2. წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია შემდეგი სამედიცინო მომსახურების გაწევისას:
ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა;
ბ) აბორტი;
გ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;
დ) მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია;
ე) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;
ვ) ექსტრაკორპორული განაყოფიერება;
[
ვ
) ადამიანის ორგანოს გადანერგვა, ადამიანის ქსოვილის ან უჯრედის გამოყენება;
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
ზ) გენეტიკური ტესტირება;
თ) გენური თერაპია;
ი) სხივური თერაპია;
კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია;
კ1) ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტის ტრანსფუზია;
ლ) ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი საჭიროდ თვლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.
3. წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღება აუცილებელია მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3379 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2390 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3614 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №144 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №122 - ვებგვერდი, 30.12.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.12.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 13.12.2024 კანონი №122
- 13.12.2024 კანონი №144
- 01.11.2023 კანონი №3614
- 15.12.2022 კანონი №2390
- 20.03.2015 კანონი №3379
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22 1. სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ინფორმირებული თანხმობის მიღება წინ უძღვის სამედიცინო მომსახურების გაწევას. 2. წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია შემდეგი სამედიცინო მომსახურების გაწევისას: ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა; ბ) აბორტი; გ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია; დ) მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია; ე) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი; ვ) ექსტრაკორპორული განაყოფიერება; [ ვ1ვ ) ადამიანის ორგანოს გადანერგვა, ადამიანის ქსოვილის ან უჯრედის გამოყენება; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ზ) გენეტიკური ტესტირება; თ) გენური თერაპია; ი) სხივური თერაპია; კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია; [კ1) კ1 ) ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტის ტრანსფუზია; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] ლ) ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი საჭიროდ თვლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას. 3. წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღება აუცილებელია მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(22)
- საქმე №ას-1254-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
…რისთვისაც პაციენტს ან კვლევის სუბიექტს წინასწარ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ჩარევის შესახებ. (იხ.დამატებით: ქირურგიული ჩარევის შესახებ ინფორმირებული თანხმობა, ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, #3, 2017, 103-105.). 47. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22.1 მუხლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა.
- საქმე №ას-962-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2025
…განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ („გ“ ქვეპუნქტი), ასევე, დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის თაობაზე („ზ“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა.
- საქმე №ას-1405-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2024
…განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ („გ“ ქვეპუნქტი), ასევე, დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის თაობაზე („ზ“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა.
- საქმე №ას-970-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
…მიღების უნარის არმქონე პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, სამედიცინო მომსახურების გამწევს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22.1 მუხლის შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება.
- საქმე №ბს-894(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
კასატორი ასევე მიუთითებს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი…
- საქმე №ას-253-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2021
- საქმე №ას-1143-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2021
- საქმე №ას-1162-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2021
- საქმე №ბს-861(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2020
- საქმე №ას-645-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2019
- საქმე №ბს-229-226(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2014
- საქმე №ას-394-373-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2012
- საქმე №ას-1009-946-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2011
- საქმე №ას-1268-1526-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2010
- საქმე №ას-33-406-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2005
- საქმე №330210018002737801 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.09.2019
- საქმე №330310017001804008 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №330210019003297239 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.03.2020
- საქმე №140210016001438322 · გორის რაიონული სასამართლო · 03.06.2019
- საქმე №330210018002737801 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.03.2019
- საქმე №330210018002308040 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.12.2018
- საქმე №330210018002486376 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პაციენტის უფლებების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 25/05/2000.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება