სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.06.2012 ძალადაკარგული 11.07.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№226
სარეგისტრაციო კოდი
210070000.10.003.016899
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №226

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების  შესახებ“  სა ქარ თველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2012 წლის 15 მაისის №6214-რს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად,დამტკიცდეს თანდართული „სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებ ლის წლიური განაკვეთები“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ნ. გილაური

 

                                   

დანართი

სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები

სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვე თებია:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა „სალიცენზიო და სა ნებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით და 101  და 102  პუნქტებით გათვალისწი ნე ბული შემთხვევებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა – 5 000 000 ლარი;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი.