2. თუ პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, შესაძლებლობის შეზღუდვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო სამედიცინო მომსახურების გამწევს არ შეუძლია განახორციელოს ასეთი სამედიცინო მომსახურება, იგი ვალდებულია პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება პაციენტმა მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №860 – ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №860
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12 1. სახელმწიფო იცავს პაციენტის უფლებასმიერ სამედიცინო მომსახურებაზე,მომსახურების მიღების უფლებას, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშეგარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდებაშესაძლებლობის შეზღუდვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება. 2. თუ პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებას,მომსახურების გაწევას, რომლის გარეშეგარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდებაშესაძლებლობის შეზღუდვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო სამედიცინო მომსახურების გამწევს არაარ აქვსშეუძლია შესაძლებლობაგანახორციელოს აღმოუჩინოს პაციენტს ასეთი სამედიცინო მომსახურება, იგი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია,ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სადრომელ სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება პაციენტმა მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება.მომსახურება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-335(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
…სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს სასამართლოთა მითითებას, ქვეყანაში სადავო პერიოდში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნულის პარალელურად სახელმწიფოს ვალდებულებაზე - პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. “პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფო იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.
- საქმე №ბს-848(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2024
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სახელმწიფო იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.
- საქმე №ბს-758-730(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.12.2008
…ჩაუტარდა, რაც მხოლოდ 552,73 ლარი ღირდა. მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილი იყო უფასო სამედიცინო დახმარება. “პაციენტის უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო იცავდა პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე, გარდაუვალი იყო პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.
- საქმე №ბს-1456-1031(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2006
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ, ვინაიდან ჯანმრთელობის უფლება, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის, “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლის, “პაციენტის უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის მიხედვით, წარმოადგენდა ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას, სახელმწიფოში შესაბამის ფარგლებში უნდა არსებულიყო ჯანდაცვის უფასო მომსახურება.
- საქმე №160310018002708084 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2020
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი პაციენტისთვის გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა და სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართება, შპს "ა----------–----ის" მიერ ცალსახად "პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტითა და "ჯანდაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იქნებოდა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პაციენტის უფლებების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 25/05/2000.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება