„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (58)
შემდგომი ცვლილებები (32)
წინა ცვლილებები (26)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №39
2004 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორ თვეში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს გარდაქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიულ ორგანოდ.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის დადგენილება №49-სსმ III, №60, 14.06.2004წ; მუხ.525
2. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
3. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
4. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
5. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №113-სსმ III, №142, 04.12.2004წ; მუხ.1285
6. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
7. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.211
8. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
9. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მაისის დადგენილება №88-სსმ III, №61, 19.05.2005წ; მუხ.647
10. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №106-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.786
11. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №148-სსმ III, №100, 26.08.2005წ; მუხ.1124
12. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №12-სსმ III, №8, 23.01.2006წ; მუხ.67
13. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №48, 07.04.2006წ; მუხ.608
14. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №85-სსმ III, №59, 28.04.2006წ; მუხ.774
15. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №255-სსმ III, №176, 29.12.2006წ; მუხ.2390
16. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
17. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
18. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის დადგენილება №109-სსმ III, №78, 04.06.2007წ; მუხ.836
19. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №257-სსმ III, №170, 30.11.2007წ; მუხ.1886
20. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №274-სსმ III, №180, 20.12.2007წ; მუხ.1981
21. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №297-სსმ III, №184, 26.12.2007წ; მუხ.2058
22. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №55-სსმ III, №39, 13.03.2008წ; მუხ.432
23. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
24. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №123-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.800
25. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 ივნისის დადგენილება №135-სსმ III, №85, 17.06.2008წ; მუხ.908
26. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას.
2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით;
3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
6. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ხარჯთა ნუსხა.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0105, გორგასლის ქ. №16.
8. სამინისტროს სრული სახელწოდებაა „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №297-სსმ III, №184, 26.12.2007წ; მუხ.2058
მუხლი 2
1. სამინისტროს აქვს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“, შესაბამისი თარგმანით ინგლისურ ენაზე.
2. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება როგორც სამინისტროს, ისე მის სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბრებზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც მტკიცდება და რეგისტრირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
თავი II
სამინისტროს კომპეტენცია და უფლებამოსილებანი
მუხლი 3
სამინისტროს ფუნქციებია:
ა) საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება;
ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებების ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითად დებულებათა და საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტების ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;
ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებების ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითად დებულებათა და საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
გ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება და საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში მისი წარდგენა მთავრობისათვის;
დ) ამოღებულია;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის დაბალანსებისათვის საბიუჯეტო დეფიციტის ზღვრული სიდიდის გაანგარიშება და მისი შევსების წყაროების განსაზღვრა;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების უზრუნველყოფა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ვ) სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
ვ) სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ზ) ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებათა რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედვით; საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულების დამოწმების შესაბამისად გადახდა დადგენილი წესის მიხედვით; უკან დასაბრუნებელ სახელმწიფო შემოსულობათა დაბრუნების პროცესის მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;
ზ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებათა რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედვით; საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულების დამოწმების შესაბამისად გადახდა დადგენილი წესის მიხედვით; უკან დასაბრუნებელ სახელმწიფო შემოსულობათა დაბრუნების პროცესის მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
თ) ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამ ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების მცურავი ყოველკვარტალური ფინანსური გეგმის შედგენა;
თ) ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამ ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მცურავი ყოველკვარტალური ფინანსური გეგმის შედგენა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების წესის შემუშავება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების ხარჯვის ნორმებისა და ნორმატივების სრულყოფა;
კ) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, მის შემოსულობათა ოპერატიული მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;
ლ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის სტრუქტურისა და ძირითადი შემადგენლობის დამტკიცება, მათში ცვლილების შეტანა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით;
ლ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა კანონმდებლობის შესაბამისად; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
მ) კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო ანგარიშგებისა და ფორმის დადგენა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების წარდგენის წესისა და ვადების დადგენა;
მ) კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო ანგარიშგებისა და ფორმის დადგენა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების წარდგენის წესისა და ვადების დადგენა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ო) საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც ფისკალურ აგენტ ბანკთან ერთად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი პარამეტრების დაცვაში მონაწილეობა;
პ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი პროგრამების შედგენა, კონცეფციების ჩამოყალიბება და მათი განხორციელების ორგანიზება; საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო შემოსავლების სრული მობილიზების უზრუნველყოფა გადასახადების აკრეფის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; ამ მიზნით სათანადო წინადადებათა მომზადება და მათი განხორციელების ორგანიზება;
ჟ) საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებების, განკარგულებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი;
რ) საგადასახადო, საბაჟო და საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებლობის აღსრულებისა და გამოყენების ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების შედგენა და დადგენილი წესით მათი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
ს) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მუშაობით მიღწეული და მოსალოდნელი შედეგების ანალიზი და პროგნოზირება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემდგომი სრულყოფის შესახებ სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
ტ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთა, თავიდან აცილება, წინასწარი გამოძიება; საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ამ სფეროში დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის წინადადებათა მომზადება;
უ) არასაგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება და მათი შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების მომზადება;
ფ) სახელმწიფო საგარეო და საშინაო პირდაპირი და პირობითი (გარანტირებული) ფინანსური ვალდებულებების აღრიცხვა, აგრეთვე ამ ვალდებულებათა მართვასა და მომსახურებაში მონაწილეობა;
ქ) სახელმწიფოს მიმართ საქართველოს იმ ეკონომიკური აგენტების ფინანსურ ვალდებულებათა აღრიცხვა, რომლებიც სარგებლობენ საგარეო წყაროებიდან მიღებული სახელმწიფო საკრედიტო რესურსებით ან კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიებით, აგრეთვე ამ ვალდებულებათა მართვასა და მომსახურებაში მონაწილეობა;
ღ) სახელმწიფო ვალის ფორმირების, კერძოდ, სახელმწიფო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობა;
ყ) სხვადასხვა ვადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულების გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავება, ემისიების განხორციელება და მის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების შესრულება;
შ) სახელმწიფოს შიდა, რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა; სასესხო ვალდებულებათა (დავალიანებათა) დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საჭიროების შემთხვევაში სასესხო ვალდებულებათა (დავალიანებათა) რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება;
ჩ) აქციზური მარკების სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება, აქციზური მარკების რეალიზაცია, მარკების გამოყენებისათვის მკაცრი კონტროლის დაწესება, სამომხმარებლო ბაზარზე მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის მონიტორინგი, დასაბეჭდი აქციზური მარკების რაოდენობის განსაზღვრა და მათი ბეჭდვის ორგანიზება;
ც) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის საერთო მეთოდოლოგიის შემუშავება, სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების შემუშავება;
ძ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება; საქართველოს მიერ მიღებული გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების, სახელმწიფო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების აღრიცხვა და სათანადო საჯარო რეესტრების წარმოება;
წ) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე საქონლის მონეტიზაციის პროგრამების განხილვა, შეთანხმება;
ჭ) უცხოური საინვესტიციო რესურსების მოზიდვაში მონაწილეობა და ქვეყანაში ინვესტიციური პოლიტიკისადმი ფინანსური მხარდაჭერა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ხ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების შესაძლო ფინანსური შედეგების თაობაზე დასკვნის მომზადება;
ჯ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობის უფლების ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა და ლიცენზიის (ნებართვის) პირობების შესრულების კონტროლი;
ჰ) ამოღებულია;
ჰ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეული სახეობის ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების შეჩერება, განახლება, ცვლილებების შეტანა, გაუქმება და საქმიანობის კონტროლი, აგრეთვე ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ლეგალიზაცია, განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია;
ჰ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მათი დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება, ფორმების სახის შეთანხმება და რეგისტრაცია;
ჰ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;
ჰ.დ) ამოღებულია;
ჰ.ე) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილ წინადადებათა განხილვა-შეთანხმება;
ჰ.ვ) კანონმდებლობით დადგენილი საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციათა განხორციელება;
ჰ.ზ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა სახელმწიფო კონტროლი, რომელთა მაკონტროლებელ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აგრეთვე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება;
ჰ.თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში;
ჰ.ი) ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად საქართველოსათვის სავალდებულო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტა.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.211
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მაისის დადგენილება №88-სსმ III, №61, 19.05.2005წ; მუხ.647
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №106-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.786
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №148-სსმ III, №100, 26.08.2005წ; მუხ.1124
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №48, 07.04.2006წ; მუხ.608
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №85-სსმ III, №59, 28.04.2006წ; მუხ.774

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები
მუხლი 4
1. სამინისტროს ხელმღვანელობს მინისტრი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მინისტრი:
ა) წარმოადგენს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;
გ) უშუალოდ, აგრეთვე პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით წყვეტს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს;
ე) ამოღებულია;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:
ვ.ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს;
ვ.ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით;
ვ.გ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მოადგილეებს (ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების სტრუქტურული ქვედანაყოფების, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების მოადგილეებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილის გარდა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);
ვ.დ) შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოების უფროსებს;
ზ) დადგენილი წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ; შეაქვს წინადადებები სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლის საკითხებზე და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტი და მიზანშეწონილი შესრულებისათვის;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტი და მიზანშეწონილი შესრულებისათვის; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
თ) სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ი) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურასა და დებულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიული აქტებით;
კ) პასუხისმგებელია სამინისტროს სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
მ) ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა და ტერიტორიულ ორგანოთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მთავრობის დადგენილებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; მინისტრი უფლებამოსილია აგრეთვე ძალადაკარგულად ცნოს ზემოაღნიშნულ თანამდებობის პირთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის გამო;
ნ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე ტერიტორიულ ორგანოებს შორის;
ო) დადგენილი წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებით მისთვის დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს აძლევს სამსახურებრივი-საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;
რ) განსაზღვრავს საგადასახადო და საბაჟო ორგანოების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს;
ს) ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სტაჟირების ან/და პრაქტიკის გავლის წესს.
4. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.
5. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს კომპეტენციას, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან; თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
6. ა) მინისტრი უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანო – სათათბირო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის გადაწყვეტილებით – სამინისტროს აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების თანამდებობის პირები. სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ აგრეთვე სამეცნიერო დაწესებულებებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები მხოლოდ მათი თანხმობით. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, წევრთა რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი შესაბამისი ბრძანებით;
ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხთა განხილვისა და მათ შესახებ დასკვნების მომზადების მიზნით მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი. სათათბირო ორგანოებს შეიძლება მიეცეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით;
გ) სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, სათათბირო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;
დ) სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების საჯარო მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით; მის მუშაობაში შეიძლება ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;
ე) თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს;
ვ) სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი;
ზ) სათათბირო ორგანო უფლებამოსილია თავის წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ორგანოებიდან გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები;
თ) სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №12-სსმ III, №8, 23.01.2006წ; მუხ.67

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №257-სსმ III, №170, 30.11.2007წ; მუხ.1886
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №274-სსმ III, №180, 20.12.2007წ; მუხ.1981
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №55-სსმ III, №39, 13.03.2008წ; მუხ.432
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №123-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.800

მუხლი 5
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
3. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას მინისტრის არყოფნისას.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
მუხლი 6
1. გარდა ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა, სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ) სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდებარებიან მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) შიდა ქვედანაყოფების მიხედვით ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;
თ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებით, მინისტრის და/ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
თავი IV
სამინისტროს სისტემა
მუხლი 7
სამინისტროს სისტემაში შედის:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო;
ბ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამინისტრო; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
გ) ამოღებულია;
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) გენერალური ინსპექცია;
ბ) შემოსავლების სამსახური;
გ) სახაზინო სამსახური.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 ივნისის დადგენილება №135-სსმ III, №85, 17.06.2008წ; მუხ.908

მუხლი 8
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) მინისტრის აპარატი;
ე) საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი;
ზ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი;
თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ი) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
კ) დავების განხილვის სამსახური. (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის დადგენილება №49-სსმ III, №60, 14.06.2004წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527

თავი V
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და ტერიტორიული ორგანოები
მუხლი 9
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე თანამდებობის პირთა მუშაობის მონიტორინგსა და ზედამხედველობას, ხელმძღვანელობს მუშაობის ეფექტიანობის შემოწმებას.
2. ახორციელებს სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის მონიტორინგსა და ზედამხედველობას, აწარმოებს სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების შემოწმებას, განიხილავს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციების შესახებ.
3. გენერალური ინსპექცია დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანების ან/და გენერალური ინსპექციის უფროსის განკარგულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმებას.

მუხლი 10
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები ასრულებენ სამართალდამცავი ორგანოს ფუნქციებს.
2. სამსახური (სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს;
ბ) ორგანიზაციას უწევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადების, აგრეთვე სხვა კანონებით განსაზღვრული და მის კომპეტენციაში შემავალი გადასახდელების ადმინისტრირებას;
გ) ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო და საბაჟო კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო და სხვა კონტროლს;
დ) ახორციელებს ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ქვედანაყოფების (საგადასახადო და საბაჟო ორგანოების და სხვა) საქმიანობის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას;
ე) შეიმუშავებს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით განსაზღვრული დადგენილებებისა და ბრძანებების პროექტებს და მეთოდურ მითითებებს, აგრეთვე მონაწილეობს საგადასახადო და საბაჟო სფეროებში (მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში) კანონპროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებასა და განხილვაში;
ვ) დადგენილი წესით მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვის დროს;
ზ) ახდენს სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევასა და განაწილებას, აგრეთვე ახორციელებს კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებს;
თ) მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, ცვლილებების შეტანის, გაუქმების, მოქმედების შეჩერების და განახლების თაობაზე;
ი1) ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივ რეგულირებას; კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემას, ცვლილებების შეტანას, გაუქმებას და კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს, აგრეთვე ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას; ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების/ნივთის (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) ლეგალიზაციას, განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების/ნივთის (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) და ღირებულების მქონე ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზას და უტილიზაციას;
ი2) იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
ი3) აღრიცხავს გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების ტექნიკური დახმარების პროექტებით იმპორტირებულ საქონელს;
კ) აწარმოებს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებთან და დანაშაულებთან დაკავშირებით;
ლ) უზრუნველყოფს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულთა გამოვლენას, გახსნას და აღკვეთას, ამ მიზნით:
ლ.ა) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, იყენებს ფიზიკურ იძულებას კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში;
ლ.ბ) ატარებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, გამოითხოვს მოსამართლის ბრძანებას კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით;
ლ.გ) წინასწარი გამოძიების სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს შესაბამის ექსპერტიზას;
მ) დანაშაულისა თუ სხვა სამართალდარღვევის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას აჩერებს და ათვალიერებს სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ამოწმებს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ საბუთებს, ახდენს პირის (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების) დაკავებას სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
ნ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ო) სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებასთან დაკავშირებით იძახებს ფიზიკურ პირს, სთხოვს ახსნა-განმარტებას და საქმესთან (მასალებთან) დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტებს;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლებამოვალეობებს.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №255-სსმ III, №176, 29.12.2006წ; მუხ.2390

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის დადგენილება №109-სსმ III, №78, 04.06.2007წ; მუხ.836

მუხლი 11 (ამოღებულია)

მუხლი 12
1. სახაზინო სამსახური (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვას, ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას;
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვას, ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ბ) ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ხარჯების განწერის საფუძველზე დაფინანსების გეგმის გაშლას მხარჯავ დაწესებულებათა მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარმოდგენილი განაწილების მიხედვით;
გ) მხარჯავ დაწესებულებათა ვალდებულებების რეგისტრაციას დადგენილი წესის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების დამოწმების შესაბამისად გადახდას დადგენილი წესით;
დ) შესაბამისი საგადასახადო, საბაჟო ორგანოს ან ხელისუფლების სხვა ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ბიუჯეტის შემოსულობების დაბრუნებას, აღრიცხვასა და ანგარიშგებას;
ე) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შემუშავებას;
ვ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოებას, სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვისა და რესტრუქტურიზაციის საკითხთა განხილვას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;(ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ზ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობას; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
2. სახელმწიფო ხაზინა მხარჯავი დაწესებულებებიდან იღებს ბიუჯეტის შესრულების ბალანსს.
3. სახელმწიფო ხაზინა მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში შემავალი დეპარტამენტების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მეშვეობით, რომელთა დებულებას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

მუხლი 13 (ამოღებულია )
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №106-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.786
მუხლი 14 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მაისის დადგენილება №88-სსმ III, №61, 19.05.2005წ; მუხ.647
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
მუხლი 15 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
მუხლი 16
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები იქმნება, მათი ფუნქციები, უფლებამოსილებანი და სამოქმედო ტერიტორიების დადგენის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
3. ამოღებულია.

თავი VI
სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 17
1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ნუსხა, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება შესაბამისად ამ დებულებით, სამინისტროს საშტატო ნუსხით, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად.
მუხლი 18
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის, კერძოდ, პირდაპირი და გარანტირებული საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით; მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;
ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
გ) საგარეო კრედიტებისათვის, მათ შორის რესტრუქტურირებული კრედიტებისათვის, ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
დ) საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების ძალაში შესვლის შემთხვევაში საჭირო საგარანტიო თანხის მოცულობის შეფასება და დაგეგმვა;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებებში საქართველოს სააქციო/საპაიო შესატანების, ასევე აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა აღრიცხვა და დაგეგმვა;
ვ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებულ კრედიტებსა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა;
ვ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებულ კრედიტებსა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ზ) სახელმწიფო საგარეო პირდაპირი და პირობითი ვალის რეესტრის წარმოება;
თ) სახელმწიფო საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი;
კ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ლ) საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრა და დაგეგმვა ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული პარამეტრის ფარგლებში;
მ) საგარეო წყაროებიდან დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შემუშავება;
ნ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;
ო) „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფოს საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების რესტრუქტურირების პროცესში მონაწილეობა;
ო) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირების პროცესში მონაწილეობა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
პ) სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება;
პ) სახელმწიფო სექტორის მიერ მიღებული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ჟ) ამოღებულია;
რ) ამოღებულია;
ს) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ს) სარეიტინგო კომპანიებთან მუშაობა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ტ) ამოღებულია;
უ) საერთაშორისო შეთანხმებების, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო სფეროებში მომზადება, მოლაპარაკების გამართვის ორგანიზება;
უ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ფ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებზე დასკვნების მომზადების კოორდინაცია, საერთაშორისო აქტებთან საქართველოს შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ქ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;
ღ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
შ) ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება სახელმწიფო საგარეო ვალის მდგრადობის შესახებ; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ჩ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის საკითხების შესრულების კოორდინაცია. (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
მუხლი 19 (ამოღებულია )
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 20 (ამოღებულია )
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 21 (ამოღებულია )
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
მუხლი 22
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ბ) იურიდიული კონსულტაციების გაწევა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის;
გ) საფინანსო კანონმდებლობის ანალიზში მონაწილეობის მიღება მისი შემდგომი სრულყოფის მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ზ) მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;
თ) მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული სამინისტროს უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაცია. (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
მუხლი 23
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) მატერიალურ-ტენიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი;
გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
დ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოების ორგანიზება;
ე) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოხელეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (გარდა შემოსავლების სამსახურისა) არსებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე საერთო პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი, იარაღის ტარების უფლების მქონე თანამდებობის პირთა საერთო რეესტრის წარმოება;
თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) უფლებამოსილ საჯარო მოხელეებისათვის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;
ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ნაერთი ბალანსის შედგენა;
ლ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;
მ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ნ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ო) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
პ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №55-სსმ III, №39, 13.03.2008წ; მუხ.432
მუხლი 24 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 25
მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია:
ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სხვა უწყებებთან საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;
დ) მინისტრის სახელზე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება, მინისტრის რეზოლუციების პროექტების მომზადება;
ე) მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და მინისტრთან გამართული თათბირების ორგანიზაცია დადგენილი წესით;
ვ) პროტოკოლის წარმოება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;
თ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №55-სსმ III, №39, 13.03.2008წ; მუხ.432
მუხლი 26 (ამოღებულია )
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
მუხლი 27
საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიზური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
ბ) საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტის მომზადება;
დ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წინადადებების მომზადება მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების თაობაზე;
ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ვ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით განსაზღვრული წლიური ასიგნებების ფარგლებში ამ ასიგნებათა კვარტალური გაწერის პროექტის მომზადება და მინისტრის ბრძანების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის მიწოდება;
ვ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით კვარტალური განწერისა და ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის პროექტის მომზადება. მინისტრის ბრძანების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის შესაბამისი დამტკიცებული მონაცემის მიწოდება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ზ) მინისტრის მიერ დადგენილი წესის თანახმად, მხარჯავი დაწესებულებებისათვის ან სპეციალური სახელმწიფო ფონდისათვის გამოყოფილ ასიგნებათა მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე დანაწილების შესახებ წინადადების მომზადება;
ზ) მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის თანახმად შესაბამისი წინადადებების მომზადება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
თ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
კ) ამოღებულია;
ლ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) შესრულების ანგარიშის მომზადება, სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ო) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;
ო) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;
პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ჟ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების შემუშავება;
ჟ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
რ) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით; მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;
რ) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ს) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
ტ) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;
უ) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება;
ფ) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
ქ) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ქ) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო საშინაო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ღ) ამოღებულია;
ყ) ამოღებულია;
შ) ამოღებულია;
ჩ) ამოღებულია;
ც) ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად საქართველოსათვის სავალდებულო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის დადგენილება №49-სსმ III, №60, 14.06.2004წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №48, 07.04.2006წ; მუხ.608
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №85-სსმ III, №59, 28.04.2006წ; მუხ.774
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
მუხლი 28 (ამოღებულია )
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 29
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობასა და დემოკრატიზაციას;
ბ) ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობას;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ფინანსთა სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტებას სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესში;
დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას;
ე) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
მუხლი 30 (ამოღებულია )
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 31 (ამოღებულია )
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 32 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის დადგენილება №49-სსმ III, №60, 14.06.2004წ; მუხ.525
მუხლი 33 (ამოღებულია )
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 34 (ამოღებულია )
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 35 (ამოღებულია )
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 36
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება;
ბ) მოსაკრებლის სფეროში ერთიანი კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;
გ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება, სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვისა და რესტრუქტურიზაციის საკითხთა განხილვა და მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) საგადასახადო შეთანხმების (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის)) ხელშეკრულებების მომზადების კოორდინაცია, მათ შორის, მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება და ხელშეკრულებების გაფორმება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
დ) „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოების მიმართ დაწყებული გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ე) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
ვ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ზ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
თ) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებათა და მაჩვენებელთა შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;
ი) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
ლ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
მ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ნ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მათი დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ო) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება, ფორმების სახის შეთანხმება და რეგისტრაცია; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
პ) ამოღებულია;
ჟ) ამოღებულია;
რ) მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ს) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით გაწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით;
ს) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ტ) დამტკიცებული გაწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური გაწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ტ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
უ) ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
ფ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ქ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება. (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №113-სსმ III, №142, 04.12.2004წ; მუხ.1285
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.211
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №148-სსმ III, №100, 26.08.2005წ; მუხ.1124
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის დადგენილება №109-სსმ III, №78, 04.06.2007წ; მუხ.836
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
მუხლი 37
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტიანი მომსახურება;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისათვის საინტერესო ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და გადამუშავებული სახით სისტემის დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდება;
გ) საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება;
დ) ინფორმაციის დაცვის საიმედოობის უზრუნველყოფა თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
ე) სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელების სისტემური ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს სისტემის ცენტრალური აპარატის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების სტანდარტული საინფორმაციო სისტემებით უზრუნველყოფა და მათთვის ტექნიკური საშუალებების მიწოდების აუცილებლობისა და სტანდარტების განსაზღვრა;
ზ) სისტემის სტრუქტურულ ერთეულებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებათა გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურირება, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება;
თ) ახალი პროგრამული პროდუქტების შემოწმება სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკის გათვალისწინებით და ამ პროგრამული პროდუქტების დანერგვა სისტემაში შემავალ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, პროგრამულ სისტემებში ცვლილებების შეტანა ახალი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, შემოსული ინფორმაციის დამუშავების მეთოდებისა და ალგორითმების გამოკვლევა და დადგენა, მათ საფუძველზე ტექნიკური პროექტებისა და დავალებების შემუშავება;
ი) მომხმარებლების ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, კონსოლიდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით საცნობარო, საძიებო, ანალიტიკური და ექსპერტული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, რომელიც განახორციელებს ცალკეული გადასახადების მიხედვით შემოსავლების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობისა და გადამხდელის შესახებ სრული საინფორმაციო პაკეტის მონიტორინგს;
კ) ერთიან საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით ანალიტიკურ-სტატისტიკური ფორმების შემუშავება და ამ ფორმებით სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა;
ლ) მონაწილეობა ქვეყნის სახელმწიფო ფინანსების ფაქტობრივი მაჩვენებლების ამსახველი სტატისტიკურ-საინფორმაციო კრებულების შედგენა-გამოცემის სამუშაოებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ფორმების დამუშავებაში;
მ) სამინისტროს ვებრესურსების ადმინისტრირება და სამინისტროს ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
მუხლი 38
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა;
გ) საკადრო რესურსების მართვის (მიღება, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის შექმნა;
დ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ჩანაწერების შეტანა მოხელეთა შრომის წიგნაკებში;
ე) საჯარო მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ვ) საჯარო მოსამსახურეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ზ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება;
თ) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება და გაკონტროლება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის აქტების მომზადება.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
მუხლი 39 (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
დავების განხილვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად;
ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;
გ) საბჭოს მიერ საჩივრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება;
ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადება. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 მარტიდან)

1
+

მუხლი 1🔗

დ) ამოღებულია ;

ე) ამოღებულია ;

ი) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

ე) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შემუშავებას.
ე) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შემუშავებას;
ვ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოებას, სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვისა და რესტრუქტურიზაციის საკითხთა განხილვას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;(ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ზ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობას; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
2. სახელმწიფო ხაზინა მხარჯავი დაწესებულებებიდან იღებს ბიუჯეტის შესრულების ბალანსს.
3. სახელმწიფო ხაზინა მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში შემავალი დეპარტამენტების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მეშვეობით, რომელთა დებულებას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 ივნისის დადგენილება №135-სსმ III, №85, 17.06.2008წ; მუხ.908
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 ივნისის დადგენილება №135-სსმ III, №85, 17.06.2008წ; მუხ.908
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
მუხლი 13 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №106-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.786
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №106-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.786
მუხლი 14 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მაისის დადგენილება №88-სსმ III, №61, 19.05.2005წ; მუხ.647
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
მუხლი 15 (ამოღებულია)🔗

ღ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება.
ღ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
შ) ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება სახელმწიფო საგარეო ვალის მდგრადობის შესახებ; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ჩ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის საკითხების შესრულების კოორდინაცია. (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
მუხლი 19 (ამოღებულია )🔗

მუხლი 20 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 21 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
მუხლი 22
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ბ) იურიდიული კონსულტაციების გაწევა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის;
გ) საფინანსო კანონმდებლობის ანალიზში მონაწილეობის მიღება მისი შემდგომი სრულყოფის მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ზ) მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა.
ზ) მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;
თ) მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული სამინისტროს უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაცია. (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
მუხლი 23
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) მატერიალურ-ტენიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი;
გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
დ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოების ორგანიზება;
ე) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოხელეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (გარდა შემოსავლების სამსახურისა) არსებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე საერთო პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი, იარაღის ტარების უფლების მქონე თანამდებობის პირთა საერთო რეესტრის წარმოება;
თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) უფლებამოსილ საჯარო მოხელეებისათვის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;
ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ნაერთი ბალანსის შედგენა;
ლ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;
მ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ნ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ო) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
პ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №55-სსმ III, №39, 13.03.2008წ; მუხ.432
მუხლი 24 (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 25
მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია:
ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სხვა უწყებებთან საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;
დ) მინისტრის სახელზე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება, მინისტრის რეზოლუციების პროექტების მომზადება;
ე) მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და მინისტრთან გამართული თათბირების ორგანიზაცია დადგენილი წესით;
ვ) პროტოკოლის წარმოება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;
თ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №55-სსმ III, №39, 13.03.2008წ; მუხ.432
მუხლი 26 (ამოღებულია )🔗

მუხლი 28 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 29
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობასა და დემოკრატიზაციას;
ბ) ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობას;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ფინანსთა სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტებას სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესში;
დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას;
ე) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
მუხლი 30 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 31 (ამოღებულია )🔗

მუხლი 32 (ამოღებულია)🔗

მუხლი 33 (ამოღებულია )🔗

მუხლი 34 (ამოღებულია )🔗

მუხლი 35 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 36
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება;
ბ) მოსაკრებლის სფეროში ერთიანი კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;
გ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება, სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვისა და რესტრუქტურიზაციის საკითხთა განხილვა და მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ) „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოების მიმართ დაწყებული გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;
გ) საგადასახადო შეთანხმების (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის)) ხელშეკრულებების მომზადების კოორდინაცია, მათ შორის, მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება და ხელშეკრულებების გაფორმება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
დ) „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოების მიმართ დაწყებული გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ე) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
ვ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ზ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
თ) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებათა და მაჩვენებელთა შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;
ი) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
ლ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
მ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ნ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მათი დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა;
ნ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მათი დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ო) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება, ფორმების სახის შეთანხმება და რეგისტრაცია;
ო) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება, ფორმების სახის შეთანხმება და რეგისტრაცია; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
პ) ამოღებულია;
ჟ) ამოღებულია;
რ) მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია;
რ) მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ს) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით გაწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით;
ს) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ტ) დამტკიცებული გაწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური გაწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ტ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
უ) ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
ფ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ქ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება.
ქ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება. (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №113-სსმ III, №142, 04.12.2004წ; მუხ.1285
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.211
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №148-სსმ III, №100, 26.08.2005წ; მუხ.1124
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის დადგენილება №109-სსმ III, №78, 04.06.2007წ; მუხ.836
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის დადგენილება №109-სსმ III, №78, 04.06.2007წ; მუხ.836
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
მუხლი 37
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტიანი მომსახურება;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისათვის საინტერესო ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და გადამუშავებული სახით სისტემის დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდება;
გ) საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება;
დ) ინფორმაციის დაცვის საიმედოობის უზრუნველყოფა თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
ე) სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელების სისტემური ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს სისტემის ცენტრალური აპარატის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების სტანდარტული საინფორმაციო სისტემებით უზრუნველყოფა და მათთვის ტექნიკური საშუალებების მიწოდების აუცილებლობისა და სტანდარტების განსაზღვრა;
ზ) სისტემის სტრუქტურულ ერთეულებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებათა გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურირება, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება;
თ) ახალი პროგრამული პროდუქტების შემოწმება სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკის გათვალისწინებით და ამ პროგრამული პროდუქტების დანერგვა სისტემაში შემავალ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, პროგრამულ სისტემებში ცვლილებების შეტანა ახალი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, შემოსული ინფორმაციის დამუშავების მეთოდებისა და ალგორითმების გამოკვლევა და დადგენა, მათ საფუძველზე ტექნიკური პროექტებისა და დავალებების შემუშავება;
ი) მომხმარებლების ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, კონსოლიდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით საცნობარო, საძიებო, ანალიტიკური და ექსპერტული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, რომელიც განახორციელებს ცალკეული გადასახადების მიხედვით შემოსავლების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობისა და გადამხდელის შესახებ სრული საინფორმაციო პაკეტის მონიტორინგს;
კ) ერთიან საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით ანალიტიკურ-სტატისტიკური ფორმების შემუშავება და ამ ფორმებით სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა;
ლ) მონაწილეობა ქვეყნის სახელმწიფო ფინანსების ფაქტობრივი მაჩვენებლების ამსახველი სტატისტიკურ-საინფორმაციო კრებულების შედგენა-გამოცემის სამუშაოებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ფორმების დამუშავებაში;
მ) სამინისტროს ვებრესურსების ადმინისტრირება და სამინისტროს ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
მუხლი 38
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა;
გ) საკადრო რესურსების მართვის (მიღება, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის შექმნა;
დ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ჩანაწერების შეტანა მოხელეთა შრომის წიგნაკებში;
ე) საჯარო მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ვ) საჯარო მოსამსახურეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ზ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება;
თ) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება და გაკონტროლება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის აქტების მომზადება.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
მუხლი 39 (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
დავების განხილვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად;
ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;
გ) საბჭოს მიერ საჩივრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება;
ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადება. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 მარტიდან)
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
1
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №39
2004 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორ თვეში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს გარდაქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიულ ორგანოდ.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის დადგენილება №49-სსმ III, №60, 14.06.2004წ; მუხ.525
2. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
3. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
4. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
5. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №113-სსმ III, №142, 04.12.2004წ; მუხ.1285
6. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
7. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.211
8. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
9. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მაისის დადგენილება №88-სსმ III, №61, 19.05.2005წ; მუხ.647
10. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №106-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.786
11. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №148-სსმ III, №100, 26.08.2005წ; მუხ.1124
12. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №12-სსმ III, №8, 23.01.2006წ; მუხ.67
13. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №48, 07.04.2006წ; მუხ.608
14. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №85-სსმ III, №59, 28.04.2006წ; მუხ.774
15. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №255-სსმ III, №176, 29.12.2006წ; მუხ.2390
16. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
17. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
18. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის დადგენილება №109-სსმ III, №78, 04.06.2007წ; მუხ.836
19. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №257-სსმ III, №170, 30.11.2007წ; მუხ.1886
20. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №274-სსმ III, №180, 20.12.2007წ; მუხ.1981
21. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №297-სსმ III, №184, 26.12.2007წ; მუხ.2058
22. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №55-სსმ III, №39, 13.03.2008წ; მუხ.432
23. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
24. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №123-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.800
25. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 ივნისის დადგენილება №135-სსმ III, №85, 17.06.2008წ; მუხ.908
26. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
27. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №203-სსმ III, №148, 09.10.2008წ; მუხ.1477
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
დებულება
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას.
2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით;
3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
6. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ხარჯთა ნუსხა.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0105, გორგასლის ქ. №16.
8. სამინისტროს სრული სახელწოდებაა „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №297-სსმ III, №184, 26.12.2007წ; მუხ.2058
მუხლი 2🔗
1. სამინისტროს აქვს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“, შესაბამისი თარგმანით ინგლისურ ენაზე.
2. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება როგორც სამინისტროს, ისე მის სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბრებზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც მტკიცდება და რეგისტრირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
სამინისტროს კომპეტენცია და უფლებამოსილებანი
მუხლი 3🔗
სამინისტროს ფუნქციებია:
ა) საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება;
ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებების ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითად დებულებათა და საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტების ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;
ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებების ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითად დებულებათა და საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;
ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებების ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითად დებულებათა და საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
გ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება და საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში მისი წარდგენა მთავრობისათვის;
დ) ამოღებულია;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის დაბალანსებისათვის საბიუჯეტო დეფიციტის ზღვრული სიდიდის გაანგარიშება და მისი შევსების წყაროების განსაზღვრა;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების უზრუნველყოფა;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების უზრუნველყოფა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ვ) სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
ვ) სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
ზ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებათა რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედვით; საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულების დამოწმების შესაბამისად გადახდა დადგენილი წესის მიხედვით; უკან დასაბრუნებელ სახელმწიფო შემოსულობათა დაბრუნების პროცესის მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;
ვ) სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
თ) ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამ ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მცურავი ყოველკვარტალური ფინანსური გეგმის შედგენა;
ზ) ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებათა რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედვით; საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულების დამოწმების შესაბამისად გადახდა დადგენილი წესის მიხედვით; უკან დასაბრუნებელ სახელმწიფო შემოსულობათა დაბრუნების პროცესის მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;
თ1) ფინანსურ ინსტრუმენტებში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსება; (ამოქმედდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე. )
ზ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებათა რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედვით; საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულების დამოწმების შესაბამისად გადახდა დადგენილი წესის მიხედვით; უკან დასაბრუნებელ სახელმწიფო შემოსულობათა დაბრუნების პროცესის მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
თ) ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამ ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების მცურავი ყოველკვარტალური ფინანსური გეგმის შედგენა;
თ) ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამ ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მცურავი ყოველკვარტალური ფინანსური გეგმის შედგენა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების წესის შემუშავება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების ხარჯვის ნორმებისა და ნორმატივების სრულყოფა;
კ) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, მის შემოსულობათა ოპერატიული მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;
ლ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის სტრუქტურისა და ძირითადი შემადგენლობის დამტკიცება, მათში ცვლილების შეტანა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით;
ლ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა კანონმდებლობის შესაბამისად; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
მ) კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო ანგარიშგებისა და ფორმის დადგენა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების წარდგენის წესისა და ვადების დადგენა;
მ) კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო ანგარიშგებისა და ფორმის დადგენა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების წარდგენის წესისა და ვადების დადგენა;
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;
მ) კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო ანგარიშგებისა და ფორმის დადგენა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების წარდგენის წესისა და ვადების დადგენა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ო) საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც ფისკალურ აგენტ ბანკთან ერთად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი პარამეტრების დაცვაში მონაწილეობა;
პ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი პროგრამების შედგენა, კონცეფციების ჩამოყალიბება და მათი განხორციელების ორგანიზება; საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო შემოსავლების სრული მობილიზების უზრუნველყოფა გადასახადების აკრეფის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; ამ მიზნით სათანადო წინადადებათა მომზადება და მათი განხორციელების ორგანიზება;
ჟ) საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებების, განკარგულებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი;
რ) საგადასახადო, საბაჟო და საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებლობის აღსრულებისა და გამოყენების ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების შედგენა და დადგენილი წესით მათი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
ს) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მუშაობით მიღწეული და მოსალოდნელი შედეგების ანალიზი და პროგნოზირება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემდგომი სრულყოფის შესახებ სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
ტ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთა, თავიდან აცილება, წინასწარი გამოძიება; საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ამ სფეროში დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის წინადადებათა მომზადება;
უ) არასაგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება და მათი შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების მომზადება;
ფ) სახელმწიფო საგარეო და საშინაო პირდაპირი და პირობითი (გარანტირებული) ფინანსური ვალდებულებების აღრიცხვა, აგრეთვე ამ ვალდებულებათა მართვასა და მომსახურებაში მონაწილეობა;
ქ) სახელმწიფოს მიმართ საქართველოს იმ ეკონომიკური აგენტების ფინანსურ ვალდებულებათა აღრიცხვა, რომლებიც სარგებლობენ საგარეო წყაროებიდან მიღებული სახელმწიფო საკრედიტო რესურსებით ან კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიებით, აგრეთვე ამ ვალდებულებათა მართვასა და მომსახურებაში მონაწილეობა;
ღ) სახელმწიფო ვალის ფორმირების, კერძოდ, სახელმწიფო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობა;
ყ) სხვადასხვა ვადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულების გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავება, ემისიების განხორციელება და მის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების შესრულება;
შ) სახელმწიფოს შიდა, რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა; სასესხო ვალდებულებათა (დავალიანებათა) დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საჭიროების შემთხვევაში სასესხო ვალდებულებათა (დავალიანებათა) რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება;
ჩ) აქციზური მარკების სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება, აქციზური მარკების რეალიზაცია, მარკების გამოყენებისათვის მკაცრი კონტროლის დაწესება, სამომხმარებლო ბაზარზე მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის მონიტორინგი, დასაბეჭდი აქციზური მარკების რაოდენობის განსაზღვრა და მათი ბეჭდვის ორგანიზება;
ც) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის საერთო მეთოდოლოგიის შემუშავება, სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების შემუშავება;
ძ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება; საქართველოს მიერ მიღებული გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების, სახელმწიფო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების აღრიცხვა და სათანადო საჯარო რეესტრების წარმოება;
წ) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე საქონლის მონეტიზაციის პროგრამების განხილვა, შეთანხმება;
ჭ) უცხოური საინვესტიციო რესურსების მოზიდვაში მონაწილეობა და ქვეყანაში ინვესტიციური პოლიტიკისადმი ფინანსური მხარდაჭერა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ხ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების შესაძლო ფინანსური შედეგების თაობაზე დასკვნის მომზადება;
ჯ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობის უფლების ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა და ლიცენზიის (ნებართვის) პირობების შესრულების კონტროლი;
ჰ) ამოღებულია;
ჰ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეული სახეობის ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების შეჩერება, განახლება, ცვლილებების შეტანა, გაუქმება და საქმიანობის კონტროლი, აგრეთვე ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ლეგალიზაცია, განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია;
ჰ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მათი დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება, ფორმების სახის შეთანხმება და რეგისტრაცია;
ჰ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;
ჰ.დ) ამოღებულია;
ჰ.ე) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილ წინადადებათა განხილვა-შეთანხმება;
ჰ.ვ) კანონმდებლობით დადგენილი საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციათა განხორციელება;
ჰ.ზ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა სახელმწიფო კონტროლი, რომელთა მაკონტროლებელ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აგრეთვე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება;
ჰ.თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში;
ჰ.ი) ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად საქართველოსათვის სავალდებულო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტა.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.211
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მაისის დადგენილება №88-სსმ III, №61, 19.05.2005წ; მუხ.647
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №106-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.786
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №148-სსმ III, №100, 26.08.2005წ; მუხ.1124
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №48, 07.04.2006წ; მუხ.608
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №85-სსმ III, №59, 28.04.2006წ; მუხ.774
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №203-სსმ III, №148, 09.10.2008წ; მუხ.1477
სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები
მუხლი 4🔗
1. სამინისტროს ხელმღვანელობს მინისტრი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მინისტრი:
ა) წარმოადგენს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;
გ) უშუალოდ, აგრეთვე პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით წყვეტს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს;
ე) ამოღებულია;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:
ვ.ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს;
ვ.ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით;
ვ.გ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მოადგილეებს (ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების სტრუქტურული ქვედანაყოფების, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების მოადგილეებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილის გარდა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);
ვ.დ) შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოების უფროსებს;
ზ) დადგენილი წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ; შეაქვს წინადადებები სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლის საკითხებზე და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტი და მიზანშეწონილი შესრულებისათვის;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტი და მიზანშეწონილი შესრულებისათვის;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტი და მიზანშეწონილი შესრულებისათვის; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
თ) სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ი) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურასა და დებულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიული აქტებით;
კ) პასუხისმგებელია სამინისტროს სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
მ) ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა და ტერიტორიულ ორგანოთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მთავრობის დადგენილებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; მინისტრი უფლებამოსილია აგრეთვე ძალადაკარგულად ცნოს ზემოაღნიშნულ თანამდებობის პირთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის გამო;
ნ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე ტერიტორიულ ორგანოებს შორის;
ო) დადგენილი წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებით მისთვის დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს აძლევს სამსახურებრივი-საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;
რ) განსაზღვრავს საგადასახადო და საბაჟო ორგანოების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს;
ს) ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სტაჟირების ან/და პრაქტიკის გავლის წესს.
4. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.
5. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს კომპეტენციას, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან; თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
6. ა) მინისტრი უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანო – სათათბირო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის გადაწყვეტილებით – სამინისტროს აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების თანამდებობის პირები. სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ აგრეთვე სამეცნიერო დაწესებულებებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები მხოლოდ მათი თანხმობით. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, წევრთა რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი შესაბამისი ბრძანებით;
ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხთა განხილვისა და მათ შესახებ დასკვნების მომზადების მიზნით მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი. სათათბირო ორგანოებს შეიძლება მიეცეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით;
გ) სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, სათათბირო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;
დ) სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების საჯარო მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით; მის მუშაობაში შეიძლება ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;
ე) თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს;
ვ) სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი;
ზ) სათათბირო ორგანო უფლებამოსილია თავის წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ორგანოებიდან გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები;
თ) სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №12-სსმ III, №8, 23.01.2006წ; მუხ.67
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №257-სსმ III, №170, 30.11.2007წ; მუხ.1886
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №274-სსმ III, №180, 20.12.2007წ; მუხ.1981
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №55-სსმ III, №39, 13.03.2008წ; მუხ.432
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №123-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.800
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
მუხლი 5🔗
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
3. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას მინისტრის არყოფნისას.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
მუხლი 6🔗
1. გარდა ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა, სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ) სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდებარებიან მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) შიდა ქვედანაყოფების მიხედვით ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;
თ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებით, მინისტრის და/ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
სამინისტროს სისტემა
მუხლი 7🔗
სამინისტროს სისტემაში შედის:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო;
ბ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამინისტრო; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ბ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამინისტრო;
გ) ამოღებულია;
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) გენერალური ინსპექცია;
ბ) შემოსავლების სამსახური;
გ) სახაზინო სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №106-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.786
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 ივნისის დადგენილება №135-სსმ III, №85, 17.06.2008წ; მუხ.908
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
მუხლი 8🔗
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) მინისტრის აპარატი;
ე) საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი;
ზ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი;
თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ი) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
კ) დავების განხილვის სამსახური. (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
კ) დავების განხილვის სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის დადგენილება №49-სსმ III, №60, 14.06.2004წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და ტერიტორიული ორგანოები
მუხლი 9🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე თანამდებობის პირთა მუშაობის მონიტორინგსა და ზედამხედველობას, ხელმძღვანელობს მუშაობის ეფექტიანობის შემოწმებას.
2. ახორციელებს სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის მონიტორინგსა და ზედამხედველობას, აწარმოებს სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების შემოწმებას, განიხილავს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციების შესახებ.
3. გენერალური ინსპექცია დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანების ან/და გენერალური ინსპექციის უფროსის განკარგულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმებას.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №123-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.800
მუხლი 10🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები ასრულებენ სამართალდამცავი ორგანოს ფუნქციებს.
2. სამსახური (სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს;
ბ) ორგანიზაციას უწევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადების, აგრეთვე სხვა კანონებით განსაზღვრული და მის კომპეტენციაში შემავალი გადასახდელების ადმინისტრირებას;
გ) ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო და საბაჟო კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო და სხვა კონტროლს;
დ) ახორციელებს ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ქვედანაყოფების (საგადასახადო და საბაჟო ორგანოების და სხვა) საქმიანობის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას;
ე) შეიმუშავებს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით განსაზღვრული დადგენილებებისა და ბრძანებების პროექტებს და მეთოდურ მითითებებს, აგრეთვე მონაწილეობს საგადასახადო და საბაჟო სფეროებში (მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში) კანონპროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებასა და განხილვაში;
ვ) დადგენილი წესით მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვის დროს;
ზ) ახდენს სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევასა და განაწილებას, აგრეთვე ახორციელებს კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებს;
თ) მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, ცვლილებების შეტანის, გაუქმების, მოქმედების შეჩერების და განახლების თაობაზე;
ი1) ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივ რეგულირებას; კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემას, ცვლილებების შეტანას, გაუქმებას და კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს, აგრეთვე ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას; ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების/ნივთის (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) ლეგალიზაციას, განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების/ნივთის (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) და ღირებულების მქონე ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზას და უტილიზაციას;
ი2) იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
ი3) აღრიცხავს გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების ტექნიკური დახმარების პროექტებით იმპორტირებულ საქონელს;
კ) აწარმოებს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებთან და დანაშაულებთან დაკავშირებით;
ლ) უზრუნველყოფს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულთა გამოვლენას, გახსნას და აღკვეთას, ამ მიზნით:
ლ.ა) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, იყენებს ფიზიკურ იძულებას კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში;
ლ.ბ) ატარებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, გამოითხოვს მოსამართლის ბრძანებას კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით;
ლ.გ) წინასწარი გამოძიების სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს შესაბამის ექსპერტიზას;
მ) დანაშაულისა თუ სხვა სამართალდარღვევის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას აჩერებს და ათვალიერებს სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ამოწმებს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ საბუთებს, ახდენს პირის (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების) დაკავებას სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
ნ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ო) სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებასთან დაკავშირებით იძახებს ფიზიკურ პირს, სთხოვს ახსნა-განმარტებას და საქმესთან (მასალებთან) დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტებს;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლებამოვალეობებს.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №255-სსმ III, №176, 29.12.2006წ; მუხ.2390
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის დადგენილება №109-სსმ III, №78, 04.06.2007წ; მუხ.836
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
მუხლი 11 (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
მუხლი 12🔗
1. სახაზინო სამსახური (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვას, ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას;
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვას, ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას;
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვას, ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ბ) ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ხარჯების განწერის საფუძველზე დაფინანსების გეგმის გაშლას მხარჯავ დაწესებულებათა მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარმოდგენილი განაწილების მიხედვით;
გ) მხარჯავ დაწესებულებათა ვალდებულებების რეგისტრაციას დადგენილი წესის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების დამოწმების შესაბამისად გადახდას დადგენილი წესით;
დ) შესაბამისი საგადასახადო, საბაჟო ორგანოს ან ხელისუფლების სხვა ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ბიუჯეტის შემოსულობების დაბრუნებას, აღრიცხვასა და ანგარიშგებას;
ე) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შემუშავებას;
ვ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოებას, სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვისა და რესტრუქტურიზაციის საკითხთა განხილვას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;(ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ვ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოებას, სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვისა და რესტრუქტურიზაციის საკითხთა განხილვას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ზ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობას; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ზ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;
ი) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვას;
კ) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღებას;
ლ) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოებას;
მ) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადებას;
ნ) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო საშინაო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
ო) სახაზინო სამსახურის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების მართვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაციასა და კონტროლს;
პ) საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და კონტროლს;
ჟ) ფინანსურ ინსტრუმენტებში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსების ორგანიზებას. (ამოქმედდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე. )
2. სახელმწიფო ხაზინა მხარჯავი დაწესებულებებიდან იღებს ბიუჯეტის შესრულების ბალანსს.
3. სახელმწიფო ხაზინა მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში შემავალი დეპარტამენტების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მეშვეობით, რომელთა დებულებას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 ივნისის დადგენილება №135-სსმ III, №85, 17.06.2008წ; მუხ.908
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №203-სსმ III, №148, 09.10.2008წ; მუხ.1477
მუხლი 13 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №106-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.786
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №106-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.786
მუხლი 14 (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მაისის დადგენილება №88-სსმ III, №61, 19.05.2005წ; მუხ.647
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
მუხლი 15 (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
მუხლი 16🔗
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები იქმნება, მათი ფუნქციები, უფლებამოსილებანი და სამოქმედო ტერიტორიების დადგენის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
3. ამოღებულია.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 17🔗
1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ნუსხა, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება შესაბამისად ამ დებულებით, სამინისტროს საშტატო ნუსხით, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად.
მუხლი 18🔗
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის, კერძოდ, პირდაპირი და გარანტირებული საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით; მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;
ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
გ) საგარეო კრედიტებისათვის, მათ შორის რესტრუქტურირებული კრედიტებისათვის, ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
დ) საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების ძალაში შესვლის შემთხვევაში საჭირო საგარანტიო თანხის მოცულობის შეფასება და დაგეგმვა;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებებში საქართველოს სააქციო/საპაიო შესატანების, ასევე აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა აღრიცხვა და დაგეგმვა;
ვ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებულ კრედიტებსა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა;
ვ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებულ კრედიტებსა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა;
ვ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებულ კრედიტებსა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ზ) სახელმწიფო საგარეო პირდაპირი და პირობითი ვალის რეესტრის წარმოება;
თ) სახელმწიფო საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი;
კ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ლ) საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრა და დაგეგმვა ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული პარამეტრის ფარგლებში;
მ) საგარეო წყაროებიდან დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შემუშავება;
ნ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;
ო) „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფოს საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების რესტრუქტურირების პროცესში მონაწილეობა;
ო) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირების პროცესში მონაწილეობა;
ო) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირების პროცესში მონაწილეობა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
პ) სახელმწიფო სექტორის მიერ მიღებული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება;
პ) სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება;
პ) სახელმწიფო სექტორის მიერ მიღებული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ჟ) ამოღებულია;
რ) ამოღებულია;
ს) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ს) სარეიტინგო კომპანიებთან მუშაობა;
ს) სარეიტინგო კომპანიებთან მუშაობა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ტ) ამოღებულია;
უ) საერთაშორისო შეთანხმებების, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო სფეროებში მომზადება, მოლაპარაკების გამართვის ორგანიზება;
უ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
უ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ფ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებზე დასკვნების მომზადების კოორდინაცია, საერთაშორისო აქტებთან საქართველოს შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ქ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;
ღ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ყ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობა;
შ) ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება სახელმწიფო საგარეო ვალის მდგრადობის შესახებ; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
შ) ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება სახელმწიფო საგარეო ვალის მდგრადობის შესახებ;
ჩ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის საკითხების შესრულების კოორდინაცია. (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ჩ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის საკითხების შესრულების კოორდინაცია.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
მუხლი 19 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 20 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 21 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
მუხლი 22🔗
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ბ) იურიდიული კონსულტაციების გაწევა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის;
გ) საფინანსო კანონმდებლობის ანალიზში მონაწილეობის მიღება მისი შემდგომი სრულყოფის მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ზ) მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;
თ) მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული სამინისტროს უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაცია. (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
თ) მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული სამინისტროს უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაცია.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
მუხლი 23🔗
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) მატერიალურ-ტენიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი;
გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
დ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოების ორგანიზება;
ე) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოხელეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (გარდა შემოსავლების სამსახურისა) არსებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე საერთო პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი, იარაღის ტარების უფლების მქონე თანამდებობის პირთა საერთო რეესტრის წარმოება;
თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) უფლებამოსილ საჯარო მოხელეებისათვის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;
ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ნაერთი ბალანსის შედგენა;
ლ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;
მ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ნ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ო) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
პ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №34, 14.03.2007წ; მუხ.404
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №55-სსმ III, №39, 13.03.2008წ; მუხ.432
მუხლი 24 (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 25🔗
მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია:
ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სხვა უწყებებთან საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;
დ) მინისტრის სახელზე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება, მინისტრის რეზოლუციების პროექტების მომზადება;
ე) მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და მინისტრთან გამართული თათბირების ორგანიზაცია დადგენილი წესით;
ვ) პროტოკოლის წარმოება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;
თ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №55-სსმ III, №39, 13.03.2008წ; მუხ.432
მუხლი 26 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
მუხლი 27🔗
საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიზური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
ბ) საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტის მომზადება;
დ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წინადადებების მომზადება მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების თაობაზე;
ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ვ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით განსაზღვრული წლიური ასიგნებების ფარგლებში ამ ასიგნებათა კვარტალური გაწერის პროექტის მომზადება და მინისტრის ბრძანების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის მიწოდება;
ვ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით კვარტალური განწერისა და ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის პროექტის მომზადება. მინისტრის ბრძანების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის შესაბამისი დამტკიცებული მონაცემის მიწოდება;
ვ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით კვარტალური განწერისა და ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის პროექტის მომზადება. მინისტრის ბრძანების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის შესაბამისი დამტკიცებული მონაცემის მიწოდება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ზ) მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის თანახმად შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ზ) მინისტრის მიერ დადგენილი წესის თანახმად, მხარჯავი დაწესებულებებისათვის ან სპეციალური სახელმწიფო ფონდისათვის გამოყოფილ ასიგნებათა მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე დანაწილების შესახებ წინადადების მომზადება;
ზ) მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის თანახმად შესაბამისი წინადადებების მომზადება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
თ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
კ) ამოღებულია;
ლ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) შესრულების ანგარიშის მომზადება, სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ო) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;
ო) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;
ჟ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ო) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
რ) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით;
პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;
ს) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა; (ამოღებულია - ამოქმედდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე. )
პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ტ) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება; (ამოღებულია - ამოქმედდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე. )
ჟ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების შემუშავება;
უ) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება; (ამოღებულია - ამოქმედდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე. )
ჟ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ფ) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება; (ამოღებულია - ამოქმედდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე. )
რ) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით; მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;
ქ) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო საშინაო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; (ამოღებულია - ამოქმედდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებიდან მეორე დღეს. )
რ) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ს) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
ტ) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;
უ) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება;
ფ) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
ქ) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ქ) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო საშინაო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ღ) ამოღებულია;
ყ) ამოღებულია;
შ) ამოღებულია;
ჩ) ამოღებულია;
ც) ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად საქართველოსათვის სავალდებულო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის დადგენილება №49-სსმ III, №60, 14.06.2004წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №38-სსმ III, №28, 11.03.2005წ; მუხ.264
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №48, 07.04.2006წ; მუხ.608
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №85-სსმ III, №59, 28.04.2006წ; მუხ.774
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №203-სსმ III, №148, 09.10.2008წ; მუხ.1477
მუხლი 28 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 29🔗
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობასა და დემოკრატიზაციას;
ბ) ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობას;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ფინანსთა სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტებას სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესში;
დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას;
ე) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №115-სსმ III, №148, 17.12.2004წ; მუხ.1352
მუხლი 30 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 31 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №88-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1039
მუხლი 32 (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის დადგენილება №49-სსმ III, №60, 14.06.2004წ; მუხ.525
მუხლი 33 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 34 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 35 (ამოღებულია )🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
მუხლი 36🔗
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება;
ბ) მოსაკრებლის სფეროში ერთიანი კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;
გ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება, სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვისა და რესტრუქტურიზაციის საკითხთა განხილვა და მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) საგადასახადო შეთანხმების (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის)) ხელშეკრულებების მომზადების კოორდინაცია, მათ შორის, მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება და ხელშეკრულებების გაფორმება;
გ) საგადასახადო შეთანხმების (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის)) ხელშეკრულებების მომზადების კოორდინაცია, მათ შორის, მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება და ხელშეკრულებების გაფორმება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
დ) ამოღებულია;
დ) „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოების მიმართ დაწყებული გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ე) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
ვ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ზ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
თ) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებათა და მაჩვენებელთა შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;
ი) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
ლ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
მ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ნ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მათი დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ნ) ამოღებულია;
ო) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება, ფორმების სახის შეთანხმება და რეგისტრაცია; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ო) ამოღებულია;
პ) ამოღებულია;
ჟ) ამოღებულია;
რ) მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია; (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
რ) ამოღებულია;
ს) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით გაწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით;
ს) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით;
ს) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ტ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ტ) დამტკიცებული გაწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური გაწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ტ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება; (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
უ) ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
ფ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ქ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება. (ამოღებულია - ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
ქ) ამოღებულია;
ღ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში გასაფორმებელი მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება. ( ამოქმედდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე. )
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის დადგენილება №60-სსმ III, №76, 27.07.2004წ; მუხ.679
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №113-სსმ III, №142, 04.12.2004წ; მუხ.1285
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება №30-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.211
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №148-სსმ III, №100, 26.08.2005წ; მუხ.1124
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის დადგენილება №109-სსმ III, №78, 04.06.2007წ; მუხ.836
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №203-სსმ III, №148, 09.10.2008წ; მუხ.1477
მუხლი 37🔗
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტიანი მომსახურება;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისათვის საინტერესო ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და გადამუშავებული სახით სისტემის დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდება;
გ) საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება;
დ) ინფორმაციის დაცვის საიმედოობის უზრუნველყოფა თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
ე) სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელების სისტემური ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს სისტემის ცენტრალური აპარატის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების სტანდარტული საინფორმაციო სისტემებით უზრუნველყოფა და მათთვის ტექნიკური საშუალებების მიწოდების აუცილებლობისა და სტანდარტების განსაზღვრა;
ზ) სისტემის სტრუქტურულ ერთეულებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებათა გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურირება, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება;
თ) ახალი პროგრამული პროდუქტების შემოწმება სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკის გათვალისწინებით და ამ პროგრამული პროდუქტების დანერგვა სისტემაში შემავალ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, პროგრამულ სისტემებში ცვლილებების შეტანა ახალი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, შემოსული ინფორმაციის დამუშავების მეთოდებისა და ალგორითმების გამოკვლევა და დადგენა, მათ საფუძველზე ტექნიკური პროექტებისა და დავალებების შემუშავება;
ი) მომხმარებლების ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, კონსოლიდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით საცნობარო, საძიებო, ანალიტიკური და ექსპერტული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, რომელიც განახორციელებს ცალკეული გადასახადების მიხედვით შემოსავლების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობისა და გადამხდელის შესახებ სრული საინფორმაციო პაკეტის მონიტორინგს;
კ) ერთიან საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით ანალიტიკურ-სტატისტიკური ფორმების შემუშავება და ამ ფორმებით სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა;
ლ) მონაწილეობა ქვეყნის სახელმწიფო ფინანსების ფაქტობრივი მაჩვენებლების ამსახველი სტატისტიკურ-საინფორმაციო კრებულების შედგენა-გამოცემის სამუშაოებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ფორმების დამუშავებაში;
მ) სამინისტროს ვებრესურსების ადმინისტრირება და სამინისტროს ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №83-სსმ III, №109, 04.10.2004წ; მუხ.958
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება №78-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.527
მუხლი 38🔗
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა;
გ) საკადრო რესურსების მართვის (მიღება, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის შექმნა;
დ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ჩანაწერების შეტანა მოხელეთა შრომის წიგნაკებში;
ე) საჯარო მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ვ) საჯარო მოსამსახურეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ზ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება;
თ) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება და გაკონტროლება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის აქტების მომზადება.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №22-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.266
მუხლი 39 (ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან)
მუხლი 39🔗
დავების განხილვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად;
ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;
გ) საბჭოს მიერ საჩივრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება;
ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადება. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 მარტიდან)
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №116, 12.08.2008წ; მუხ.1245
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”, №39, 21.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.039 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.08.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12268-26/