტო ადგენს სტატუსის მაძიებლის ვინაობას. პირის ვინაობა შესაძლოა დადასტურდეს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სამედიცინო ან საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების უფლებამოსილი პირის ან საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი ინფორმაციით, ასევე 2 სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ წარდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.
2. სტატუსის მაძიებლის ვინაობის დადგენის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია სტატუსის მაძიებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე. გასაუბრებაზე მიწვეულ პირს გასაუბრების თარიღის თაობაზე უნდა ეცნობოს გასაუბრებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.
3. გასაუბრებაზე წარდგენილი უნდა იქნეს სტატუსის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია. გასაუბრებას ატარებენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები. გასაუბრების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები და სტატუსის მაძიებელი.
4. სტატუსის დადგენის შესახებ წარმოების ნებისმიერ ეტაპზე „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, ასევე მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო აჩერებს ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი გარემოების გამოვლენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების მასალებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის დადგენის შესახებ წარმოების დაწყების მიზნით უგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
5. სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, სხვა სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება.
6. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო ორგანოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია სტატუსის მაძიებლისათვის სტატუსის დადგენის საკითხის სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებთან შესაბამისობის თაობაზე. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან სააგენტოს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია 30 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება რომ არ არსებობს სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი.
7. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დაუცველად მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი შესაძლებელია დაუდგინდეს პირს, თუ:
ა) 1993 წლის 27 მარტისათვის ის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;
ბ) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 სექტემბრის ბრძანებულება №773 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 7. სტატუსის მაძიებლის სამართლებრივი გარანტიები, უფლებები და მოვალეობები🔗
1. სტატუსის დადგენის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სტატუსის მაძიებელი უზრუნველყოფილია სააგენტოს მხრიდან თარჯიმნის უფასო მომსახურებით. სტატუსის მაძიებელს ასევე უფლება აქვს ისარგებლოს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარებით.
2. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ სტატუსის მაძიებელს, სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა ეთვლება საპატიოდ.
3. სტატუსის მაძიებელი, რომელიც უკანონოდ შემოვიდა საქართველოში ან აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის სამართლებრივი საფუძველი, არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში.
4. სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია სტატუსის დადგენის მიზნით სააგენტოს წარუდგინოს ნებისმიერი მტკიცებულება ან ინფორმაცია.
5. სტატუსის მაძიებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს სტატუსის დასადგენად საჭირო ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ასევე ითანამშრომლოს სტატუსის დადგენის მიზნით საჭირო გარემოებების შესამოწმებლად.
მუხლი 8. გადაწყვეტილება სტატუსის დადგენის თაობაზე🔗
1. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან სააგენტოს მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სტატუსის დადგენის საკითხის გადაწყვეტაზე.
2. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში. სააგენტო უფლებამოსილია სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დოკუმენტის /ინფორმაციის მოპოვების მიზნით განცხადების განხილვის ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 3 თვით.
3. სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური (შემდეგში – სამსახური) ამზადებს დასკვნას სტატუსის მაძიებლისთვის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ.
4. სამსახურის დასკვნის საფუძველზე სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება განმცხადებელს.
5. სტატუსის დადგენის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში მიეთითება პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანებულება №601 – ვებგვერდი, 18.07.2012წ.
მუხლი 9. სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძვლები🔗
სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდება, თუ:
ა) სტატუსის მაძიებელი გარდაიცვალა;
ბ) დადგენილი წესით შეტყობინების მიუხედავად, სტატუსის მაძიებელი თავს არიდებს გასაუბრებაზე გამოცხადებას;
გ) სტატუსის მაძიებელმა დაკარგა საქართველოში სტატუსის დადგენის ინტერესი;
დ) სტატუსის მაძიებელი არ თანამშრომლობს სააგენტოსთან სტატუსის დადგენისთვის საჭირო გარემოებების დასადგენად;
ე) სტატუსის მაძიებელს დაუდგინდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი.
მუხლი 10. სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლები🔗

მუხლი 11. სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები🔗

1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის
თანდართული წესი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანებულება №601 – ვებგვერდი, 18.07.2012წ.
2. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 სექტემბრის ბრძანებულება №773 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულება🔗
ეს წესი არეგულირებს საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის (შემდეგში – სტატუსი) დადგენის მიზნით განცხადების წარდგენასთან, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
ეს წესი არეგულირებს საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის
(შემდეგში – სტატუსი) დადგენის მიზნით განცხადების წარდგენასთან, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
მუხლი 2. სტატუსის დადგენის ძირითადი პირობები🔗
მუხლი 2. სტატუსის დადგენის ძირითადი პირობები🔗
1. სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა და არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სტატუსის დადგენის მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს საქართველოში მისი ყოფნის კანონიერების მიუხედავად.
მუხლი 3. წარსადგენი დოკუმენტები🔗
მუხლი 3. წარსადგენი დოკუმენტები🔗
1. სტატუსის დადგენის მიზნით პირი შესაბამისი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) ტერიტორიულ სამსახურს. განცხადებას უნდა დაერთოს 2 ფოტოსურათი ზომით ¾, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი საბუთი, რომლითაც შესაძლოა დადასტურდეს სტატუსის მაძიებლის მოქალაქეობის არქონის ფაქტი. წარსადგენი დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, განცხადებაში უნდა მიეთითოს დოკუმენტის არქონის მიზეზი.
1. სტატუსის დადგენის მიზნით პირი შესაბამისი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) ტერიტორიულ სამსახურს. განცხადებას უნდა დაერთოს 2 ფოტოსურათი ზომით ¾, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი საბუთი, რომლითაც შესაძლოა დადასტურდეს სტატუსის მაძიებლის მოქალაქეობის არქონის ფაქტი. წარსადგენი დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, განცხადებაში უნდა მიეთითოს დოკუმენტის არქონის მიზეზი.
2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადას ტურებელი დოკუმენტი.
2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს
უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადას
ტურებელი დოკუმენტი.
3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს სტატუსის მაძიებლის შემდეგი ძირითადი მონაცემები:
3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს სტატუსის მაძიებლის შემდეგი ძირითადი მონაცემები:
ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, ხოლო შეცვლის შემთხვევაში – ასევე შეცვლამდე არსებული სახელი და გვარი, წინა მოქალაქეობა, სქესი, დაბადების ადგილი და თარიღი, დედის ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი);
ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე და ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის ადგილი და თარიღი, გამცემი ორგანო);
გ) ოჯახური მდგომარეობა, ქორწინების თარიღი, შვილების მოქალაქეობა და დაბადების ადგილი, მეუღლის (ყოფილი მეუღლის) სახელი, გვარი და მოქალაქეობა;
დ) ბინადრობის ქვეყნები და ამ ქვეყნებში ბინადრობის პერიოდი;
ე) განათლება;
ვ) სამუშაო ადგილი;
ზ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
4. საქართველოში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სტატუსის მაძიებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.
5. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს განცხადების დამატებითი რეკვიზიტები.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანებულება №601 – ვებგვერდი, 18.07.2012წ.
მუხლი 4. კომუნიკაციის სახეები🔗
მუხლი 4. კომუნიკაციის სახეები🔗
1. განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. განმცხადებელი უფლებამოსილია განცხადების წარდგენისას მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა: ელექტრონული ფოსტა ან შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობა (გადაცემა ან საქართველოს ტერიტორიაზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნა).
2. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.
2.
ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა
და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.
მუხლი 5. განცხადების წარდგენის უფლებამოსილება
მუხლი 5. განცხადების წარდგენის უფლებამოსილება🔗
1. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
1. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს.
18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
2. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენისას სტატუსის მაძიებელს განემარტება ადმინისტრაციული წარმოებისას განმცხადებლის უფლებებისა და მოვალეობების, აგრეთვე სტატუსის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების შესახებ.
3. განცხადების წარდგენისას განმცხადებელს გადაეცემა საინფორმაციო ბარათი, რომლის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
მუხლი 6. განცხადების განხილვა🔗
მუხლი 6. განცხადების განხილვა🔗
1. სტატუსის მაძიებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სააგენტო ადგენს სტატუსის მაძიებლის ვინაობას. პირის ვინაობა შესაძლოა დადასტურდეს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სამედიცინო ან საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების უფლებამოსილი პირის ან საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი ინფორმაციით, ასევე 2 სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ წარდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.
2. სტატუსის მაძიებლის ვინაობის დადგენის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია სტატუსის მაძიებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე. გასაუბრებაზე მიწვეულ პირს გასაუბრების თარიღის თაობაზე უნდა ეცნობოს გასაუბრებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.
3. გასაუბრებაზე წარდგენილი უნდა იქნეს სტატუსის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია. გასაუბრებას ატარებენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები. გასაუბრების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები და სტატუსის მაძიებელი.
4. სტატუსის დადგენის შესახებ წარმოების ნებისმიერ ეტაპზე „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, ასევე მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო აჩერებს ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი გარემოების გამოვლენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების მასალებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის დადგენის შესახებ წარმოების დაწყების მიზნით უგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
4. სტატუსის დადგენის შესახებ წარმოების ნებისმიერ ეტაპზე „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, ასევე მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო აჩერებს ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი გარემოების გამოვლენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების მასალებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის დადგენის შესახებ წარმოების დაწყების მიზნით უგზავნის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს.
5. სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, სხვა სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება.
5. სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, სხვა სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება.
6. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო ორგანოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია სტატუსის მაძიებლისათვის სტატუსის დადგენის საკითხის სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებთან შესაბამისობის თაობაზე. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან სააგენტოს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია 30 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება რომ არ არსებობს სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი.
7. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დაუცველად მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი შესაძლებელია დაუდგინდეს პირს, თუ:
მუხლი 7. სტატუსის მაძიებლის სამართლებრივი გარანტიები, უფლებები და მოვალეობები🔗
ა) 1993 წლის 27 მარტისათვის ის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;
ბ) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 სექტემბრის ბრძანებულება №773 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 7. სტატუსის მაძიებლის სამართლებრივი გარანტიები, უფლებები და მოვალეობები🔗
1. სტატუსის დადგენის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სტატუსის მაძიებელი უზრუნველყოფილია სააგენტოს მხრიდან თარჯიმნის უფასო მომსახურებით. სტატუსის მაძიებელს ასევე უფლება აქვს ისარგებლოს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარებით.
2. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ სტატუსის მაძიებელს, სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა ეთვლება საპატიოდ.
3. სტატუსის მაძიებელი, რომელიც უკანონოდ შემოვიდა საქართველოში ან აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის სამართლებრივი საფუძველი, არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში.
3. სტატუსის მაძიებელი, რომელიც
უკანონოდ შემოვიდა საქართველოში ან აღარ არსებობს
საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის სამართლებრივი საფუძველი, არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში.
4. სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია სტატუსის დადგენის მიზნით სააგენტოს წარუდგინოს ნებისმიერი მტკიცებულება ან ინფორმაცია.
5. სტატუსის მაძიებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს სტატუსის დასადგენად საჭირო ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ასევე ითანამშრომლოს სტატუსის დადგენის მიზნით საჭირო გარემოებების შესამოწმებლად.
მუხლი 8. გადაწყვეტილება სტატუსის დადგენის თაობაზე🔗
მუხლი 8. გადაწყვეტილება სტატუსის დადგენის თაობაზე🔗
1. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან სააგენტოს მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სტატუსის დადგენის საკითხის გადაწყვეტაზე.
2. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში. სააგენტო უფლებამოსილია სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დოკუმენტის /ინფორმაციის მოპოვების მიზნით განცხადების განხილვის ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 3 თვით.
2. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში. სააგენტო უფლებამოსილია სტატუსის დადგენის შესახებ
საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დოკუმენტის
/ინფორმაციის მოპოვების მიზნით განცხადების განხილვის ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 3 თვით.
3. სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური (შემდეგში – სამსახური) ამზადებს დასკვნას სტატუსის მაძიებლისთვის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ.
3. სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველო (შემდეგში – სამმართველო) ამზადებს დასკვნას სტატუსის მაძიებლისთვის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ.
4. სამსახურის დასკვნის საფუძველზე სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება განმცხადებელს.
4. სამმართველოს დასკვნის საფუძველზე სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება განმცხადებელს.
5. სტატუსის დადგენის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში მიეთითება პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანებულება №601 – ვებგვერდი, 18.07.2012წ.
მუხლი 9. სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძვლები🔗
მუხლი 9. სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძვლები🔗
სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდება, თუ:
ა) სტატუსის მაძიებელი გარდაიცვალა;
ბ) დადგენილი წესით შეტყობინების მიუხედავად, სტატუსის მაძიებელი თავს არიდებს გასაუბრებაზე გამოცხადებას;
გ) სტატუსის მაძიებელმა დაკარგა საქართველოში სტატუსის დადგენის ინტერესი;
დ) სტატუსის მაძიებელი არ თანამშრომლობს სააგენტოსთან სტატუსის დადგენისთვის საჭირო გარემოებების დასადგენად;
ე) სტატუსის მაძიებელს დაუდგინდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი.
მუხლი 10. სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლები🔗
მუხლი 10. სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლები🔗
სტატუსის მაძიებელს შეიძლება უარი ეთქვას სტატუსის დადგენაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
ა) თუ დაუდგინდა საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) თუ მან სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;
გ) თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
დ) თუ შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება;
ე) თუ მის მიმართ არსებობს „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.
ე) თუ მის მიმართ არსებობს „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.
მუხლი 11. სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები🔗
მუხლი 11. სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები🔗
1. პირს შეუწყდება სტატუსი, თუ:
ა) მიიღო ან დაუდგინდა საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) გამოვლინდა ამ წესის მე-10 მუხლის „ბ“, „გ ” და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები ;
ა) მიიღო ან დაუდგინდა
საქართველოს ან უცხო
ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) გამოვლინდა ამ წესის მე-10 მუხლის „ბ“, „გ
” და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები
;
გ) მიენიჭა/დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის ხელშემკვრელი რომელიმე სახელმწიფოს მიერ.
2. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან სააგენტოს აცნობონ პირისათვის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“, №515, 27.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.016535 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1685976-2/