2. აკრძალულია ქმედუნარიანი და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიანი პაციენტის ნების წინააღმდეგ სამედიცინო მომსახურების განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების
პაციენტის უფლებების შესახებ · რედაქცია 26.06.2025
მუხლი 23. 1. ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო
თავი IV — თანხმობა
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ბს-894(კ-21)
…მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ინფორმირებული თანხმობის მიღება წინ უძღვის სამედიცინო მომსახურების გაწევას. ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება.
- საქმე №330210017002047888
…მიუხედავად იმისა რომ საკეისრო კვეთა წარმოადგენდა დამატებით რისკ-ფაქტორს იმ რისკ-ფაქტორებთან ერთად, რომელიც სახეზე იყო პაციენტის კლინიკაში შემოსვლისას (ცხელება, ბაქტერიული ვაგინოზი) ექიმი ვალდებული იყო ეწარმოებინა საკეისრო კვეთა, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23.2-ე მუხლის საფუძველზე, რაც განხორციელდა კიდეც საექიმო საქმიანობის სტანდარტების დაცვით.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. 1. პაციენტს, ხოლო მისი თანხმობის ან მცირეწლოვანების შემთხვევაში − პაციენტის ნათესავს და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ:
- მუხლი 18. 1. პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:
- მუხლი 19. პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს ინფორმაცია მიეწოდებათ მათი აღქმის უნარის გათვალისწინებით. განმარტების მიცემისას სპეციალური ტერმინები მინიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული
- მუხლი 20. პაციენტს უფლება აქვს უარი განაცხადოს მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ინფორმაციის მიუწოდებლობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს პაციენ
- მუხლი 21. ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფო
- მუხლი 22. 1. სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერ
- მუხლი 24. 1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმ
- მუხლი 25. 1. თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, სამედიცინო
- მუხლი 26. 1. პაციენტის ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია მისი სწავლების ობიექტად გამოყენებისათვის. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის პაციენტის სწავლების ობიექტად გამოყენებას
- მუხლი 26¹. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტისთვის ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზებასთან და მის თანხმობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს
- მუხლი 27. სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პაციენტის უფლებების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025. გამოქვეყნება: სსმ, 19, 25/05/2000.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 23, №283, 05.05.2000, სარეგისტრაციო კოდი 010.100.000.05.001.000.765 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16978/muxli-23/