მუხლი 9🔗
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმყოფება სხვა სახელმწიფოში, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის უფლება გარანტირებული აქვთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ხოლო მათი არარსებობისას მოქმედებს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც პირი იმყოფებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 05.05.2000).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-970-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
15541/20), რომელიც ევროსასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების დარღვევაზე მითითებით გასაჩივრდა მას შემდგომ, რაც ესპანეთის ეროვნული სასამართლოების მიერ იეჰოვას მოწმე პაციენტისათვის სისხლის ადმინისტრირება მართლზომიერად იქნა მიჩნეული, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს ჰემოტრანსფუზიაზე რელიგიური მოტივით წინასწარ ჰქონდა უარი გაცხადებული.
- საქმე №ბს-281(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
…ხარისხიან და სათანადო მომსახურებას, როგორც მკურნალობის პროცესში, ასევე პრევენციული ღონისძიებების გატარების დროს. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყოს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმყოფება სხვა სახელმწიფოში, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პაციენტის უფლებების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 25/05/2000.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება