,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№109
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.750
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 78, 04/06/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №109

2007 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,, ი1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ი1) ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივ რეგულირებას; კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემას, ცვლილებების შეტანას, გაუქმებას და კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს, აგრეთვე ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას; ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების/ნივთის (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) ლეგალიზაციას, განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების/ნივთის (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) და ღირებულების მქონე ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზას და უტილიზაციას;“.

2. 36-ე მუხლის:

ა) ,,პ“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რ) მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია;“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი