,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№257
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.898
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 170, 30/11/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №257

2007 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:

ვ.ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს;

ვ.ბ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოების უფროსებს;

ვ.გ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მოადგილეებს (ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების სტრუქტურული ქვედანაყოფების, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების მოადგილეებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილის გარდა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);

ვ.დ) შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოების უფროსებს;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე