„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (58)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №39
2004 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორ თვეში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს გარდაქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიულ ორგანოდ.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას.
2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით, „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
6. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ხარჯთა ნუსხა.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0162, ი. აბაშიძის ქ. № 70.
8. სამინისტროს სრული სახელწოდებაა „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“.
მუხლი 2
1. სამინისტროს აქვს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“, შესაბამისი თარგმანით ინგლისურ ენაზე.
2. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება როგორც სამინისტროს, ისე მის სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბრებზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც მტკიცდება და რეგისტრირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
თავი II
სამინისტროს კომპეტენცია და უფლებამოსილებანი
მუხლი 3
სამინისტროს ფუნქციებია:
ა) საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება;
ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატორული გეგმების ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტების ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;
გ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება და საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში მისი წარდგენა მთავრობისათვის;
დ) დაინტერესებულ უწყებებთან ერთად საერთო-სახელმწიფო გადასახადებიდან ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის დაბალანსებისათვის საბიუჯეტო დეფიციტის ზღვრული სიდიდის გაანგარიშება და მისი შევსების წყაროების განსაზღვრა, ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული სიდიდის გადაჭარბების შემთხვევაში წლის საბიუჯეტო კანონში ცვლილების მომზადება;
ვ) სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
ზ) ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებათა რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედვით; საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულების დამოწმების შესაბამისად გადახდა დადგენილი წესის მიხედვით; უკან დასაბრუნებელ სახელმწიფო შემოსულობათა დაბრუნების პროცესის მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;
თ) ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამ ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების მცურავი ყოველკვარტალური ფინანსური გეგმის შედგენა;
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების წესის შემუშავება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების ხარჯვის ნორმებისა და ნორმატივების სრულყოფა;
კ) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, მის შემოსულობათა ოპერატიული მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;
ლ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის სტრუქტურისა და ძირითადი შემადგენლობის დამტკიცება, მათში ცვლილების შეტანა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით;
მ) კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო ანგარიშგებისა და ფორმის დადგენა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების წარდგენის წესისა და ვადების დადგენა;
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანგარიშგების შედგენა და წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისას საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ბიუჯეტის საკასო შესრულების კონტროლის დაწესება და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც აგენტ ბანკთან, ერთად ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი პარამეტრების დაცვაში მონაწილეობა;
პ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი პროგრამების შედგენა, კონცეფციების ჩამოყალიბება და მათი განხორციელების ორგანიზება; საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო შემოსავლების სრული მობილიზების უზრუნველყოფა გადასახადების აკრეფის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; ამ მიზნით სათანადო წინადადებათა მომზადება და მათი განხორციელების ორგანიზება;
ჟ) საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებების, განკარგულებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი;
რ) საგადასახადო, საბაჟო და საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებლობის აღსრულებისა და გამოყენების ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების შედგენა და დადგენილი წესით მათი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
ს) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მუშაობით მიღწეული და მოსალოდნელი შედეგების ანალიზი და პროგნოზირება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემდგომი სრულყოფის შესახებ სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
ტ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთა, თავიდან აცილება, მოკვლევა და გამოძიება; საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ამ სფეროში დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის წინადადებათა მომზადება;
უ) არასაგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება და მათი შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების მომზადება;
ფ) სახელმწიფო საგარეო და საშინაო პირდაპირი და პირობითი (გარანტირებული) ფინანსური ვალდებულებების აღრიცხვა, აგრეთვე ამ ვალდებულებათა მართვასა და მომსახურებაში მონაწილეობა;
ქ) სახელმწიფოს მიმართ საქართველოს იმ ეკონომიკური აგენტების ფინანსურ ვალდებულებათა აღრიცხვა, რომლებიც სარგებლობენ საგარეო წყაროებიდან მიღებული სახელმწიფო საკრედიტო რესურსებით ან კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიებით, აგრეთვე ამ ვალდებულებათა მართვასა და მომსახურებაში მონაწილეობა;
ღ) სახელმწიფო ვალის ფორმირების, კერძოდ, სახელმწიფო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობა;
ყ) სხვადასხვა ვადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულების გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავება, ემისიების განხორციელება და მის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების შესრულება;
შ) სახელმწიფოს შიდა, რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა; სასესხო ვალდებულებათა (დავალიანებათა) დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საჭიროების შემთხვევაში სასესხო ვალდებულებათა (დავალიანებათა) რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება;
ჩ) აქციზური მარკების სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება, აქციზური მარკების რეალიზაცია, მარკების გამოყენებისათვის მკაცრი კონტროლის დაწესება, სამომხმარებლო ბაზარზე მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის მონიტორინგი, დასაბეჭდი აქციზური მარკების რაოდენობის განსაზღვრა და მათი ბეჭდვის ორგანიზება;
ც) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის საერთო მეთოდოლოგიის შემუშავება, სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების შემუშავება;
ძ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება; საქართველოს მიერ მიღებული გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების, სახელმწიფო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების აღრიცხვა და სათანადო საჯარო რეესტრების წარმოება;
წ) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე საქონლის მონეტიზაციის პროგრამების განხილვა, შეთანხმება;
ჭ) უცხოური საინვესტიციო რესურსების მოზიდვაში მონაწილეობა და ქვეყანაში ინვესტიციური პოლიტიკისადმი ფინანსური მხარდაჭერა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ხ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების შესაძლო ფინანსური შედეგების თაობაზე დასკვნის მომზადება;
ჯ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობის უფლების ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა და ლიცენზიის (ნებართვის) პირობების შესრულების კონტროლი;
ჰ) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების, მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის გასინჯვა, ანალიზი; ძვირფასი ქვების მახასიათებლების განსაზღვრა; საარბიტრო, საკონტროლო ანალიზებისა და ტექნიკური ექსპერტიზის წარმოება; სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით ნაწარმის დადამღვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების დროს ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის აღრიცხვის, შენახვისა და ხარჯვის კონტროლი;
ჰ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემა, ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების შეჩერება, განახლება, ცვლილებების შეტანა, გაუქმება და საქმიანობის კონტროლი, აგრეთვე ამ სფეროში საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება და სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების მიღება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ლეგალიზაცია, განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია;
ჰ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების), მათი დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა, დამტკიცება (შეთანხმება); კანონმდებლობით დადგენილი წესით მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების) ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზირება (გაცემა, შეჩერება, ცვლილებების შეტანა, განახლება, გაუქმება) და საქმიანობის კონტროლი;
ჰ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;
ჰ.დ) სამინისტროს სისტემის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მეშვეობით ქვეყნის საფინანსო სისტემის განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებსა და კონცეფციებზე მუშაობა;
ჰ.ე) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილ წინადადებათა განხილვა-შეთანხმება;
ჰ.ვ) კანონმდებლობით დადგენილი საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციათა განხორციელება;
ჰ.ზ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა სახელმწიფო კონტროლი, რომელთა მაკონტროლებელ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აგრეთვე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება.
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები
მუხლი 4
1. სამინისტროს ხელმღვანელობს მინისტრი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მინისტრი:
ა) წარმოადგენს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;
გ) უშუალოდ, აგრეთვე პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით წყვეტს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს (გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა);
ე) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის კანდიდატურას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს (გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), საბაჟო და საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს, აგრეთვე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს;
ზ) დადგენილი წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ; შეაქვს წინადადებები სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლის საკითხებზე და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტი და მიზანშეწონილი შესრულებისათვის;
თ) სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ი) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურასა და დებულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიული აქტებით;
კ) პასუხისმგებელია სამინისტროს სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
მ) ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა და ტერიტორიულ ორგანოთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მთავრობის დადგენილებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; მინისტრი უფლებამოსილია აგრეთვე ძალადაკარგულად ცნოს ზემოაღნიშნულ თანამდებობის პირთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის გამო;
ნ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე ტერიტორიულ ორგანოებს შორის;
ო) დადგენილი წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებით მისთვის დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს აძლევს სამსახურებრივი-საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;
რ) განსაზღვრავს საგადასახადო და საბაჟო ორგანოების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს.
4. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.
5. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს კომპეტენციას, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან; თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
6. ა) მინისტრი უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანო – სათათბირო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის გადაწყვეტილებით – სამინისტროს აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების თანამდებობის პირები. სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ აგრეთვე სამეცნიერო დაწესებულებებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები მხოლოდ მათი თანხმობით. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, წევრთა რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი შესაბამისი ბრძანებით;
ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხთა განხილვისა და მათ შესახებ დასკვნების მომზადების მიზნით მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი. სათათბირო ორგანოებს შეიძლება მიეცეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით;
გ) სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, სათათბირო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;
დ) სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების საჯარო მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით; მის მუშაობაში შეიძლება ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;
ე) თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს;
ვ) სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი;
ზ) სათათბირო ორგანო უფლებამოსილია თავის წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ორგანოებიდან გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები;
თ) სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 5
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
3. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას მინისტრის არყოფნისას.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
მუხლი 6
1. გარდა ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა, სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ) სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდებარებიან მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) შიდა ქვედანაყოფების მიხედვით ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;
თ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებით, მინისტრის და/ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
თავი IV
სამინისტროს სისტემა
მუხლი 7
სამინისტროს სისტემაში შედის:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო;
გ) რაიონებისა და იმ ქალაქების საფინანსო ორგანოები, რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში (ორმაგი დაქვემდებარებით).
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) გენერალური ინსპექცია;
ბ) საბაჟო დეპარტამენტი;
გ) საგადასახადო დეპარტამენტი;
დ) სახაზინო სამსახური;
ე) ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
ვ) ფინანსური პოლიცია;
ზ) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი.
მუხლი 8
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამსახური;
ბ) გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტი;
გ) ინფორმაციის დაცვის განყოფილება;
დ) ინფორმატიკის სამსახური;
ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ვ) კადრების სამსახური;
ზ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
თ) მინისტრის აპარატი;
ი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტი;
კ) საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ლ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
მ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სამსახური;
ნ) სამინისტროს კანცელარია;
ო) საფინანსო სამსახური;
პ) საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებთან საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების კოორდინაციის დეპარტამენტი;
ჟ) სახელმწიფო საგარეო ვალის დეპარტამენტი;
რ) სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტი;
ს) სახელმწიფო საშინაო ვალის დეპარტამენტი;
ტ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი.
თავი V
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და ტერიტორიული ორგანოები
მუხლი 9
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე თანამდებობის პირთა მუშაობის კონტროლს, ხელმძღვანელობს მუშაობის ეფექტიანობის შემოწმებას.
2. ახორციელებს სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლს, აწარმოებს სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივ მოკვლევას, განიხილავს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციების შესახებ.
3. გენერალური ინსპექცია დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმებას.
მუხლი 10
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი (შემდგომში – საბაჟო დეპარტამენტი) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სამართალდაცვის სტატუსის მქონე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც შექმნილია საბაჟო სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.
2. საბაჟო დეპარტამენტი მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ორგანიზებას უწევს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისას საბაჟო რეჟიმების ეფექტიან გამოყენებას;
ბ) ახორციელებს საბაჟო ორგანოების მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
გ) საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საბაჟო ორგანოებისათვის;
დ) ორგანიზებას უწევს საბაჟო გადასახდელების აკრეფას და სახელმწიფო ბიუჯეტში მათ დროულ და სრულ შეტანას;
ე) ორგანიზებას უწევს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი სრულყოფისათვის;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემას, მათში ცვლილებების შეტანას, მათი მოქმედების შეჩერებას, განახლებას ან გაუქმებას;
ზ) ახორციელებს საბაჟო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას;
თ) ორგანიზებას უწევს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცალკეული სახის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, სტრატეგიული და საქართველოს ინტერესებისათვის სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მასალების, კულტურული ფასეულობების გადაადგილების წესის დაცვას, აგრეთვე აკონტროლებს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის გამოყენებას;
ი) მონაწილეობს სახელმწიფო უშიშროების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველებისა და მცენარეების, გარემოს დაცვის ღონისძიებებში;
კ) ორგანიზებას უწევს საქონლის კლასიფიცირებას და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის გამოყენებას;
ლ) აწარმოებს საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკას და სპეციალურ საბაჟო სტატისტიკას დადგენილი წესით;
მ) მონაწილეობს საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანომდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
ნ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. საბაჟო დეპარტამენტი დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
მუხლი 11
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი (შემდგომში – საგადასახადო დეპარტამენტი) არის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას და შედგება ცენტრალური აპარატისა და საგადასახადო ინსპექციებისაგან.
2. დეპარტამენტი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს.
3. საგადასახადო დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ორგანიზებას უწევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადების და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა გადასახადების აკრეფასა და შესაბამისი დონის ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფონდებში მათ დროულ და სრულ შეტანას;
ბ) შეიმუშავებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ინსტრუქციების პროექტებს, მეთოდურ მითითებებსა და გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ დებულებათა პროექტებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის;
დ) მონაწილეობს საგადასახადო კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში, აანალიზებს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებათა ეფექტიანობას;
ე) შეიმუშავებს საგადასახადო კონტროლის განხორციელების მეთოდებსა და პროგრამებს;
ვ) ახორციელებს აქციზური და სპეციალური მარკების სრულყოფილად დანერგვის სტრატეგიის შემუშავებას, მისი განხორციელების ორგანიზებას, მარკების შემოღებასთან, გავრცელებასა და დანერგვასთან დაკავშირებული შედეგების ანალიზს და პროგნოზირებას, აქციზური მარკების აღრიცხვას, გაცემასა და გამოყენების კონტროლს;
ზ) შეიმუშავებს პროგრამებს გადამხდელთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის შესახებ;
თ) ახორციელებს ინდივიდუალური საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციას და უზრუნველყოფს მათი სამეწარმეო რეესტრის წარმოებას;
ი) აწარმოებს გადასახადის გადამხდელთა რეესტრს;
კ) გადასახადის გადამხდელებს ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომრებს და გასცემს სარეგისტრაციო ფორმებს;
ლ) შეიმუშავებს გადამხდელთა დახმარების პროგრამებს, დეკლარაციების შევსებისა და დამუშავების მეთოდებს;
მ) იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ;
ნ) იხილავს გადამხდელთა შუამდგომლობებსა და აპელაციებს;
ო) მონაწილეობს სასამართლო პროცესებში, მათ შორის საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილებებზე გადამხდელთა აპელაციის განხილვაში;
პ) ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო კონტროლს;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აქციზური საქონლის მონიტორინგს;
რ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღებისა და დაყადაღებული ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაციის საკითხებს;
ს) აწარმოებს მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრსა და რეგისტრაციას;
ტ) ცენტრალური აპარატის მეშვეობით უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოთა კოორდინირებულ მოქმედებებს და ახორციელებს მათი საქმიანობის ოპერატიულ კონტროლს;
უ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვას, ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას;
ბ) ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ხარჯების განწერის საფუძველზე დაფინანსების გეგმის გაშლას მხარჯავ დაწესებულებათა მიერ ხაზინაში წარმოდგენილი განაწილების მიხედვით;
გ) მხარჯავ დაწესებულებათა ვალდებულებების რეგისტრაციას დადგენილი წესის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების დამოწმების შესაბამისად გადახდას დადგენილი წესის მიხედვით;
დ) შესაბამისი საგადასახადო, საბაჟო ორგანოს ან ხელისუფლების სხვა ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნებას, აღრიცხვასა და ანგარიშგებას.
2. სახელმწიფო ხაზინა მხარჯავი დაწესებულებებიდან იღებს ბიუჯეტის შესრულების ბალანსს.
3. ხაზინა მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს ხაზინის ცენტრალურ აპარატში შემავალი დეპარტამენტების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მეშვეობით, რომელთა დებულებას ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 13
ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი არის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საფინანსო სისტემის პერსპექტიული განვითარების მეცნიერული კონცეფციებისა და პროგრამების შემუშავებას, საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროს სრულყოფისათვის რეკომენდაციების მომზადებას, აღრიცხვისა და აუდიტის, ფინანსური ანალიზისა და სტატისტიკის აქტუალურ პრობლემებზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულებასა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას, სამეცნიერო კადრების მომზადებას, ფინანსური მეცნიერების თეორიული და პრაქტიკული მიღწევების პრაქტიკაში დანერგვის ღონისძიებათა განხორციელებას.
მუხლი 14
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია (შემდგომში – პოლიცია) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური სამართალდაცვის ორგანო, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ, ოპერატიულ-საძიებო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას, აგრეთვე კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ფუნქციებს.
2. ფინანსური პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს ეკონომიკურ დანაშაულობათა სფეროში პრევენციულ საქმიანობას,მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდრღვევათა პრევენციასა და გამოვლენას; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში ამ ორგანოთა თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფას; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სამოხელეო დანაშაულისა და კორუფციულ გარიგებათა პრევენციას, აღკვეთასა და გამოვლენას; კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მოპოვებას, გადამუშავებასა და ანალიზს.
3. ახორციელებს ფინანსური პოლიციის უფლებამოსილი მოხელეებისათვის სამსახურებრივ-საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემისა და შენახვის კონტროლს; აწარმოებს შესაბამის შიდასაუწყებო რეესტრს.
მუხლი 15
ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი არის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის ამოცანებია:
ა) „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ერთიანი სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობა;
ბ) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებული ნაწარმის დასინჯვა, ძვირფასი ლითონების შემცველობის ანალიზი, ძვირფასი ქვების მახასიათებლების განსაზღვრა და ძვირფასი ლითონების ნაწარმის დადამღვა საქართველოში მოქმედი სინჯების დამადასტურებელი სახელმწიფო დამღებით; ძვირფასი ლითონების შემცველობის დადგენის მიზნით საარბიტრო ანალიზის, ძვირფასი ლითონების შემცველობის დადგენის, ძვირფასი ქვების იდენტიფიკაციისა და მახასიათებლების განსაზღვრის მიზნით ტექნიკური ექსპერტიზის განხორციელება; სასინჯი რეაქტივებისა და ქვების დამზადება იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ეწევიან ძვირფას ლითონებთან დაკავშირებულ საქმიანობას; ლაბორატორიულ პირობებში ძვირფასი ლითონების დნობა და აფინაჟი; სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო და სახელობითი დამღის ანაბეჭდის ექსპერტიზა; სახელობითი დამღის შიფრისა და დამზადების წლის ლიტერის მინიჭება და რეგისტრაცია; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობისას ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების ნაწარმის აღრიცხვის, შენახვისა და ხარჯვის კონტროლი.
მუხლი 16
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები იქმნება, მათი ფუნქციები, უფლებამოსილებანი და სამოქმედო ტერიტორიების დადგენის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
3. რაიონებისა და იმ ქალაქების საფინანსო ორგანოები, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, ექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მმართველობის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს და ფინანსდებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI
სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 17
1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ნუსხა, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება შესაბამისად ამ დებულებით, სამინისტროს საშტატო ნუსხით, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად.
მუხლი 18
ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამსახური მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიას; ამზადებს დებულებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს; შეიმუშავებს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების, მათ შორის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ტიპობრივ ფორმებს; ახორციელებს სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების აღრიცხვა-ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას და მონიტორინგს; შეიმუშავებს ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების ფორმებს, ნორმებსა და წესებს.
მუხლი 19
გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტებისა და ტექნიკური დახმარების აღრიცხვა და რეესტრის წარმოება;
ბ) გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა და გამოყენების მონიტორინგი;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნების ტექნიკური დახმარებით იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა და გამოყენების მონიტორინგი;
დ) საზღვარგარეთის ქვეყნების ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
ე) ჰუმანიტარული დახმარების პროექტების განხორციელების კოორდინაცია.
მუხლი 20
ინფორმაციის დაცვის განყოფილების ფუნქციაა საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა ფინანსური პოლიციისა) სამსახურებრივი საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი პირებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალების გამო საერთო პასუხისმგებლობა და კონტროლი; სამინისტროს სისტემის (გარდა ფინანსური პოლიციისა) უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა; იარაღის ტარების უფლების მქონე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება.
მუხლი 21
ინფორმატიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ერთიანი კომპიუტერული საინფორმაციო ბაზის შექმნა და მომსახურება;
ბ) სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება;
გ) ფინანსთა სამინისტროში არსებული კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
დ) ქვეყნის სახელმწიფო ფინანსების მაჩვენებლების ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკურ-საინფორმაციო კრებულების შედგენა-გამოცემის სამუშაოებში მონაწილეობა;
ე) სამინისტროს ვებგვერდის ადმინისტრირება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავებისა და დანერგვის კოორდინაცია.
მუხლი 22
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს მიერ შემუშავებული ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ბ) იურიდიული კონსულტაციების გაწევა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის;
გ) საფინანსო კანონმდებლობის ანალიზი მისი შემდგომი სრულყოფის მიზნით;
დ) სამინისტროს სისტემის ორგანოების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ზ) მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა.
მუხლი 23
კადრების სამსახური, ფინანსთა სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების (ორგანოების) საკადრო რესურსების ცენტრალიზებულად მართვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზებასა და გამართვას;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებას;
გ) საკადრო რესურსების მართვის (მიღება, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდულ ანალიზსა და შესაბამისი სტატისტიკის შექმნას;
დ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, ჩანაწერების შეტანას მოხელეთა შრომის წიგნაკებში;
ე) საჯარო მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ვ) საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;
ზ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადებას;
თ) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებისა და შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზებასა და გაკონტროლებას;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის აქტების მომზადებას;
კ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 24
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ამოცანაა სამინისტროს დეპარტამენტებისა და მათი შიდა ერთეულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 25
მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა; ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება; სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზაცია; პროტოკოლის წარმოება; მინისტრის რეზოლუციების პროექტების მომზადება; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.
მუხლი 26
მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვის, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა, დამტკიცება (შეთანხმება) და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ლიცენზიის გაცემა, შეჩერება, განახლება და გაუქმება, აგრეთვე ცვლილებების შეტანა; კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი; მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების) ბეჭდვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების მომზადება, მათი სახისა და ნუსხის განსაზღვრა-დამტკიცების უზრუნველყოფა (შეთანხმება) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პოლიგრაფიული შესრულების უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემა, ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების შეჩერება, ცვლილების შეტანა, განახლება და გაუქმება, კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი; აგრეთვე ამ სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ლეგალიზაცია, განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის), ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია.
მუხლი 27
საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიზური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
ბ) საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტის მომზადება;
დ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;
ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ვ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით განსაზღვრული წლიური ასიგნებების ფარგლებში ამ ასიგნებების კვარტალური გაწერის პროექტის მომზადება და მინისტრის ბრძანების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის მიწოდება;
ზ) მინისტრის მიერ დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის ან სპეციალური სახელმწიფო ფონდისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე დანაწილების შესახებ წინადადების მომზადება;
თ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტის მომზადება;
კ) სახელმწიფო ხაზინასთან ერთად ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის მომზადება;
ლ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების მიხედვით სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშისა და ანგარიშების პროექტის მომზადება.
მუხლი 28
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო შეთანხმებების, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო სფეროებში მომზადება, მოლაპარაკების გამართვის ორგანიზება, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საწევრო შენატანების დაგეგმვასა და აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებზე დასკვნების მომზადების კოორდინაცია, საერთაშორისო აქტებთან საქართველოს შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებათა შემუშავება, სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია, საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება.
მუხლი 29
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობასა და დემოკრატიზაციას;
ბ) ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობას;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ფინანსთა სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტებას სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესებში;
დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას;
ე) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მედია და PR კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებას;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
მუხლი 30
სამინისტროს კანცელარიის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება;
ბ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
გ) სამინისტროს სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება;
დ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ე) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
მუხლი 31
საფინანსო სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის ორგანიზაციათა ბიუჯეტის პროექტის შედგენა და ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანიზაციათა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
გ) ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ნაერთი ბალანსის შედგენა;
დ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ დროული წარდგენის მიზნით.
მუხლი 32
საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებთან საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ნაერთი ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;
ე) სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ და გადასაცემი ტრანსფერების თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების მომზადება, შემუშავება.
მუხლი 33
სახელმწიფო საგარეო ვალის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის, კერძოდ, პირდაპირი და გარანტირებული საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით; მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;
ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
გ) საგარეო კრედიტებისათვის, მათ შორის რესტრუქტურირებული კრედიტებისათვის, ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
დ) საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების ძალაში შესვლის შემთხვევისათვის საჭირო საგარანტიო თანხის მოცულობის შეფასება და დაგეგმვა;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებებში საქართველოს სააქციო/საპაიო შესატანების, ასევე აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა აღრიცხვა და დაგეგმვა;
ვ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტებისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა;
ზ) სახელმწიფო საგარეო პირდაპირი და პირობითი ვალის რეესტრის წარმოება;
თ) სახელმწიფო საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი;
კ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ლ) საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრა და დაგეგმვა ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული პარამეტრის ფარგლებში;
მ) საგარეო წყაროებიდან დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შემუშავება;
ნ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;
ო) „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების რესტრუქტურირების პროცესში მონაწილეობა.
მუხლი 34
სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ქონების მართვის პროცესში მაქსიმალური ფინანსური შედეგების მიღწევის უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და მონაწილეობის მიღება მათ რეალიზაციაში;
ბ) არასაგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება; არასაგადასახადო შემოსავლების წლიური გეგმის, თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების მომზადება; არასაგადასახადო შემოსავლების დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის ანალიზი და გეგმის შესრულების ყოველთვიური, ყოველკვარტარული და წლიური ანგარიშების მომზადება;
გ) სახელმწიფო შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება; სახელმწიფოს შიდა რესურსების ხარჯზე გაცემული სესხის მართვა და სასესხო ვალდებულებათა შესრულების მიზნით სესხით მოსარგებლე საწარმოთა მიმართ სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
დ) „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოების ფინანსური მონიტორინგი;
ე) „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო შიდა რესურსებიდან გაცემული სესხების (სასესხო დავალიანებების) რესტრუქტურიზაციის, უიმედოდ აღიარებულ სასესხო დავალიანებათა ოდენობის დაზუსტების, სასესხო დავალიანებათა გარკვეული ოდენობის პატიების, სასესხო დავალიანებათა მესამე პირისათვის გადაკისრების, სასესხო დავალიანებათა მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის დათმობის თაობაზე წინადადებების მომზადება და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლი;
ვ) „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართ ვ ელოს კანონის შესაბამისად, სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოთა მიმართ გაკოტრების საქმის გახსნის თაობაზე წინადადებების მომზადება; სასესხო დავალიანებების მქონე საწარმოთა მიმართ დაწყებული გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;
ზ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა, წმინდა მოგების განაწილების შესახებ წინადადებების მომზადება.
მუხლი 35
სახელმწიფო საშინაო ვალის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით; მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;
ბ) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
გ) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;
დ) სახელმწიფო საშინაო პირდაპირი და პირობითი ვალის რეესტრის წარმოება;
ე) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
ვ) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
მუხლი 36
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებებისა და მაჩვენებლების შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი; ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების, უპირატესად საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზული გაანგარიშებების განხორციელება;
ბ) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის რეგიონალურ (ტერიტორიულ) ჭრილში;
გ) დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანალიზი; მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტის მომზადება;
დ) კონსოლიდირებული ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ყოველთვიური ანალიზი; შესაბამისი ანგარიშების მომზადება და საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების წარდგენა;
ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის გრძელვადიან მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ზ) მოქმედი საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან და მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების მომზადება;
თ) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტული წინადადებების მომზადება;
ი) მოსაკრებლის, ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სფეროში ერთიანი კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;
კ) ეკონომიკის ცალკეული დარგების მიხედვით განვითარების სტრატეგიის შემოთავაზებული პროექტების ფინანსური ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ლ) კანონმდებლობის მიხედვით საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებაში მონაწილეობა;
მ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის სამუშაოთა კოორდინაცია;
ნ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიზური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ო) სახელმწიფო საფინანსო სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით;
პ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ მინისტრისა და სამინისტროს დავალებათა შესრულების პროცესისა და ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია და ხელშეწყობა.
1
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №39
2004 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორ თვეში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს გარდაქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიულ ორგანოდ.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის დადგენილება №49-სსმ III, №60, 14.06.2004წ; მუხ.525
2. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
3. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
4. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
5. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №113-სსმ III, №142, 04.12.2004წ; მუხ.1285
6. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
7. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.211
8. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
9. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მაისის დადგენილება №88-სსმ III, №61, 19.05.2005წ; მუხ.647
10. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №106-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.786
11. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №148-სსმ III, №100, 26.08.2005წ; მუხ.1124
12. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №12-სსმ III, №8, 23.01.2006წ; მუხ.67
13. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №48, 07.04.2006წ; მუხ.608
14. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №85-სსმ III, №59, 28.04.2006წ; მუხ.774
15. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №255-სსმ III, №176, 29.12.2006წ; მუხ.2390
16. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
17. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
18. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის დადგენილება №109-სსმ III, №78, 04.06.2007წ; მუხ.836
19. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №257-სსმ III, №170, 30.11.2007წ; მუხ.1886
20. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №274-სსმ III, №180, 20.12.2007წ; მუხ.1981
21. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №297-სსმ III, №184, 26.12.2007წ; მუხ.2058
22. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №55-სსმ III, №39, 13.03.2008წ; მუხ.432
23. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
24. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №123-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.800
25. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 ივნისის დადგენილება №135-სსმ III, №85, 17.06.2008წ; მუხ.908
26. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
27. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №203-სსმ III, №148, 09.10.2008წ; მუხ.1477
28. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №20, 20.02.2009წ; მუხ.248
29. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199-სსმ III, №137, 06.11.2009წ; მუხ.1563
30. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №216-სსმ III, №145, 25.11.2009წ; მუხ.1688
31. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №221-სსმ III, №151, 11.12.2009წ; მუხ.1782
32. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №261-სსმ III, №159, 30.12.2009წ; მუხ.1955
33. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №16, 11.02.2010წ; მუხ.184
34. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის დადგენილება №55-სსმ III, №23, 26.02.2010წ; მუხ.320
35. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №95-სსმ III, №33, 31.03.2010წ; მუხ.542
36. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №175-სსმ III, №80, 06.07.2010წ; მუხ.1169
37. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №260-სსმ III, №104, 25.08.2010წ; მუხ.1580
38. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №264-სსმ III, №105, 26.08.2010წ; მუხ.1597
39. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №270-სსმ III, №118, 16.09.2010წ; მუხ.1741
40. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №284-სსმ III, №124, 28.09.2010წ; მუხ.1805
41. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №371-სსმ III, №162,13.12.2010წ; მუხ.2283
42. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №399-სსმ III,№172,31.12.2010წ; მუხ.2472
43. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №23 – ვებგვერდი, 27.01.2011წ.
44. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №41 – ვებგვერდი, 31.01.2011წ.
45. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის დადგენილება №91-ვებგვერდი,28.02.2011წ.
46. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 15.04.2011წ.
47. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №190-ვებგვერდი,29.04.2011წ.
48. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №297- ვებგვერდი, 09.08.2011წ.
49. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №472 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.
50. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება №156 - ვებგვერდი, 03.05.2012წ.
51. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №236 - ვებგვერდი, 06.07.2012წ.
52. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ივლისის დადგენილება №248 - ვებგვერდი, 10.07.2012წ.
53. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №325 - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
54. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №439 - ვებგვერდი, 31.10.2012წ.
55. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 2 ნოემბრის დადგენილება №444 - ვებგვერდი, 05.11.2012წ.
56. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება №90 – ვებგვერდი, 26.04.2013წ.
57. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 07.05.2013წ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
მუხლი 1🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას.
2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბიუჯეტო და საგადასახადო კოდექსებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას.
2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით, „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
6. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ხარჯთა ნუსხა.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0105, გორგასლის ქ. №16.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0162, ი. აბაშიძის ქ. №
70.
8. სამინისტროს სრული სახელწოდებაა „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“.
მუხლი 2
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №297-სსმ III, №184, 26.12.2007წ; მუხ.2058
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №261-სსმ III, №159, 30.12.2009წ; მუხ.1955
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №95-სსმ III, №33, 31.03.2010წ; მუხ.542
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №399-სსმ III,№172,31.12.2010წ; მუხ.2472
მუხლი 2🔗
1. სამინისტროს აქვს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“, შესაბამისი თარგმანით ინგლისურ ენაზე.
2. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება როგორც სამინისტროს, ისე მის სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბრებზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც მტკიცდება და რეგისტრირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
თავი II
სამინისტროს კომპეტენცია და უფლებამოსილებანი
მუხლი 3
მუხლი 3🔗
სამინისტროს ფუნქციებია:
ა) საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება;
ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითად მიმართულებათა ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
გ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება და საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში მისი წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის;
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია-12.04.2011,№178);
ვ) სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
ზ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებათა რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედვით; საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულების დამოწმების შესაბამისად გადახდა დადგენილი წესის მიხედვით; უკან დასაბრუნებელ სახელმწიფო შემოსულობათა დაბრუნების პროცესის მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;
თ) ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად შემოსულობებისა და გადასახდელების ყოველკვარტალური ფინანსური გეგმის შედგენა;
თ1) ფინანსურ ინსტრუმენტებში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსება;
ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატორული გეგმების ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტების ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;
გ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება და საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში მისი წარდგენა მთავრობისათვის;
დ) დაინტერესებულ უწყებებთან ერთად საერთო-სახელმწიფო გადასახადებიდან ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის დაბალანსებისათვის საბიუჯეტო დეფიციტის ზღვრული სიდიდის გაანგარიშება და მისი შევსების წყაროების განსაზღვრა, ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული სიდიდის გადაჭარბების შემთხვევაში წლის საბიუჯეტო კანონში ცვლილების მომზადება;
ვ) სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
ზ) ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებათა რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედვით; საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულების დამოწმების შესაბამისად გადახდა დადგენილი წესის მიხედვით; უკან დასაბრუნებელ სახელმწიფო შემოსულობათა დაბრუნების პროცესის მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;
თ) ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამ ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების მცურავი ყოველკვარტალური ფინანსური გეგმის შედგენა;
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების წესის შემუშავება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების ხარჯვის ნორმებისა და ნორმატივების სრულყოფა;
კ) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, მის შემოსულობათა ოპერატიული მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;
ლ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავება, დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა კანონმდებლობის შესაბამისად;
მ) კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო ანგარიშგებისა და ფორმის დადგენა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების წარდგენის წესისა და ვადების დადგენა;
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;
ო) საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც ფისკალურ აგენტ ბანკთან ერთად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი პარამეტრების დაცვაში მონაწილეობა;
პ) საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი პროგრამების შედგენა, კონცეფციების ჩამოყალიბება და მათი განხორციელების ორგანიზება; საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო შემოსავლების სრული მობილიზების უზრუნველყოფა გადასახადების აკრეფის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; ამ მიზნით სათანადო წინადადებათა მომზადება და მათი განხორციელების ორგანიზება;
ჟ) საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი;
რ) საგადასახადო და საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებლობის აღსრულებისა და გამოყენების ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების შედგენა და დადგენილი წესით მათი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
ს) საგადასახადო ორგანოების მუშაობით მიღწეული და მოსალოდნელი შედეგების ანალიზი და პროგნოზირება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემდგომი სრულყოფის შესახებ სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
ტ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთა, თავიდან აცილება, წინასწარი გამოძიება; საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ამ სფეროში დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის წინადადებათა მომზადება;
ლ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის სტრუქტურისა და ძირითადი შემადგენლობის დამტკიცება, მათში ცვლილების შეტანა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით;
მ) კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო ანგარიშგებისა და ფორმის დადგენა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების წარდგენის წესისა და ვადების დადგენა;
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანგარიშგების შედგენა და წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისას საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ბიუჯეტის საკასო შესრულების კონტროლის დაწესება და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც აგენტ ბანკთან, ერთად ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი პარამეტრების დაცვაში მონაწილეობა;
პ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი პროგრამების შედგენა, კონცეფციების ჩამოყალიბება და მათი განხორციელების ორგანიზება; საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო შემოსავლების სრული მობილიზების უზრუნველყოფა გადასახადების აკრეფის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; ამ მიზნით სათანადო წინადადებათა მომზადება და მათი განხორციელების ორგანიზება;
ჟ) საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებების, განკარგულებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი;
რ) საგადასახადო, საბაჟო და საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებლობის აღსრულებისა და გამოყენების ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების შედგენა და დადგენილი წესით მათი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
ს) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მუშაობით მიღწეული და მოსალოდნელი შედეგების ანალიზი და პროგნოზირება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემდგომი სრულყოფის შესახებ სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
ტ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთა, თავიდან აცილება, მოკვლევა და გამოძიება; საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ამ სფეროში დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის წინადადებათა მომზადება;
უ) არასაგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება და მათი შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების მომზადება;
ფ) სახელმწიფო საგარეო და საშინაო პირდაპირი და პირობითი (გარანტირებული) ფინანსური ვალდებულებების აღრიცხვა, აგრეთვე ამ ვალდებულებათა მართვასა და მომსახურებაში მონაწილეობა;
ქ) სახელმწიფოს მიმართ საქართველოს იმ ეკონომიკური აგენტების ფინანსურ ვალდებულებათა აღრიცხვა, რომლებიც სარგებლობენ საგარეო წყაროებიდან მიღებული სახელმწიფო საკრედიტო რესურსებით ან კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიებით, აგრეთვე ამ ვალდებულებათა მართვასა და მომსახურებაში მონაწილეობა;
ღ) სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ღ) სახელმწიფო ვალის ფორმირების, კერძოდ, სახელმწიფო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობა;
ყ) სხვადასხვა ვადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულების გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავება, ემისიების განხორციელება და მის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების შესრულება;
შ) სახელმწიფოს შიდა, რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა; სასესხო ვალდებულებათა (დავალიანებათა) დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საჭიროების შემთხვევაში სასესხო ვალდებულებათა (დავალიანებათა) რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება;
ჩ) აქციზური მარკების სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება, აქციზური მარკების რეალიზაცია, მარკების გამოყენებისათვის მკაცრი კონტროლის დაწესება, სამომხმარებლო ბაზარზე მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის მონიტორინგი, დასაბეჭდი აქციზური მარკების რაოდენობის განსაზღვრა და მათი ბეჭდვის ორგანიზება;
ც) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის საერთო მეთოდოლოგიის შემუშავება, სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების შემუშავება;
ძ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება; საქართველოს მიერ მიღებული გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების, სახელმწიფო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების აღრიცხვა და სათანადო საჯარო რეესტრების წარმოება;
წ) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე საქონლის მონეტიზაციის პროგრამების განხილვა, შეთანხმება;
ჭ) უცხოური საინვესტიციო რესურსების მოზიდვაში მონაწილეობა და ქვეყანაში ინვესტიციური პოლიტიკისადმი ფინანსური მხარდაჭერა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ხ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების შესაძლო ფინანსური შედეგების თაობაზე დასკვნის მომზადება;
ჯ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობის უფლების ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა და ლიცენზიის (ნებართვის) პირობების შესრულების კონტროლი;
ჰ) (ამოღებულია);
ჰ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეული სახეობის ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების შეჩერება, განახლება, მასში ცვლილებების შეტანა, გაუქმება და საქმიანობის კონტროლი, აგრეთვე ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ჰ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მათი დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება, ფორმების სახის შეთანხმება და რეგისტრაცია;
ჰ) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების, მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის გასინჯვა, ანალიზი; ძვირფასი ქვების მახასიათებლების განსაზღვრა; საარბიტრო, საკონტროლო ანალიზებისა და ტექნიკური ექსპერტიზის წარმოება; სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით ნაწარმის დადამღვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების დროს ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის აღრიცხვის, შენახვისა და ხარჯვის კონტროლი;
ჰ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემა, ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების შეჩერება, განახლება, ცვლილებების შეტანა, გაუქმება და საქმიანობის კონტროლი, აგრეთვე ამ სფეროში საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება და სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების მიღება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ლეგალიზაცია, განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია;
ჰ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების), მათი დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა, დამტკიცება (შეთანხმება); კანონმდებლობით დადგენილი წესით მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების) ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზირება (გაცემა, შეჩერება, ცვლილებების შეტანა, განახლება, გაუქმება) და საქმიანობის კონტროლი;
ჰ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;
ჰ.დ) (ამოღებულია);
ჰ.დ) სამინისტროს სისტემის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მეშვეობით ქვეყნის საფინანსო სისტემის განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებსა და კონცეფციებზე მუშაობა;
ჰ.ე) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილ წინადადებათა განხილვა-შეთანხმება;
ჰ.ვ) კანონმდებლობით დადგენილ საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციათა განხორციელება;
ჰ.ზ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა სახელმწიფო კონტროლი, რომელთა მაკონტროლებელ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აგრეთვე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება;
ჰ.თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში;
ჰ.ი) ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად საქართველოსათვის სავალდებულო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტა;
ჰ.კ) (ამოღებულია – 02.05.2013, №106);
ჰ.ლ) (ამოღებულია – 02.05.2013, №106);
ჰ.მ) (ამოღებულია – 02.05.2013, №106);
ჰ.ნ) (ამოღებულია – 02.05.2013, №106);
ჰ.ო) (ამოღებულია – 02.05.2013, №106);
ჰ.პ) (ამოღებულია – 02.05.2013, №106).
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.211
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მაისის დადგენილება №88-სსმ III, №61, 19.05.2005წ; მუხ.647
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №106-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.786
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №148-სსმ III, №100, 26.08.2005წ; მუხ.1124
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №48, 07.04.2006წ; მუხ.608
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №85-სსმ III, №59, 28.04.2006წ; მუხ.774
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №203-სსმ III, №148, 09.10.2008წ; მუხ.1477
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №221-სსმ III, №151, 11.12.2009წ; მუხ.1782
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №261-სსმ III, №159, 30.12.2009წ; მუხ.1955
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №95-სსმ III, №33, 31.03.2010წ; მუხ.542
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №399-სსმ III,№172,31.12.2010წ; მუხ.2472
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 15.04.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №236 - ვებგვერდი, 06.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ივლისის დადგენილება №248 - ვებგვერდი, 10.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 07.05.2013წ.
ჰ.ვ) კანონმდებლობით დადგენილი საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციათა განხორციელება;
ჰ.ზ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა სახელმწიფო კონტროლი, რომელთა მაკონტროლებელ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აგრეთვე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება.
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები
მუხლი 4
მუხლი 4🔗
1. სამინისტროს ხელმღვანელობს მინისტრი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მინისტრი:
ა) წარმოადგენს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;
გ) უშუალოდ, აგრეთვე პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით წყვეტს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს, გარდა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო სამსახურის უფროსისა;
დ1) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურას;
დ2) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია);
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:
ვ.ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს;
ვ.ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით;
ვ.გ) (ამოღებულია);
ვ.დ) სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილეებს, სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მოადგილეებს;
ვ.ე) (ამოღებულია);
ვ.ვ) საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებს და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს;
ვ.ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით;
ვ.თ) სხვა პირებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ1) იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა წახალისების შესახებ;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტი და მიზანშეწონილი შესრულებისათვის;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს (გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა);
ე) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის კანდიდატურას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს (გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), საბაჟო და საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს, აგრეთვე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს;
ზ) დადგენილი წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ; შეაქვს წინადადებები სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლის საკითხებზე და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტი და მიზანშეწონილი შესრულებისათვის;
თ) სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ი) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურასა და დებულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიული აქტებით;
კ) პასუხისმგებელია სამინისტროს სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
მ) ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა და ტერიტორიულ ორგანოთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მთავრობის დადგენილებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; მინისტრი უფლებამოსილია აგრეთვე ძალადაკარგულად ცნოს ზემოაღნიშნულ თანამდებობის პირთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის გამო;
ნ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე ტერიტორიულ ორგანოებს შორის;
ო) დადგენილი წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებით მისთვის დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს აძლევს სამსახურებრივი-საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;
რ) განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს;
ს) ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სტაჟირების ან/და პრაქტიკის გავლის წესს.
რ) განსაზღვრავს საგადასახადო და საბაჟო ორგანოების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს.
4. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.
5. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს კომპეტენციას, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან; თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
6. ა) მინისტრი უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანო – სათათბირო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის გადაწყვეტილებით – სამინისტროს სისტემის სხვა თანამდებობის პირები და თანამშრომლები. სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ აგრეთვე სამეცნიერო დაწესებულებებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა წარმომადგენლები, მხოლოდ მათი თანხმობით. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, წევრთა რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი შესაბამისი ბრძანებით;
6. ა) მინისტრი უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანო – სათათბირო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის გადაწყვეტილებით – სამინისტროს აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების თანამდებობის პირები. სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ აგრეთვე სამეცნიერო დაწესებულებებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები მხოლოდ მათი თანხმობით. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, წევრთა რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი შესაბამისი ბრძანებით;
ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხთა განხილვისა და მათ შესახებ დასკვნების მომზადების მიზნით მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი. სათათბირო ორგანოებს შეიძლება მიეცეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით;
გ) სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, სათათბირო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;
დ) სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების საჯარო მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით; მის მუშაობაში შეიძლება ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;
ე) თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს;
ვ) სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს სამინისტროს ბიურო;
ვ) სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი;
ზ) სათათბირო ორგანო უფლებამოსილია თავის წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ორგანოებიდან გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები;
თ) სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 5
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №12-სსმ III, №8, 23.01.2006წ; მუხ.67
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №257-სსმ III, №170, 30.11.2007წ; მუხ.1886
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №274-სსმ III, №180, 20.12.2007წ; მუხ.1981
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №55-სსმ III, №39, 13.03.2008წ; მუხ.432
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №123-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.800
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №216-სსმ III, №145, 25.11.2009წ; მუხ.1688
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №221-სსმ III, №151, 11.12.2009წ; მუხ.1782
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის დადგენილება №55-სსმ III, №23, 26.02.2010წ; მუხ.320
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №95-სსმ III, №33, 31.03.2010წ; მუხ.542
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №175-სსმ III, №80, 06.07.2010წ; მუხ.1169
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №260-სსმ III, №104, 25.08.2010წ; მუხ.1580
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №284-სსმ III, №124, 28.09.2010წ; მუხ.1805
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №399-სსმ III,№172,31.12.2010წ; მუხ.2472
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის დადგენილება №91-ვებგვერდი,28.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №472 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება №90 – ვებგვერდი, 26.04.2013წ.
მუხლი 5🔗
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
3. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას.
3. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას მინისტრის არყოფნისას.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
მუხლი 6
5. (ამოღებულია – 31.10.2012, №439).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია – 31.10.2012, №439).
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №20, 20.02.2009წ; მუხ.248
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №260-სსმ III, №104, 25.08.2010წ; მუხ.1580
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №264-სსმ III, №105, 26.08.2010წ; მუხ.1597
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №270-სსმ III, №118, 16.09.2010წ; მუხ.1741
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №371-სსმ III, №162,13.12.2010წ; მუხ.2283
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №23-ვებგვერდი,27.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №41-ვებგვერდი,31.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის დადგენილება №91-ვებგვერდი,28.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ივლისის დადგენილება №248 - ვებგვერდი, 10.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №325 - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №439 - ვებგვერდი, 31.10.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 2 ნოემბრის დადგენილება №444 - ვებგვერდი, 05.11.2012წ.
მუხლი 6🔗
1. გარდა ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა, სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ) სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდებარებიან მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) შიდა ქვედანაყოფების მიხედვით ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;
თ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებით, მინისტრის და/ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
თავი IV
სამინისტროს სისტემა
მუხლი 7
მუხლი 7🔗
სამინისტროს სისტემაში შედის:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო;
ბ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამინისტრო;
გ) (ამოღებულია);
გ) რაიონებისა და იმ ქალაქების საფინანსო ორგანოები, რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში (ორმაგი დაქვემდებარებით).
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) გენერალური ინსპექცია;
ბ) საბაჟო დეპარტამენტი;
გ) საგადასახადო დეპარტამენტი;
დ) სახაზინო სამსახური;
ე) ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
ვ) ფინანსური პოლიცია;
ზ) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი.
მუხლი 8
ა) (ამოღებულია);
ბ) (ამოღებულია);
გ) სახაზინო სამსახური;
დ) საგამოძიებო სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №106-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.786
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 ივნისის დადგენილება №135-სსმ III, №85, 17.06.2008წ; მუხ.908
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №216-სსმ III, №145, 25.11.2009წ; მუხ.1688
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №95-სსმ III, №33, 31.03.2010წ; მუხ.542
მუხლი 8🔗
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) სამინისტროს ბიურო;
ე) საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ვ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია-12.04.2011,№178);
თ) (ამოღებულია);
ი) (ამოღებულია);
კ) დავების განხილვის სამსახური;
ლ) (ამოღებულია);
მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
ნ) საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი;
ო) ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტი;
პ) (ამოღებულია – 02.05.2013, №106);
ჟ) (ამოღებულია – 02.05.2013, №106);
რ) პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური;
ს) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ტ) ანალიტიკური დეპარტამენტი;
უ) ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის დადგენილება №49-სსმ III, №60, 14.06.2004წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199-სსმ III, №137, 06.11.2009წ; მუხ.1563
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №16, 11.02.2010წ; მუხ.184
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №95-სსმ III, №33, 31.03.2010წ; მუხ.542
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №175-სსმ III, №80, 06.07.2010წ; მუხ.1169
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 15.04.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №236 - ვებგვერდი, 06.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ივლისის დადგენილება №248 - ვებგვერდი, 10.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 2 ნოემბრის დადგენილება №444 - ვებგვერდი, 05.11.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 07.05.2013წ.
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამსახური;
ბ) გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტი;
გ) ინფორმაციის დაცვის განყოფილება;
დ) ინფორმატიკის სამსახური;
ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ვ) კადრების სამსახური;
ზ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
თ) მინისტრის აპარატი;
ი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტი;
კ) საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ლ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
მ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სამსახური;
ნ) სამინისტროს კანცელარია;
ო) საფინანსო სამსახური;
პ) საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებთან საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების კოორდინაციის დეპარტამენტი;
ჟ) სახელმწიფო საგარეო ვალის დეპარტამენტი;
რ) სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტი;
ს) სახელმწიფო საშინაო ვალის დეპარტამენტი;
ტ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი.
თავი V
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და ტერიტორიული ორგანოები
მუხლი 9
მუხლი 9. (ამოღებულია)🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე თანამდებობის პირთა მუშაობის კონტროლს, ხელმძღვანელობს მუშაობის ეფექტიანობის შემოწმებას.
2. ახორციელებს სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლს, აწარმოებს სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივ მოკვლევას, განიხილავს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციების შესახებ.
3. გენერალური ინსპექცია დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმებას.
მუხლი 10
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №123-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.800
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი (შემდგომში – საბაჟო დეპარტამენტი) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სამართალდაცვის სტატუსის მქონე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც შექმნილია საბაჟო სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.
2. საბაჟო დეპარტამენტი მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ორგანიზებას უწევს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისას საბაჟო რეჟიმების ეფექტიან გამოყენებას;
ბ) ახორციელებს საბაჟო ორგანოების მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
გ) საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საბაჟო ორგანოებისათვის;
დ) ორგანიზებას უწევს საბაჟო გადასახდელების აკრეფას და სახელმწიფო ბიუჯეტში მათ დროულ და სრულ შეტანას;
ე) ორგანიზებას უწევს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი სრულყოფისათვის;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემას, მათში ცვლილებების შეტანას, მათი მოქმედების შეჩერებას, განახლებას ან გაუქმებას;
ზ) ახორციელებს საბაჟო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას;
თ) ორგანიზებას უწევს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცალკეული სახის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, სტრატეგიული და საქართველოს ინტერესებისათვის სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მასალების, კულტურული ფასეულობების გადაადგილების წესის დაცვას, აგრეთვე აკონტროლებს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის გამოყენებას;
ი) მონაწილეობს სახელმწიფო უშიშროების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველებისა და მცენარეების, გარემოს დაცვის ღონისძიებებში;
კ) ორგანიზებას უწევს საქონლის კლასიფიცირებას და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის გამოყენებას;
ლ) აწარმოებს საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკას და სპეციალურ საბაჟო სტატისტიკას დადგენილი წესით;
მ) მონაწილეობს საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანომდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
ნ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. საბაჟო დეპარტამენტი დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
მუხლი 11
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №95-სსმ III, №33, 31.03.2010წ; მუხ.542
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი (შემდგომში – საგადასახადო დეპარტამენტი) არის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას და შედგება ცენტრალური აპარატისა და საგადასახადო ინსპექციებისაგან.
2. დეპარტამენტი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს.
3. საგადასახადო დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ორგანიზებას უწევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადების და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა გადასახადების აკრეფასა და შესაბამისი დონის ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფონდებში მათ დროულ და სრულ შეტანას;
ბ) შეიმუშავებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ინსტრუქციების პროექტებს, მეთოდურ მითითებებსა და გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ დებულებათა პროექტებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის;
დ) მონაწილეობს საგადასახადო კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში, აანალიზებს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებათა ეფექტიანობას;
ე) შეიმუშავებს საგადასახადო კონტროლის განხორციელების მეთოდებსა და პროგრამებს;
ვ) ახორციელებს აქციზური და სპეციალური მარკების სრულყოფილად დანერგვის სტრატეგიის შემუშავებას, მისი განხორციელების ორგანიზებას, მარკების შემოღებასთან, გავრცელებასა და დანერგვასთან დაკავშირებული შედეგების ანალიზს და პროგნოზირებას, აქციზური მარკების აღრიცხვას, გაცემასა და გამოყენების კონტროლს;
ზ) შეიმუშავებს პროგრამებს გადამხდელთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის შესახებ;
თ) ახორციელებს ინდივიდუალური საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციას და უზრუნველყოფს მათი სამეწარმეო რეესტრის წარმოებას;
ი) აწარმოებს გადასახადის გადამხდელთა რეესტრს;
კ) გადასახადის გადამხდელებს ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომრებს და გასცემს სარეგისტრაციო ფორმებს;
ლ) შეიმუშავებს გადამხდელთა დახმარების პროგრამებს, დეკლარაციების შევსებისა და დამუშავების მეთოდებს;
მ) იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ;
ნ) იხილავს გადამხდელთა შუამდგომლობებსა და აპელაციებს;
ო) მონაწილეობს სასამართლო პროცესებში, მათ შორის საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილებებზე გადამხდელთა აპელაციის განხილვაში;
პ) ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო კონტროლს;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აქციზური საქონლის მონიტორინგს;
რ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღებისა და დაყადაღებული ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაციის საკითხებს;
ს) აწარმოებს მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრსა და რეგისტრაციას;
ტ) ცენტრალური აპარატის მეშვეობით უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოთა კოორდინირებულ მოქმედებებს და ახორციელებს მათი საქმიანობის ოპერატიულ კონტროლს;
უ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12
მუხლი 10. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №255-სსმ III, №176, 29.12.2006წ; მუხ.2390
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის დადგენილება №109-სსმ III, №78, 04.06.2007წ; მუხ.836
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №216-სსმ III, №145, 25.11.2009წ; მუხ.1688
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №221-სსმ III, №151, 11.12.2009წ; მუხ.1782
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №95-სსმ III, №33, 31.03.2010წ; მუხ.542
მუხლი 11. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
მუხლი 12🔗
1. სახაზინო სამსახური (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვას, ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას;
ბ) (ამოღებულია –12.04.2011, №178);
გ) მხარჯავ დაწესებულებათა ვალდებულებების რეგისტრაციას დადგენილი წესის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების დამოწმების შესაბამისად გადახდას დადგენილი წესით;
დ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ან ხელისუფლების სხვა ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ბიუჯეტის შემოსულობების დაბრუნებას, აღრიცხვასა და ანგარიშგებას;
ე) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შემუშავებას;
ვ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოებას, სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვისა და მათზე წარმოქმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების პატიების, სასესხო დავალიანების უიმედოდ აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადებას;
ვ1) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის თაობაზე „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადებას; ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე დასადები ხელშეკრულებისა და დაფარვის გრაფიკის მომზადებას და დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს;
ზ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობას;
თ) (ამოღებულია – 05.07.2012, №236);
ი) (ამოღებულია – 05.07.2012, №236);
კ) (ამოღებულია – 05.07.2012, №236);
ლ) (ამოღებულია – 05.07.2012, №236);
მ) (ამოღებულია – 05.07.2012, №236);
ნ) (ამოღებულია – 05.07.2012, №236);
ო) სახაზინო სამსახურის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების მართვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაციასა და კონტროლს;
პ) საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და კონტროლს;
ჟ) ფინანსურ ინსტრუმენტებში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსების ორგანიზებას.
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვას, ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას;
ბ) ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ხარჯების განწერის საფუძველზე დაფინანსების გეგმის გაშლას მხარჯავ დაწესებულებათა მიერ ხაზინაში წარმოდგენილი განაწილების მიხედვით;
გ) მხარჯავ დაწესებულებათა ვალდებულებების რეგისტრაციას დადგენილი წესის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების დამოწმების შესაბამისად გადახდას დადგენილი წესის მიხედვით;
დ) შესაბამისი საგადასახადო, საბაჟო ორგანოს ან ხელისუფლების სხვა ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნებას, აღრიცხვასა და ანგარიშგებას.
2. სახელმწიფო ხაზინა მხარჯავი დაწესებულებებიდან იღებს ბიუჯეტის შესრულების ბალანსს.
3. ხაზინა მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს ხაზინის ცენტრალურ აპარატში შემავალი დეპარტამენტების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მეშვეობით, რომელთა დებულებას ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 13
3. სახელმწიფო ხაზინა მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფო ხაზინაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ადმინისტრაციული სამმართველოს მეშვეობით, რომელთა დებულებას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი არის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საფინანსო სისტემის პერსპექტიული განვითარების მეცნიერული კონცეფციებისა და პროგრამების შემუშავებას, საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროს სრულყოფისათვის რეკომენდაციების მომზადებას, აღრიცხვისა და აუდიტის, ფინანსური ანალიზისა და სტატისტიკის აქტუალურ პრობლემებზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულებასა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას, სამეცნიერო კადრების მომზადებას, ფინანსური მეცნიერების თეორიული და პრაქტიკული მიღწევების პრაქტიკაში დანერგვის ღონისძიებათა განხორციელებას.
მუხლი 14
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია (შემდგომში – პოლიცია) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური სამართალდაცვის ორგანო, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ, ოპერატიულ-საძიებო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას, აგრეთვე კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ფუნქციებს.
2. ფინანსური პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს ეკონომიკურ დანაშაულობათა სფეროში პრევენციულ საქმიანობას,მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდრღვევათა პრევენციასა და გამოვლენას; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში ამ ორგანოთა თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფას; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სამოხელეო დანაშაულისა და კორუფციულ გარიგებათა პრევენციას, აღკვეთასა და გამოვლენას; კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მოპოვებას, გადამუშავებასა და ანალიზს.
3. ახორციელებს ფინანსური პოლიციის უფლებამოსილი მოხელეებისათვის სამსახურებრივ-საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემისა და შენახვის კონტროლს; აწარმოებს შესაბამის შიდასაუწყებო რეესტრს.
მუხლი 15
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 ივნისის დადგენილება №135-სსმ III, №85, 17.06.2008წ; მუხ.908
ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი არის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის ამოცანებია:
ა) „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ერთიანი სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობა;
ბ) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებული ნაწარმის დასინჯვა, ძვირფასი ლითონების შემცველობის ანალიზი, ძვირფასი ქვების მახასიათებლების განსაზღვრა და ძვირფასი ლითონების ნაწარმის დადამღვა საქართველოში მოქმედი სინჯების დამადასტურებელი სახელმწიფო დამღებით; ძვირფასი ლითონების შემცველობის დადგენის მიზნით საარბიტრო ანალიზის, ძვირფასი ლითონების შემცველობის დადგენის, ძვირფასი ქვების იდენტიფიკაციისა და მახასიათებლების განსაზღვრის მიზნით ტექნიკური ექსპერტიზის განხორციელება; სასინჯი რეაქტივებისა და ქვების დამზადება იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ეწევიან ძვირფას ლითონებთან დაკავშირებულ საქმიანობას; ლაბორატორიულ პირობებში ძვირფასი ლითონების დნობა და აფინაჟი; სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო და სახელობითი დამღის ანაბეჭდის ექსპერტიზა; სახელობითი დამღის შიფრისა და დამზადების წლის ლიტერის მინიჭება და რეგისტრაცია; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობისას ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების ნაწარმის აღრიცხვის, შენახვისა და ხარჯვის კონტროლი.
მუხლი 16
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №203-სსმ III, №148, 09.10.2008წ; მუხ.1477
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №175-სსმ III, №80, 06.07.2010წ; მუხ.1169
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №284-სსმ III, №124, 28.09.2010წ; მუხ.1805
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №399-სსმ III,№172,31.12.2010წ; მუხ.2472
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 15.04.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №190-ვებგვერდი,29.04.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №236 - ვებგვერდი, 06.07.2012წ.
მუხლი 121. საგამოძიებო სამსახური🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (შემდგომში – საგამოძიებო სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო.
2. სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოვლენას, სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარებას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად სათანადო ექსპერტიზის ორგანიზებასა და ჩატარებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;
ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციას და გამოვლენას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში ამ ორგანოთა თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფას დადგენილი წესით;
დ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და კორუფციულ გარიგებათა პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას;
ე) ინფორმაციის მოპოვებასა და მის ანალიზს შემდგომი გამოყენების მიზნით;
ვ) კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №216-სსმ III, №145, 25.11.2009წ; მუხ.1688
მუხლი 13. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №106-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.786
მუხლი 14. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მაისის დადგენილება №88-სსმ III, №61, 19.05.2005წ; მუხ.647
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
მუხლი 15. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
მუხლი 16🔗
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები იქმნება, მათი ფუნქციები, უფლებამოსილებანი და სამოქმედო ტერიტორიების დადგენის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
3. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
3. რაიონებისა და იმ ქალაქების საფინანსო ორგანოები, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, ექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მმართველობის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს და ფინანსდებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI
სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 17
მუხლი 17🔗
1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ნუსხა, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება შესაბამისად ამ დებულებით, სამინისტროს საშტატო ნუსხით, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად.
მუხლი 18
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამსახური მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიას; ამზადებს დებულებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს; შეიმუშავებს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების, მათ შორის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ტიპობრივ ფორმებს; ახორციელებს სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების აღრიცხვა-ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას და მონიტორინგს; შეიმუშავებს ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების ფორმებს, ნორმებსა და წესებს.
მუხლი 19
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტებისა და ტექნიკური დახმარების აღრიცხვა და რეესტრის წარმოება;
ბ) გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა და გამოყენების მონიტორინგი;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნების ტექნიკური დახმარებით იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა და გამოყენების მონიტორინგი;
დ) საზღვარგარეთის ქვეყნების ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
ე) ჰუმანიტარული დახმარების პროექტების განხორციელების კოორდინაცია.
მუხლი 20
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
ინფორმაციის დაცვის განყოფილების ფუნქციაა საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა ფინანსური პოლიციისა) სამსახურებრივი საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი პირებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალების გამო საერთო პასუხისმგებლობა და კონტროლი; სამინისტროს სისტემის (გარდა ფინანსური პოლიციისა) უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა; იარაღის ტარების უფლების მქონე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება.
მუხლი 21
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199-სსმ III, №137, 06.11.2009წ; მუხ.1563
ინფორმატიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ერთიანი კომპიუტერული საინფორმაციო ბაზის შექმნა და მომსახურება;
ბ) სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება;
გ) ფინანსთა სამინისტროში არსებული კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
დ) ქვეყნის სახელმწიფო ფინანსების მაჩვენებლების ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკურ-საინფორმაციო კრებულების შედგენა-გამოცემის სამუშაოებში მონაწილეობა;
ე) სამინისტროს ვებგვერდის ადმინისტრირება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავებისა და დანერგვის კოორდინაცია.
მუხლი 22
მუხლი 18🔗
სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით, მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;
ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
გ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების და დაფარვის პროცესში მონაწილეობა;
ე) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვისა და მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობა;
ზ) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;
თ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს სააქციო/საპაიო შესატანების, ასევე აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა აღრიცხვა და დაგეგმვა;
ი) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებულ კრედიტებსა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა;
კ) სახელმწიფო ვალის რეესტრის წარმოება;
ლ) სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
მ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი;
ნ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ო) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
პ) საგარეო წყაროებიდან დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შემუშავება;
ჟ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;
რ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირების პროცესში მონაწილეობა;
ს) სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება;
ტ) საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
უ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ფ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების (გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროების ხელშეკრულებებისა) შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;
ქ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;
ღ) ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება სახელმწიფო ვალის შესახებ;
ყ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის საკითხების შესრულების კოორდინაცია.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199-სსმ III, №137, 06.11.2009წ; მუხ.1563
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №236 - ვებგვერდი, 06.07.2012წ.
მუხლი 19. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 20. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 21. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
მუხლი 22🔗
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ა) სამინისტროს მიერ შემუშავებული ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ბ) იურიდიული კონსულტაციების გაწევა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის;
გ) საფინანსო კანონმდებლობის ანალიზში მონაწილეობის მიღება მისი შემდგომი სრულყოფის მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
გ) საფინანსო კანონმდებლობის ანალიზი მისი შემდგომი სრულყოფის მიზნით;
დ) სამინისტროს სისტემის ორგანოების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ზ) მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა.
მუხლი 23
ვ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
კადრების სამსახური, ფინანსთა სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების (ორგანოების) საკადრო რესურსების ცენტრალიზებულად მართვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზებასა და გამართვას;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებას;
გ) საკადრო რესურსების მართვის (მიღება, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდულ ანალიზსა და შესაბამისი სტატისტიკის შექმნას;
დ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, ჩანაწერების შეტანას მოხელეთა შრომის წიგნაკებში;
ე) საჯარო მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ვ) საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;
ზ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადებას;
თ) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებისა და შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზებასა და გაკონტროლებას;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის აქტების მომზადებას;
კ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 24
ზ) (ამოღებულია – 02.11.2012, №444);
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ამოცანაა სამინისტროს დეპარტამენტებისა და მათი შიდა ერთეულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 25
თ) (ამოღებულია);
მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა; ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება; სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზაცია; პროტოკოლის წარმოება; მინისტრის რეზოლუციების პროექტების მომზადება; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.
მუხლი 26
ი) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში.
კ) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სახელმწიფო საშინაო ვალთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199-სსმ III, №137, 06.11.2009წ; მუხ.1563
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №297- ვებგვერდი, 09.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №236 - ვებგვერდი, 06.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 2 ნოემბრის დადგენილება №444 - ვებგვერდი, 05.11.2012წ.
მუხლი 23🔗
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) მატერიალურ-ტენიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი;
გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
დ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოების ორგანიზება;
ე) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოხელეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში არსებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე საერთო პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი, იარაღის ტარების უფლების მქონე თანამდებობის პირთა საერთო რეესტრის წარმოება;
თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილი საჯარო მოხელეებისათვის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;
ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაერთი ბალანსის შედგენა;
ლ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;
მ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ნ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ო) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
პ) (ამოღებულია);
ჟ) (ამოღებულია – 02.05.2013, №106);
ჟ1) (ამოღებულია – 02.05.2013, №106);
რ) (ამოღებულია – 02.05.2013, №106);
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადება;
ტ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №55-სსმ III, №39, 13.03.2008წ; მუხ.432
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199-სსმ III, №137, 06.11.2009წ; მუხ.1563
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №16, 11.02.2010წ; მუხ.184
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №95-სსმ III, №33, 31.03.2010წ; მუხ.542
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 07.05.2013წ.
მუხლი 24. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 25🔗
სამინისტროს ბიუროს ძირითადი ამოცანებია:
ა) მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სხვა უწყებებთან საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;
დ) მინისტრის სახელზე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება, მინისტრის რეზოლუციათა პროექტების მომზადება;
ე) მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზაცია დადგენილი წესით;
ვ) პროტოკოლის წარმოება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;
თ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
კ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ფინანსთა სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესში;
ლ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;
მ) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;
ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
ო) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
პ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №55-სსმ III, №39, 13.03.2008წ; მუხ.432
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №175-სსმ III, №80, 06.07.2010წ; მუხ.1169
მუხლი 26. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვის, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა, დამტკიცება (შეთანხმება) და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ლიცენზიის გაცემა, შეჩერება, განახლება და გაუქმება, აგრეთვე ცვლილებების შეტანა; კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი; მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების) ბეჭდვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების მომზადება, მათი სახისა და ნუსხის განსაზღვრა-დამტკიცების უზრუნველყოფა (შეთანხმება) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პოლიგრაფიული შესრულების უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემა, ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების შეჩერება, ცვლილების შეტანა, განახლება და გაუქმება, კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი; აგრეთვე ამ სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ლეგალიზაცია, განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის), ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია.
მუხლი 27
საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შემუშავება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიტიკური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიზური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
ბ) საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტის მომზადება;
დ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;
ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ვ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით განსაზღვრული წლიური ასიგნებების ფარგლებში ამ ასიგნებების კვარტალური გაწერის პროექტის მომზადება და მინისტრის ბრძანების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის მიწოდება;
ზ) მინისტრის მიერ დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის ან სპეციალური სახელმწიფო ფონდისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე დანაწილების შესახებ წინადადების მომზადება;
თ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტის მომზადება;
კ) სახელმწიფო ხაზინასთან ერთად ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის მომზადება;
ლ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების მიხედვით სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშისა და ანგარიშების პროექტის მომზადება.
მუხლი 28
გ) წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო შეთანხმებების, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო სფეროებში მომზადება, მოლაპარაკების გამართვის ორგანიზება, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საწევრო შენატანების დაგეგმვასა და აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებზე დასკვნების მომზადების კოორდინაცია, საერთაშორისო აქტებთან საქართველოს შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებათა შემუშავება, სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია, საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება.
მუხლი 29
დ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად წინადადებების მომზადება მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების თაობაზე;
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობასა და დემოკრატიზაციას;
ბ) ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობას;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ფინანსთა სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტებას სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესებში;
დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას;
ე) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მედია და PR კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებას;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
მუხლი 30
ე) წლიურ საბიუჯეტო კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
სამინისტროს კანცელარიის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება;
ბ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
გ) სამინისტროს სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება;
დ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ე) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
მუხლი 31
ვ) პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების დანერგვის და მათი სრულყოფის საერთო კოორდინაცია და შესაბამისი მეთოდოლოგიების/ინსტრუქციების შემუშავება;
საფინანსო სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის ორგანიზაციათა ბიუჯეტის პროექტის შედგენა და ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანიზაციათა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
გ) ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ნაერთი ბალანსის შედგენა;
დ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ დროული წარდგენის მიზნით.
მუხლი 32
ზ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საშუალოვადიანი ნაერთი ბიუჯეტის ფორმირება;
საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებთან საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ნაერთი ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;
ე) სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ და გადასაცემი ტრანსფერების თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების მომზადება, შემუშავება.
მუხლი 33
თ) სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წლიური საბიუჯეტო კანონის მიხედვით განწერის მომზადება და დაზუსტება;
სახელმწიფო საგარეო ვალის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის, კერძოდ, პირდაპირი და გარანტირებული საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით; მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;
ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
გ) საგარეო კრედიტებისათვის, მათ შორის რესტრუქტურირებული კრედიტებისათვის, ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
დ) საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების ძალაში შესვლის შემთხვევისათვის საჭირო საგარანტიო თანხის მოცულობის შეფასება და დაგეგმვა;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებებში საქართველოს სააქციო/საპაიო შესატანების, ასევე აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა აღრიცხვა და დაგეგმვა;
ვ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტებისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა;
ზ) სახელმწიფო საგარეო პირდაპირი და პირობითი ვალის რეესტრის წარმოება;
თ) სახელმწიფო საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი;
კ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ლ) საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრა და დაგეგმვა ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული პარამეტრის ფარგლებში;
მ) საგარეო წყაროებიდან დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შემუშავება;
ნ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;
ო) „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების რესტრუქტურირების პროცესში მონაწილეობა.
მუხლი 34
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის თანახმად ან სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის დაზუსტების დროს მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით წარმოდგენილ საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებების მიღება, დამუშავება, სახაზინო კოდების მინიჭება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;
სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ქონების მართვის პროცესში მაქსიმალური ფინანსური შედეგების მიღწევის უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და მონაწილეობის მიღება მათ რეალიზაციაში;
ბ) არასაგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება; არასაგადასახადო შემოსავლების წლიური გეგმის, თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების მომზადება; არასაგადასახადო შემოსავლების დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის ანალიზი და გეგმის შესრულების ყოველთვიური, ყოველკვარტარული და წლიური ანგარიშების მომზადება;
გ) სახელმწიფო შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება; სახელმწიფოს შიდა რესურსების ხარჯზე გაცემული სესხის მართვა და სასესხო ვალდებულებათა შესრულების მიზნით სესხით მოსარგებლე საწარმოთა მიმართ სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
დ) „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოების ფინანსური მონიტორინგი;
ე) „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო შიდა რესურსებიდან გაცემული სესხების (სასესხო დავალიანებების) რესტრუქტურიზაციის, უიმედოდ აღიარებულ სასესხო დავალიანებათა ოდენობის დაზუსტების, სასესხო დავალიანებათა გარკვეული ოდენობის პატიების, სასესხო დავალიანებათა მესამე პირისათვის გადაკისრების, სასესხო დავალიანებათა მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის დათმობის თაობაზე წინადადებების მომზადება და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლი;
ვ) „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართვ
ელოს კანონის შესაბამისად, სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოთა მიმართ გაკოტრების საქმის გახსნის თაობაზე წინადადებების მომზადება; სასესხო დავალიანებების მქონე საწარმოთა მიმართ დაწყებული გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;ზ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა, წმინდა მოგების განაწილების შესახებ წინადადებების მომზადება.
მუხლი 35
კ) დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;
სახელმწიფო საშინაო ვალის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით; მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;
ბ) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
გ) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;
დ) სახელმწიფო საშინაო პირდაპირი და პირობითი ვალის რეესტრის წარმოება;
ე) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
ვ) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
მუხლი 36
ლ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა, დადასტურება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;
მ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ნ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავებაში და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ო) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) შესრულების ანგარიშის მომზადება, საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
პ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ბიუჯეტების ანალიზი და მათ ფუნქციებთან დაკავშირებული შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება;
ჟ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
რ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ს) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ტ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;
უ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;
ფ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა;
ქ) ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად საქართველოსათვის სავალდებულო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის დადგენილება №49-სსმ III, №60, 14.06.2004წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №48, 07.04.2006წ; მუხ.608
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №85-სსმ III, №59, 28.04.2006წ; მუხ.774
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №203-სსმ III, №148, 09.10.2008წ; მუხ.1477
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №261-სსმ III, №159, 30.12.2009წ; მუხ.1955
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 15.04.2011წ.
მუხლი 28. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 29. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199-სსმ III, №137, 06.11.2009წ; მუხ.1563
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №175-სსმ III, №80, 06.07.2010წ; მუხ.1169
მუხლი 30. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 31. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 32. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის დადგენილება №49-სსმ III, №60, 14.06.2004წ; მუხ.525
მუხლი 33. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 34. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 35. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 36. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №113-სსმ III, №142, 04.12.2004წ; მუხ.1285
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.211
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №148-სსმ III, №100, 26.08.2005წ; მუხ.1124
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის დადგენილება №109-სსმ III, №78, 04.06.2007წ; მუხ.836
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №203-სსმ III, №148, 09.10.2008წ; მუხ.1477
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199-სსმ III, №137, 06.11.2009წ; მუხ.1563
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №399-სსმ III,№172,31.12.2010წ; მუხ.2472
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 15.04.2011წ.
მუხლი 37. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №16, 11.02.2010წ; მუხ.184
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №95-სსმ III, №33, 31.03.2010წ; მუხ.542
მუხლი 38. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199-სსმ III, №137, 06.11.2009წ; მუხ.1563
მუხლი 39🔗
დავების განხილვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად;
ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;
გ) საბჭოს მიერ საჩივრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება;
ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადება.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
მუხლი 40. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199-სსმ III, №137, 06.11.2009წ; მუხ.1563
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №16, 11.02.2010წ; მუხ.184
მუხლი 41. შიდა აუდიტის დეპარტამენტი🔗
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება, სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით :
ა.ა ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ა.ბ ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
ა.გ ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის , ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ა.დ ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის , სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ა.ე ) სამინისტროს აქტივების , სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ა.ვ ) სხვა საქმიანობა , რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას , „ სახელმ წიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შემდეგი ღონისძიებები :
ბ.ა ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის განხორციელება , მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;
ბ.ბ ) სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება , შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ბ.გ ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის , სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ბ.დ ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი;
ბ.ე ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;
ბ.ვ ) დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა .
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №95-სსმ III, №33, 31.03.2010წ; მუხ.542
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება №156 - ვებგვერდი, 03.05.2012წ.
მუხლი 42🔗
საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
გ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;
დ) საგადასახადო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
ე) მოსაკრებლის სფეროში ერთიანი კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;
ვ) ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის) მომზადების კოორდინაცია;
ზ) საგადასახადო და საბაჟო სფეროებში გასაფორმებელ საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების მომზადების, შეთანხმებების დადებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
თ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 15.04.2011წ.
მუხლი 43🔗
ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებათა და მაჩვენებელთა შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
დ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
ე) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ვ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ზ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო ორგანოების მიხედვით;
თ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ი) ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება, საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 15.04.2011წ.
მუხლი 44. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ივლისის დადგენილება №248 - ვებგვერდი, 10.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 07.05.2013წ.
მუხლი 45. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ივლისის დადგენილება №248 - ვებგვერდი, 10.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 07.05.2013წ.
მუხლი 46. პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური🔗
პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მინისტრის მოადგილისათვის – საპარლამენტო მდივნისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) საქართველოს პარლამენტთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 2 ნოემბრის დადგენილება №444 - ვებგვერდი, 05.11.2012წ.
მუხლი 47🔗
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზის უზრუნველყოფა;
გ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;
დ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა;
ე) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ვ) სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, მოსამსახურეთა გადამზადების (კვალიფიკაციის შეცვლის) და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ი) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 07.05.2013წ.
მუხლი 48🔗
ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საჯარო ფინანსების სექტორში შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემის გაუმჯობესება და მისი სტანდარტიზაცია;
ბ) საჯარო ფინანსების სექტორში პოლიტიკის ანალიზის სისტემის დანერგვა და მისი სტანდარტიზაცია.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 07.05.2013წ.
მუხლი 49🔗
ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ინფორმაციული აქტივების აღწერა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მათზე წვდომის წესების განსაზღვრა;
ბ) სამინისტროს ინფორმაციული აქტივების დაცვა;
გ) ინფორმაციის დამუშავების ინფრასტრუქტურაში არსებული სისუსტეების მართვა;
დ) საფრთხეების და ინციდენტების მართვა, რომლებსაც გავლენა შეუძლიათ მოახდინონ სამინისტროს ინფორმაციულ რესურსებზე;
ე) უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების და სტანდარტების მომზადება და მათი მეშვეობით სამინისტროს საინფორმაციო რესურსების სათანადო გამოყენების უზრუნველყოფა;
ვ) ინფორმაციის დაცვის სფეროში თანამშრომლებისათვის მათი ვალდებულებების გაცნობა;
ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოსათვის ანგარიშების, სხდომების ოქმებისა და დღის წესრიგის მომზადება.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 07.05.2013წ.
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებებისა და მაჩვენებლების შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი; ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების, უპირატესად საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზული გაანგარიშებების განხორციელება;
ბ) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის რეგიონალურ (ტერიტორიულ) ჭრილში;
გ) დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანალიზი; მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტის მომზადება;
დ) კონსოლიდირებული ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ყოველთვიური ანალიზი; შესაბამისი ანგარიშების მომზადება და საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების წარდგენა;
ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის გრძელვადიან მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ზ) მოქმედი საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან და მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების მომზადება;
თ) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტული წინადადებების მომზადება;
ი) მოსაკრებლის, ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სფეროში ერთიანი კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;
კ) ეკონომიკის ცალკეული დარგების მიხედვით განვითარების სტრატეგიის შემოთავაზებული პროექტების ფინანსური ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ლ) კანონმდებლობის მიხედვით საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებაში მონაწილეობა;
მ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის სამუშაოთა კოორდინაცია;
ნ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიზური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ო) სახელმწიფო საფინანსო სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით;
პ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ მინისტრისა და სამინისტროს დავალებათა შესრულების პროცესისა და ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია და ხელშეწყობა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” მიღებულია 21.05.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.039.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”-ში?
- დოკუმენტში სულ 58 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2013.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”, №39, 21.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.039 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12268/