ა) გაეცნონ სამედიცინო ჩანაწერებს და მოითხოვონ პაციენტის შესახებ არსებულ ინფორმაციაში შესწორების შეტანა; სამედიცინო ჩანაწერებში ინახება როგორც შესწორებამდე არსებული, ისე პაციენტის, მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ახალი ინფორმაცია;
ბ) მოითხოვონ სამედიცინო ჩანაწერების ნებისმიერი ნაწილის ასლი.
2. სამედიცინო ჩანაწერების გაცნობის, აგრეთვე მათი ასლის მიღების შესახებ მოთხოვნა წერილობით წარედგინება სამედიცინო დაწესებულებას.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3379 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3379
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.10.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17 1. პაციენტს, ხოლო მისი თანხმობის ან ქმედუუნარობისმცირეწლოვანების შემთხვევაში,შემთხვევაში − პაციენტის ნათესავს ანდა კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ: ა) გაეცნონ სამედიცინო ჩანაწერებს და მოითხოვონ პაციენტის შესახებ არსებულ ინფორმაციაში შესწორებებისშესწორების შეტანა.შეტანა; სამედიცინო ჩანაწერებში ინახება როგორც შესწორებამდე არსებული, ისე პაციენტის, მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ახლად მიწოდებული ახალი ინფორმაცია; ბ) მოითხოვონ სამედიცინო ჩანაწერების ნებისმიერი ნაწილის ასლი. 2. სამედიცინო ჩანაწერების გაცნობის, აგრეთვე მათი ასლის მიღების შესახებ მოთხოვნა წერილობით წარედგინება სამედიცინო დაწესებულებას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1122-1078-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2017
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო მოიშველიებს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და 27-ე მუხლს და განმარტავს, რომ ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოადგენს კონფიდენციალურს და მისი მოპოვება მოპასუხისათვის არ არის ხელმისაწვდომი.
- საქმე №330210018002458476 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.10.2018
…გათვალისწინებული ინფორმაცია. თავად ინფორმაცია ამ ფორმაში მოცემული არ არის, შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ პაციენტს (მის შვილს) არ მიუღია სავალდებულო ინფორმაცია სამედიცინო პროცედურაზე თანხმობის მიცემამდე. „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე, ინფორმაციის მიღების უფლება მოიცავს პაციენტის უფლებას, გაეცნოს და მიიღოს სრული სამედიცინო ჩანაწერების ან მათი ნებისმიერი ნაწილის ასლი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პაციენტის უფლებების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 25/05/2000.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება