1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა.
2. აკადემიის აკადემიური პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა დამატებით განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს სენატი.
3. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება სენატის გადაწყვეტილებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 10/07/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება