„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№248
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016921
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება №24 8

2012 წლის 10 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართვე ლოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვე ლოს მთავ რობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებ აში (სსმ , 2004 წ., მუხ ლი 462) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.კ“ – „ჰ.პ“ ქვეპუნქტები:

„ჰ.კ) კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიულ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;

ჰ.ლ) ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების წარმართვა და სამთავრობო უწყებათა შორის კოორდინაცია ;

ჰ.მ) კომპეტენციის ფარგლებში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების იმპლემენტაციის მონიტორინგი;

ჰ.ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცესის კოორდინაცია;

ჰ.ო) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში;

ჰ.პ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება სექტორული რეფორმების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში .“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და რვა მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახური;

ჟ) სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახური .“.

4. 43‑ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44-ე და 45-ე მუხლები:

     „მუხლი 44. საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახური

საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიულ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;

ბ) ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებათა წარმართვა და კოორდინაცია სამთავრობო უწყებათა შორის. აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნულ პროცესში შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების იმპლემენტაციის მონიტორინგი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, უცხო ქვეყნების დონორ ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმართვისა და მოლაპარაკების წარმოების პროცესში;

ე) ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში არსებულ ღონისძიებათა კოორდინაცია და კომპაქტის იმპლემენტაციის მონიტორინგი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში და საინფორმაციო-ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცესის კოორდინაცია.

    მუხლი 45. სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახური

სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება სექტორული რეფორმებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სხდომასა და შესაბამის დარგობრივ კომისიებზე განსახილველი საკითხების ანალიზი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში არიან დამოუკიდებელნი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა და ანალიზი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი კომისიების (მათ შორის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია) მუშაობაში მონაწილეობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების ანალიზი და სათანადო რეფორმების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ეკონომიკური დაიჯესტისა და პრესრელიზების მომზადება და გავრცელება;

კ) მონაწილეობის მიღება ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შემუშავებული შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და არსებული კანონმდებლობის ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირების ზემოქმედების შეფასების მიზნით სამართლებრივი აქტების ანალიზთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობის მიღება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს2012 წლის 11 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი                       ი. მერაბიშვილი