საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.07.2012 ბოლო ცვლილება 18.12.2023
ნომერი
№1-1/1439
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016187
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1439

2012 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ

+

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8​2 მუხლის პირველი პუნქტის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 2​1 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის საზღვაო აკადემიის თანდართული წესდება (შემდგომში – წესდება).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი  ი. მატკავა

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდება

+

თავი I. ზოგადი დებულებები

+

    მუხლი 1. წესდების რეგულირების სფერო

+

ეს წესდება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტატუსს, ფუნქციებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევის/დანიშვნის წესსა და უფლება-მოვალეობებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

    მუხლი 2. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტატუსი

+

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. აკადემიის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“. აკადემია უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“. აკადემიის სრული და შემოკლებული სახელწოდება გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით.

3. აკადემია, სახელმწიფო კონტროლის პირობებში, დამოუკიდებლად ახორციელებს უმაღლეს,პროფესიულ საგანმანათლებლო და მეზღვაურთა წვრთნისა და გადამზადების საქმიანობას.

4. (ამოღებულია - 31.08.2022, №1-1/383).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 18 აპრილის ბრძანება №1-1/156 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.

 

    მუხლი 3. აკადემიის უფლებაუნარიანობა

+

1. აკადემია ანგარიშვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – საგენტო) წინაშე, „უმაღლესი განათლების შესახებ" და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

2. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მხარედ.

3. აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა, მათ შორის, დამხმარე სამეწარმეო და საგამომცემლო საქმიანობა.

4. აკადემიას აქვს მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. აკადემიას აქვს საკუთარი სიმბოლიკა (გერბი, დროშა, ჰიმნი).

6. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, 6010, ქ. ბათუმი, რუსთაველის გამზირი №53.

 

მუხლი 4. აკადემიის ფუნქციები 

+

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აკადემიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად საზღვაო სფეროს პროფესიული/უმაღლესი განათლების მქონე კადრების მომზადება/ გადამზადება;

ბ) სტუდენტის ინტერესების, შესაძლებლობების, საგანმანათლებლო სფეროში აღიარებული სტანდარტების შესაბამისი აკადემიური უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება;

გ) მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო და საწვრთნელი პროგრამების/კურსების განხორციელება;

დ) სტუდენტებისა და მსმენელებისათვის სწავლისა და განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა;

ე) როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, სასწავლო, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებთან კავშირების დამყარება და თანამშრომლობის განვითარება;

ვ) აკადემიის, საერთაშორისო საზღვაო საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სისტემებში ინტეგრაცია;

ზ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;

თ) საზღვაო და მომიჯნავე დარგების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება;

ი) საერთაშორისო რეგულაციებისა და საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო და საწვრთნელი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება  №1-1/341 - ვებგვერდი, 27.08.2020 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 18 აპრილის ბრძანება №1-1/156 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.

    მუხლი 5. სწავლების ენა

+

აკადემიაში სწავლების ენა არის ქართული. სხვა ენაზე სწავლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

 

თავი II. აკადემიის სტრუქტურა და სუბიექტთა უფლება-მოვალეობები

+

    მუხლი 6. აკადემიის სტრუქტურა

+

1. აკადემიის მართვის ორგანო/მმართველი სუბიექტები არიან: აკადემიის რექტორი, რექტორატი, სენატი.

2. აკადემიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები;

ბ) დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები;

გ) დამხმარე სტრუქტურული ერთეულები;

დ) (ამოღებულია - 31.08.2022, №1-1/383);

ე) ფოთის ფილიალი – „ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი“.

3. ძირითადი საგანმანთლებლო ერთეულებია:

ა) ნავიგაციის ფაკულტეტი;

ბ) საინჟინრო ფაკულტეტი;

გ) ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი;

4.  დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებია:

ა) პროფესიული მომზადების ცენტრი;   

ბ) მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი;

გ) აკადემიის ბიბლიოთეკა;

დ) (ამოღებულია - 25.05.21 №1-1/205);

5. დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია:

ა) განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;

ბ) ISO შესაბამისობის სამსახური;

გ) რექტორის ოფისი;

დ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) საგარეო ურთიერთობებისა და კარიერული მხარდაჭერის დეპარტამენტი;

ზ) ღონისძიებების მართვისა და სტუდენტთა სერვისების დეპარტამენტი;

თ) ინფრასტრუქტურის და შრომის უსაფრთხოების  დეპარტამენტი;

ი) ციფრული სერვისების განვითარების სამსახური;

კ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ლ) ფინანსების მართვის სამსახური;

მ) კანცელარია;

ნ)  საგამოცდო ცენტრი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №1-1/275 - ვებგვერდი, 27.09.2013 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 12 თებერვლის ბრძანება №1-1/55 - ვებგვერდი, 16.02.2015 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 24 იანვრის ბრძანება №1-1/20 - ვებგვერდი, 25.01.2018 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1-1/622 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება  №1-1/341 - ვებგვერდი, 27.08.2020 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 25 მაისის ბრძანება №1-1/205 - ვებგვერდი, 28.05.2021 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 18 აპრილის ბრძანება №1-1/156 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.

 

მუხლი 6​​1. აკადემიის მართვის პრინციპები

+

1. აკადემია უზრუნველყოფს:

ა) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;

ბ) აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;

გ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნის მიხედვით;

დ) აკადემიაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას;

ე) უმაღლესი/პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, უმაღლესი/პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიის მართვის გამჭვირვალობას, უმაღლესი/პროფესიული განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

2. აკადემიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით ან/და შიდასამართლებრივი აქტით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 18 აპრილის ბრძანება №1-1/156 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.

 

მუხლი 7. აკადემიის რექტორი 

+

1. აკადემიას ხელმძღვანელობს აკადემიის რექტორი, რომელიც იმავდროულად არის რექტორატის თავმჯდომარე და მართვის სისტემების ცენტრის ხელმძღვანელი.

2. აკადემიის რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

3. აკადემიის რექტორი კანონმდებლობისა და ამ წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და წარმართავს აკადემიის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს აკადემიას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;

გ) აკადემიის სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებამოსილებას აკადემიის წარმომადგენლობაზე;

დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის აკადემიის უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ამტკიცებს პროცედურებსა და დებულებებს;

ვ) სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებით (შემდგომში – სააგენტო) ამტკიცებს აკადემიის საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს ვიცე-რექტორს, რომლის კომპეტენცია და უფლებამოსილება განისაზღვრება აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და რომელიც ინიშნება რექტორის ულებამოსილების ვადით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული გათავისუფლების საფუძვლების გათვალისწინებით;

თ) იღებს გადაწყვეტილებას პერსონალის მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

ი) უფლებამოსილია სააგენტოსთან შეთანხმებით აკადემიაში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე „საქართველოს შრომის კოდექსის“ 27-ე მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, კანონმდებლობით დადგენილი ზღვრების ფარგლებში;

კ) კანონმდებლობით და წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს თანამშრომლებს;

ლ) აკადემიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განსაზღვრავს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. ასევე წყვეტს სახელობითი სტიპენდიების დაწესების საკითხს სააგენტოსთან შეთანხმებით;

მ) აკადემიის სახელით აცხადებს კონკურსებს;

ნ) სააგენტოსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას აკადემიის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ;

ო) ამტკიცებს აკადემიის/მისი სტრუქტურული ერთეულების ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებს და ცნობისთვის უგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;

პ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური პერსონალისათვის სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების მიცემის შესახებ და ამტკიცებს სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების გაცემის წესს;

ჟ) ამტკიცებს რექტორატის რეგლამენტს;

რ) ამტკიცებს სენატის რეგლამენტს;

ს) ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ტ) (ამოღებულია - 18.04.2023, №1-1/156);

უ) აწერს ხელს განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებზე;

ფ) სენატის წარდგინებით ამტკიცებს პრიორიტეტულ სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს;

ქ) სენატის წარდგენით ამტკიცებს აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიასა და აკადემიური პერსონალის შერჩევის წესს;

ღ) ამტკიცებს მოწვეული მასწავლებლების შერჩევისა და შეფასების წესს;

ყ) სენატის წარდგენით ამტკიცებს საპატიო წოდების მინიჭების წესს;

შ) სენატის წარდგინებით ანიჭებს საპატიო წოდებებს;

ჩ) ამტკიცებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტრატეგიული განვითარების გეგმას;

ჩ​​1) დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების წარდგინებით ამტკიცებს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს;

ჩ​​2) დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების წარდგინებით, კანონმდებლობით დამტკიცებული წესით, ამტკიცებს სსიპ  –  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებულ საწვრთნელ კურსებს;

ც) ახორციელებს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. რექტორი ამ წესებითა და კანონმდებლბით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში ქმნის სამუშაო ჯგუფებსა და კომისიებს.

5. რექტორი უფლებამოსილია შექმნას მრჩეველთა საბჭო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. რექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.

7. რექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში რექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1-1/622 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/63 - ვებგვერდი, 15.02.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 18 აპრილის ბრძანება №1-1/156 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.

 

მუხლი 8. სენატი

+

1. სენატი არის აკადემიის კოლეგიური წარმომადგენლობითი მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის სენატის სპიკერი, აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელები, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების 3-3 წარმომადგენელი, მათ შორის, თითო სტუდენტი ყოველი ფაკულტეტიდან.

2. სენატში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარმომადგენლებს  ფაკულტეტების საბჭოები ირჩევენ 2 (ორი) წლის ვადით.

3. სენატის შემადგენლობაში ასევე შედის სააგენტოს წარმომადგენელი,  სათათბირო ხმის უფლებით.

4. სენატის თავმჯდომარე არის სენატის სპიკერი. სენატის სპიკერი იმავე დროს ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს.

5. სენატის სპიკერს ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი. რექტორი უფლებამოსილია სენატის სპიკერი დანიშნოს სენატის შემადგენლობიდან. სენატის სპიკერი ინიშნება 1 (ერთი) წლის ვადით. რექტორი უფლებამოსილია სენატის სპიკერად მომდევნო ვადით დანიშნოს იგივე კანდიდატურა.

6. სენატთან ყალიბდება   სამეცნიერო-კვლევითი საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ჩამოყალიბების წესი, კომპეტენციის ფარგლები და  ფუნქციები განისაზღვრება სენატის რეგლამენტით. ცენტრის თანამშრომლები (მეცნიერ-თანამშრომლები) არ იღებენ მონაწილეობას სენატის საქმიანობაში.

7. სენატი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს;

გ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის აკადემიის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;

ე) შეიმუშავებს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს პრიორიტეტულ სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს შესაბამისი დასაბუთებით;

ვ) ითანხმებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ შემუშავებულ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების დებულებას ან/და წარადგენს ცვლილებების პროექტს დებულებაში;

ზ) წარადგენს ცვლილებების პროექტს შესაბამისი დასაბუთებით აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  დებულებაში;

თ) ირჩევს აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;

ი) წარადგენს დასაბუთებულ წინადადებებს ფაკულტეტის დეკანის, აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ფაკულტეტის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესსა და საარჩევნო პროცედურაში ცვლილებების თაობაზე;

კ) დასაბუთებულ წინადადებებს წარუდგენს რექტორს  მოწვეული მასწავლებლების შერჩევისა და შეფასების წესში ცვლილების შეტანის თაობაზე;

ლ) რექტორატთან ერთად შეიმუშავებს და დასაბუთებულ წინადადებებს წარუდგენს რექტორს აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიასა და აკადემიური  პერსონალის შერჩევის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე;

მ) ამტკიცებს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;

ნ) აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო საქმიანობის შეფასების წესს;

ო) აკადემიის მისიის, მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს  აკადემიის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

პ) აკადემიის მისიის, მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს;

ჟ) შეიმუშავებს და რექტორს შესაბამის დასაბუთებით დასამტკიცებლად წარუდგენს  საპატიო წოდების მინიჭების წესს;

რ) რექტორს წარუდგენს საპატიო წოდების მინიჭების წესის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს;

ს) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს მოისმენს აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ანგარიშს;

ტ) ხმათა უმრავლესობით ახდენს აკადემიის წესდებაში ან/და შინაგანაწესში ცვლილებების ინიცირებას;

უ) განიხილავს სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;

ფ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების წესს;

ქ) შეიმუშავებს და ამტკიცებს  საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების შესრულების წესსა და პროცედურას;

ღ) შეიმუშავებს აკადემიური და მოწვეული პერსონალის, სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვისა და მონაწილეობის წესს;

ყ) ყოველი სემესტრის ბოლოს მოისმენს აკადემიური პირების მიერ გაწეული სამეცნიერო კვლევითი აქტივობების შესახებ ანგარიშებს (მათ შორის, შიდა და გარე საგრანტო პროექტები, სამეცნიერო კონფერენციებში მივლინებები, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, გაცვლითი პროგრამები და სხვა), ამზადებს შესაბამის ანალიზს და წარადგენს წინადადებებს აკადემიური პერსონალის განვითარების თაობაზე;

შ) (ამოღებულია - 18.04.2023, №1-1/156).

8. სენატის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სენატის ერთ-ერთი წევრი, სენატის სპიკერის დავალებით.

9. სენატი უფლებამოსილია მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული საკითხების განსახილველად.

10. სენატის საქმიანობის წესი განისაზღვრება სენატის რეგლამენტით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №1-1/275 - ვებგვერდი, 27.09.2013 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 12 თებერვლის ბრძანება №1-1/55 - ვებგვერდი, 16.02.2015 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1-1/622 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/63 - ვებგვერდი, 15.02.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 18 აპრილის ბრძანება №1-1/156 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.

 

მუხლი 8​​1. რექტორატი

1. რექტორატი არის აკადემიის აღმასრულებელი რგოლის კოლეგიალური  მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის: რექტორი, ვიცე-რექტორი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელები, აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფოთის ფილიალის – ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის უფროსი, მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის უფროსი, პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსი, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი და სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე/დირექტორის მოადგილე.

3. რექტორატის თავმჯდომარე  არის აკადემიის რექტორი.

4. რექტორატი თავისი კომტენეციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის წესდებისა და სტრუქტურის პროექტს;

ბ) (ამოღებულია - 18.04.2023, №1-1/156);

გ) (ამოღებულია - 18.04.2023, №1-1/156);

დ)   შეიმუშავებს სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერის წესსა და პირობებს;

ე) შემუშავებს და ამტკიცებს სტიპენდიის გაცემის წესს;

ვ) ყოველწლიურად განსაზღვრავს სტიპენდიანტ სტუდენტთა კვოტას;

ზ) ამტკიცებს მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის სტუდენტთა,  პროფესიული ცენტრის მოკლევადიანი მომზადება გადამზადების კურსების მსმენელთა, ასევე მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის მსმენელთა  სწავლის საფასურის ოდენობას;

თ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტს; 

ი) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილ წლიურ ანგარიშს აკადემიის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;

კ) ყოველი წლის ბოლოს განიხილავს  სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, გარდა აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ანგარიშისა;

ლ)  (ამოღებულია - 18.04.2023, №1-1/156);

მ) (ამოღებულია - 18.04.2023, №1-1/156);

ნ) სენატთან შეთანხმებით შეიმუშავებს და რექტორს წარუდგენს დასამტკიცებლად  სტუდენტური პროექტების წარდგენისა და დაფინანსების პროცედურას;

ო) ამტკიცებს სამეცნიერო კვლევითი პროექტების დაფინანსების წესს;

პ)  (ამოღებულია - 18.04.2023, №1-1/156);

რ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წინადადებებს  აკადემიური პერსონალის არჩევის წესსა და საარჩევნო პროცედურაზე;

ს) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს რექტორს აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიასა და აკადემიური და მოწვეული მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის პირობებს;

ტ) (ამოღებულია - 18.04.2023, №1-1/156).

6. რექტორატი უფლებამოსილი არ არის განიხილოს საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე წესდებით ან/და შიდა ნორმატიული აქტებით.

7. რექტორატის საქმიანობის წესი განისაზღვრება რექტორატის რეგლამენტით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 18 აპრილის ბრძანება №1-1/156 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.

 

მუხლი 8​​2. ადმინისტრაციის უფროსი

1. ადმინისტრაციის უფროსს ნიშნავს რექტორი.

2. ადმინისტრაციის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) არის ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროს კურატორი;

ბ) ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკური შემოსავლების დაგეგმარებას, კონტროლს და რეგულირებას;

გ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით აკადემიის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

დ) (ამოღებულია - 18.04.2023, №1-1/156);

ე) ამზადებს აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და/ან ახდენს ბიუჯეტის კორექტირებას წლის განმავლობაში და რექტორთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორატს;

ვ) გეგმავს და მეთვალყურეობას უწევს  აკადემიის ბიუჯეტის თანახმად სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას;

ზ) შეიმუშავებს აკადემიის განვითარების საფინანსო-ეკონომიკურ კონცეფციებს;

თ) ადმინისტრაციის უფროსზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

3. ადმინისტრაციის უფროსის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.

4. ადმინისტრაციის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე.

5. ადმინისტრაციის უფროსის კომპეტენცია და უფლებამოსილება განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 18 აპრილის ბრძანება №1-1/156 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.

 

    მუხლი 9. მართვის სისტემების ცენტრი

+

1. აკადემიის საქმიანობის ხარისხის მართვის სისტემის შემუშავების, დანერგვის, განახლებისა და სისტემატური შეფასების მიზნით მოქმედებს მართვის სისტემების ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს რექტორი.

2. ცენტრის შემადგენლობაში შედის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ISO შესაბამისობის სამსახური. ცენტრის სტრუქტურა განისაზღვრება რექტორის მიერ დამტკიცებული დებულებით.

3. ცენტრი თავისი საქმიანობის ფარგლებში:

ა) სისტემატურად აფასებს აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებს;

ბ) უზრუნველყოფს აკადემიაში სწავლების ხარისხს სწავლის, სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობით;

გ) კოორდინაციას და მუდმივ მონიტორინგს უწევს აკადემიის ავტორიზაციასა და საგანამანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას;

დ) მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად;

ე) განსაზღვრავს ხარისხის კონტროლის კრიტერიუმებსა და მათი გამოყენების მეთოდიკას, რომლითაც ხელმძღვანელობს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ISO შესაბამისობის სამსახური, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები;

ვ) შეიმუშავებს შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია აკადემიაში სწავლებისა და აკადემიის მართვის ხარისხის გაუმჯობესება;

ზ) შეიმუშავებს და უზრუნველყოფს აკადემიის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგსა და ანალიზს;

თ) უზრუნველყოფს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების შიდა აუდიტის განხორციელებასა და შედეგების ანალიზს;

ი) შეიმუშავებს აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს. შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს.

ზ) ახორციელებს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ირჩევს სენატი დადგენილი წესის შესაბამისად.

5. აკადემიის ISO შესაბამისობის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს რექტორი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 18 აპრილის ბრძანება №1-1/156 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.

 

მუხლი 10. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები

+

1. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. ფაკულტეტები ახორციელებენ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს და წარმართავენ  სასწავლო პროცესს.

3. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, რომელსაც შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებითა და სენატის რეკომენდაციების გათვალისწინებით ამტკიცებს რექტორი. 

4. იმ შემთხვევაში, თუ სენატი ფაკულტეტის მიერ წარდგენილ  დებულებას არ მოიწონებს ზედიზედ ორჯერ, მიუხედავად ფაკულტეტის მიერ მომზადებული არგუმენტირებული დასაბუთებისა, რექტორი უფლებამოსილია დაამტკიცოს დებულება სენატის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

    მუხლი 11. ფაკულტეტის საბჭო

+

1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის: ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.

2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

3. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები აირჩევიან მათი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.

4. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება აკადემიური პერსონალის არჩევიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

5. ფაკულტეტის საბჭო ცნობს თავის უფლებამოსილებას საბჭოს პირველი შეკრებისთანავე.

6. ფაკულტეტის საბჭო:

ა) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;

ბ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიის სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამებს;

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის  დებულებას და წესდებით განსაზღრული წესით სენატთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;

დ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას

7. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც.

8. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი. მისი არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სხდომებს დეკანის დავალებით თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

9. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

 

მუხლი 12. ფაკულტეტის დეკანი

+

1. ფაკულტეტის დეკანს დადგენილი წესის შესაბამისად ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 (ოთხი) წლის ვადით.

2. დეკანის მიმართ წაყენებული მოთხოვნები და იმპიჩმენტის წესი განისაზღვრება დეკანის არჩევის წესის შესაბამისად.

3. ფაკულტეტის დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტურად წარმართვას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამებს;

გ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია რექტორის, სენატის, რექტორატისა  და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. ფაკულტეტის დეკანის უფლება-მოვალეობები, წინამდებარე წესდების შესაბამისად განსაზღვრულია ფაკულტეტის დებულებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

მუხლი 13. (ამოღებულია)

+

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

    მუხლი 14. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

+

1. ფაკულტეტზე საგანმანათლებლო საქმიანობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:

ა) აკადემიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით ადგენს ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროცესის შეფასების გამჭვირვალე კრიტერიუმებს;

ბ) ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე ახდენს საგანმანათლებლო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას;

გ) საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავებს წინადადებებს საგანმანათლებლო პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით ;

დ) უზრუნველყოფს ფაკულტეტის თვითშეფასებას ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისთვის;

ე) რეგულარულად წარუდგენს თავისი მუშაობის შედეგებს ფაკულტეტის საბჭოს.

 

მუხლი 15. აკადემიის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები

+

აკადემიის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა რეგულირდება დებულებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება  №1-1/341 - ვებგვერდი, 27.08.2020 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

 

მუხლი 15​1. ფოთის ფილიალი – „ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი“

+

1. ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი არის აკადემიის ნაწილი და ახორციელებს იმავე საგანმანათლებლო საქმიანობას, რასაც აკადემია.

2. ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის საქმიანობა, მიზნები და ფუნქციები რეგულირდება სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის – ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სენატი.

3. ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის ქონება და ფულადი სახსრები წარმოადგენს აკადემიის საკუთრებას და აღირიცხება აკადემიის ბალანსზე“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება  №1-1/341 - ვებგვერდი, 27.08.2020 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 25 მაისის ბრძანება №1-1/205 - ვებგვერდი, 28.05.2021 წ.

 

თავი III. არჩევნები

+

    მუხლი 16. აკადემიის საარჩევნო კომისია

+

1. აკადემიაში არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება აკადემიის საარჩევნო კომისია (შემდგომში – საარჩევნო კომისია).

2. საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი და შედგებ ოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან. საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდი ვი დუა ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორი. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ აკადემიის თანამშრომლები და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენ ე ლი.

4. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე კომისიის წევრთა შემადგენლობიდან დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. საარჩევნო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის წევრი კომისიის პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის სხდომის ოქმებს, არეგისტრირებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები შეიძლება თავიანთი ფუნქციების შესრულებისათვის აკადემიის ბიუჯეტიდან იღებდნენ ანაზღაურებას, რომლის ოდენობასა და ფორმას განსაზღვრავს რექტორი.

    მუხლი 17. ინტერესთა შეუთავსებლობა

+

1. ასარჩევ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი არ შეიძლება იყოს საარჩევნო კომისიის წევრი.

2. (ამოღებულია - 31.08.2022, №1-1/383).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

    მუხლი 18. აკადემიის არჩევითი თანამდებობები და საარჩევნო პროცედურა

+

1. აკადემიაში არჩევით თანამდებობებს განეკუთვნება: ფაკულტეტის დეკანი, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელი.

2.  ფაკულტეტის დეკანის, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელის არჩევის წესი და საარჩევნო პროცედურა განისაზღვრება რექტორის მიერ დამტკიცებული წესით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

 

თავი IV. აკადემიის პერსონალი

+

    მუხლი 19. პერსონალი

+

1.  აკადემიის პერსონალი შედგება: აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობების პირებისგან და მოწვეული პერსონალისგან

2. აკადემიის პერსონალის კვალიფიკაცია, რომელიც ასწავლის სპეციალურ საზღვაო დისციპლინებს, უნდა აკმაყოფილებდეს „მეზღვაურის განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

    მუხლი 20. აკადემიის აკადემიური პერსონალი

+

1.  აკადემიის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან და ასისტენტებისგან.

1​1. აკადემიის აკადემიური პერსონალის ხელშეკრულების კატეგორიები რეგულირდება შიდა ნორმატიული აქტებით.

2. პროფესორების შემადგენლობას განეკუთვნება პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.

3. აკადემიური პერსონალი მონაწილეობს ან/და წარმართავს სასწავლო პროცესს.

4.  აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას და საათობრივი დატვირთვის განაწილების წესს ამტკიცებს რექტორი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 12 თებერვლის ბრძანება №1-1/55 - ვებგვერდი, 16.02.2015 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/63 - ვებგვერდი, 15.02.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

    მუხლი 21. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

+

1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2.  კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, განაცხადების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.

3. კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს აკადემიის რექტორი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 14 თებერვლის ბრძანება №1-1/63 - ვებგვერდი, 15.02.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

    მუხლი 22. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

+

1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს სენატის მიერ.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით.

4. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, სენატის მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების უფლება ასევე აქვს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირს, რომლის კომპეტენცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 12 თებერვლის ბრძანება №1-1/55 - ვებგვერდი, 16.02.2015 წ.

    მუხლი 23. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები

+

1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

2. აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკადემიის სენატი სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.

    მუხლი 24. აკადემიური პერსონალის უფლებები

+

1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მართვაში;

ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას აკადემიის წესდების მოთხოვნები;

ბ) დაიცვას შინაგანაწესი;

გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.

 3. აკადემია უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლების თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.

    მუხლი 25. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება

+

1. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) აკადემიის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა

დ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ე) კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები;

2. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემს აკადემიის რექტორი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

 

მუხლი 26. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი

+

1. ადმინისტრაციული პერსონალი შედგება ადმინისტრაციული თანამდებობის პირებისაგან და დამხმარე პერსონალისგან. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე და დამხმარე  პერსონალად არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

2. ადმინისტრაციულ თანამდებობებს განეკუთვნება: რექტორი, ვიცე-რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და ISO შესაბამისობის სამსახურის უფროსი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეები. დამხმარე პერსონალს განეკუთვნება ყველა დასაქმებული, რომელიც არ არის აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.

3. მასწავლებელთა პერსონალს განეკუთვნება უფროსი მასწავლებელი, მასწავლებელი და პროფესიული მასწავლებელი.

4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო და პრაქტიკულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. პროფესიული მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ მოდულებს.

5. აკადემია უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.

6. აკადემია უფლებამოსილია სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩართოს შესაბამისი კომპეტენციისა და სამუშაო გამოცდილების მქონე პირები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 18 აპრილის ბრძანება №1-1/156 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.

    მუხლი 27. მასწავლებელთა მოწვევა

+

1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული უფლებამოსილია სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის რექტორს წარუდგინოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის კანდიდატურა, რომლის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რექტორი ან/და მასწავლებელთა მოწვევის მიზნით აკადემიაში ცხადდება ღია კონკურსი.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს რექტორი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 12 თებერვლის ბრძანება №1-1/55 - ვებგვერდი, 16.02.2015 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

    მუხლი 28. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება

+

აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძველია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) აკადემიის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;

ვ) ორზე მეტი დისციპლინური გადაცდომა;

ზ) აკადემიის შინაგანაწესით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით.

 

მუხლი 29. თანამდებობრივი შეუთავსებლობა აკადემიაში

+

1. ადმინისტრაციულ პერსონალს ამავდროულად არ შეიძლება აკადემიაში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული პოზიცია.

2. აკადემიური პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა  განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

3. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას. 

4. სენატის წევრს (ფაკულტეტის საბჭოს წარმომადგენელს) არ შეიძლება  იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.

5. პირს არ შეიძლება აკადემიაში ერთდრულად ეკავოს ორი აკადემიური თანამდებობა.

6. ვიცე-რექტორისა და ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე პირის დანიშვნა წარმოადგენს მისთვის აკადემიური თანამდებობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

თავი V. სტუდენტი

+

   

მუხლი 30. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის უფლებები

+

1. სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო და კვლევით პროექტებში;

გ) ამ წესდებითა და აკადემიის შინაგანაწესითა დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ;

ე) აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და აკადემიის მართვის/წარმომადგენლობით ორგანოებში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესდების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიის წესდებით განსაზღვრული წესით აკადემიაში სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსება ამ პროგრამაზე;

ი) დადგენილი წესით სახელმწიფოსგან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

კ) აირჩიოს საგანმანათლებლო, სასწავლო და საწვრთნელი პროგრამა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო/საწვრთნელი/სასწავლო პროგრამის შემუშავებაში;

მ) პერიოდულად მონაწილეობა მიიღოს აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების პროცესში;

ნ) მიიღოს სწავლების ინდივიდუალურ პროგრამაზე სწავლის უფლება;

ო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტმა სრულფასოვანი განათლების მისაღებად ისარგებლოს სხვადასხვა სახის შეღავათით;

პ) განახორციელოს ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის/პროფესიული მასწავლებლის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ, რომელიც აკადემიური პერსონალისთვის/პროფესიული მასწავლებლისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის ნებართვა ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება.

3. აკადემიის მხრიდან დაუშვებელია საკუთარი უფლებამოსილების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ისეთი გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

4. სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა ქცევის, მის მიმართ დისციპლინური წარმოების წესები განსაზღვრულია აკადემიის ეთიკის კოდექსში.

5. სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით  გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

6. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას, სტუდენტთა მობილობისა და სტატუსის შეწყვეტის დებულების, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევის და სხვა დებულებების საფუძველზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

    მუხლი 31. სტუდენტის ვალდებულებები

+

1. სტუდენტი ვალდებულია:

ა) ისწავლოს აკადემიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლაც სავალდებულოა;

ბ) დაიცვას აკადემიის წესდება, შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

გ) გაუფრთხილდეს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

2. აკადემიის სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობების, ცოდნის შეფასების სისტემისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხი რეგულირდება ფაკულტეტის დებულებებით, პროფესიული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის/„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

    მუხლი 32. სტუდენტური თვითმმართველობა

+

1. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არჩეულ აკადემიის სტუდენტთა წარმომადგენლობით ორგანოს.

2. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს ფაკულტეტებიდან არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთიანობას, რომელიც საქმიანობას წარმართავს მის მიერ შემუშავებული დებულებისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება მისი დებულებით.

4. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა მისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას აკადემიის მართვაში;

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ)  ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში, სენატსა და რექტორატში;

დ) ხელს უწყობს სტუდენტთა თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ფაკულტეტების ან აკადემიის მართვის სისტემების და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელსაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს და სენატს;

ვ) საჭიროებისამებრ უფლებამოსილია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ;

ზ) ნიშნავს წევრებს აკადემიის და ფაკულტეტის თვითმმართველობის საარჩევნო კომისიებში;

თ) ნიშნავს აკადემიის მუდმივი და დროებითი კომისიების წევრებს

ი) იღებს დაფინანსებას აკადემიის ბიუჯეტიდან სენატის მიერ აკადემიის ბიუჯეტის შედგენის წესის შესაბამისად;

კ) კოორდინირებულად მუშაობს აკადემიაში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციებთან, კლუბებთან, სენატის წევრ სტუდენტებთან;

ლ) თანამშრომლობს სენატთან;

მ) უფლებამოსილია ადმინისტრაციას წარუდგინოს წინადადებები სტიპენდიის დანიშვნის და შეღავათების გაწევის შესახებ;

ნ) განახორციელებს თვითმმართველობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. აკადემიის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

 

თავი VI. აკადემიის ქონება, საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა

+

    მუხლი 33. აკადემიის ქონება

+

აკადემიის ქონება შედგება სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გადაცემული ქონებისგან და აკადემიის სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც აკადემიის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დადგენილი წესის თანახმად.

    მუხლი 34. აკადემიის ბიუჯეტი

+

1. აკადემიის ბიუჯეტი შედგება შემოსავლებისა და ხარჯებისაგან.

2. აკადემიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) სწავლის საფასური, მათ შორის სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სამაგისტრო გრანტი.

ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის, პროფესიული მომზადების ცენტრის შემოსავლები;

დ) გრანტები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. ბიუჯეტის განაწილება ხდება რექტორატის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შედგენის წესის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №1-1/275 - ვებგვერდი, 27.09.2013 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

 

მუხლი 35. ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების წესი

+

1. აკადემიის ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ადმინისტრაციის უფროსი და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს რექტორატი.

2. რექტორატი განიხილავს წარდგენილი ბიუჯეტის პროექტს და თუ არ ეთანხმება მას, უბრუნებს  ადმინისტრაციის უფროსს შენიშვნებით. ადმინისტრაციის უფროსს შეაქვს შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში და წარუდგენს რექტორატს დასამტკიცებლად ახალი რედაქციით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად, ადმინისტრაციის უფროსს უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი წინადადებებითა და არგუმენტირებული დასაბუთებებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს რექტორატს.

4. ბიუჯეტის პროექტი რექტორატს დასამტკიცებლად წარედგინება დეკემბრის თვეში.

5. რექტორს უფლება აქვს რექტორატის გადაწყვეტილების გარეშე მოახდინოს აკადემიის ბიუჯეტში ცვლილების შეტანა მხოლოდ მთლიანი საბიუჯეტო თანხის 10 %-ის ფარგლებში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

 

თავი VII. სახელმწიფო კონტროლი

+

    მუხლი 36. სახელმწიფო კონტროლი

+

1. აკადემია ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით:

ა) პასუხისმგებელია აკადემიის მიერ საზღვაო უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის;

ბ) უფლებამოსილია განახორციელოს აკადემიის პროგრამული დაფინანსება;

გ) მონაწილეობს აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში;

4. სააგენტოს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკადემიას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება, იჯარით გაცემა და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4​1. სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 5 სამუშაო დღით ადრე ითანხმებს:

ა) თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების დადგენას, თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას, პრემიებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს, ასევე სხვა დამატებითი ანაზღაურების გაცემას;

ბ) რექტორის მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ შემთხვევაში რექტორის მიმართვაში უნდა ჩაიწეროს მივლინების მიზანი, ხანგრძლივობა, ინფორმაცია თანმხლების პირებისა და დაფინანსების შესახებ.

5. აკადემიას უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასხვისოს ან გადასცეს სარგებლობის უფლებით.

6. აკადემიის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

7. სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აკადემიის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

8. აკადემია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სააგენტოს.

9. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიურ ბალანსს ამოწმებს საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1-1/622 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ.

თავი VIII. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

+

    მუხლი 37. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

+

1. აკადემიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული წესით.

2. აკადემიის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით.

თავი IX. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

+

 

მუხლი 38. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

+

1. წინამდებარე წესდების ცვლილების პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს  რექტორი სააგენტოსთან შეთანხმებით.

2. წესდებაში ცვლილების ინიცირების უფლება აქვს რექტორს საკუთარი ან/და სენატის, რექტორატის ან აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წარდგინებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1-1/383 - ვებგვერდი, 01.09.2022 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“, №1-1/1439, 10.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016187 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1696702-9/