თავი V — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა პაციენტის მიმართ
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტისაგან მიიღოს სამედიცინო განათლების პროცესში მონაწილეობაზე ზეპირი ინფორმირებული თანხმობა, ხოლო სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში მონაწილეობაზე - წერილობითი ინფორმირებული თანხმობა.
2. თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი იღებს პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას სამედიცინო განათლების ან სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში პაციენტის ჩართვაზე.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3378 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3378
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.10.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 47. პაციენტის მონაწილეობა სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში 1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტისაგან მიიღოს სამედიცინო განათლების პროცესში მონაწილეობაზე ზეპირი ინფორმირებული თანხმობა, ხოლო სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში მონაწილეობაზე - წერილობითი ინფორმირებული თანხმობა. 2. თუ პაციენტი არისმცირეწლოვანია ქმედუუნარო ან შეზღუდულიარ ქმედუნარიანობისაქვს მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარსმიღების მოკლებულია,უნარი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი იღებს პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას სამედიცინო განათლების ან სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში პაციენტის ჩართვაზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-229-226(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2014
…თანხმობის მიღება არის მისი პიროვნული თავისუფლების, ავტონომიის და ღირსების აღიარების გარანტია. ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში უნდა ჩატარდეს პირის მიერ ნებაყოფლობით განცხადებული და გააზრებული თანხმობის მიღების შემდეგ. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 47.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის 22.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად წერილობითი ინფორმაციული თანხმობა აუცილებელია ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის ჩატარებისათვის, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციისა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება