თავი V — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა პაციენტის მიმართ
1. სამედიცინო მომსახურების გაწევამდე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიიღოს პაციენტის ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა განზრახულ სამედიცინო ჩარევაზე.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიიღოს წერილობითი ინფორმირებული თანხმობა შემდეგი სამედიცინო ჩარევების წინ:
ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია (გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა);
ბ) აბორტი;
გ) სისხლძარღვების კათეტერიზაცია (გარდა პერიფერიული ვენების კათეტერიზაციისა);
გ1) ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტის ტრანსფუზია;
დ) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;
ე) ხელოვნური განაყოფიერება;
ვ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;
[
ვ
) ადამიანის ორგანოს გადანერგვა, ადამიანის ქსოვილის ან უჯრედის გამოყენება;
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
ზ) გენეტიკური ტესტირება;
თ) გენური თერაპია;
ი) სხივური თერაპია;
კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2391 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3613 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №142 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №121 - ვებგვერდი, 30.12.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.12.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 13.12.2024 კანონი №121
- 13.12.2024 კანონი №142
- 01.11.2023 კანონი №3613
- 15.12.2022 კანონი №2391
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 44. ინფორმირებული თანხმობა 1. სამედიცინო მომსახურების გაწევამდე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიიღოს პაციენტის ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა განზრახულ სამედიცინო ჩარევაზე. 2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიიღოს წერილობითი ინფორმირებული თანხმობა შემდეგი სამედიცინო ჩარევების წინ: ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია (გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა); ბ) აბორტი; გ) სისხლძარღვების კათეტერიზაცია (გარდა პერიფერიული ვენების კათეტერიზაციისა); გ1) ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტის ტრანსფუზია; დ) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი; ე) ხელოვნური განაყოფიერება; ვ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია; [ ვ1ვ ) ადამიანის ორგანოს გადანერგვა, ადამიანის ქსოვილის ან უჯრედის გამოყენება; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ზ) გენეტიკური ტესტირება; თ) გენური თერაპია; ი) სხივური თერაპია; კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-744-740(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2018
ქ-ე (სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, პაციენტი უგონო მდგომარეობაში მყოფი ან ქმედუუნარო არ არის) (დარღვეულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანების მოთხოვნები);
- საქმე №ბს-229-226(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2014
უფლება თანხმობის განცხადებაზე პაციენტის მნიშვნელოვანი უფლებათაგანია და ამავდროულად, არის სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობა. „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 22.1 მუხლის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, მე-7, მე-8, 41-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 19.03.09წ.
- საქმე №ას-216-202-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.05.2011
მოსარჩელეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე, რითაც დაირღვა «საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლი. ოპერაციის შემდეგ არ ჩაუტარდა ამპუტირებული კიდურის პათოლოგანატომიური გამოკვლევა, რითაც დაირღვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის ¹242/ნ ბრძანების მოთხოვნები.
- საქმე №330310014507872 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.04.2018
…თანხმობის ფურცელზე და ასევე, ლაპაროცენტეზის წარმოებაზე (19.03.13წ.) ხელს აწერს პაციენტის მეუღლე მ--–---------–--ე (სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, პაციენტი უგონო მდგომარეობაში მყოფი ან ქმედუუნარო არ არის) (დარღვეულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანების მოთხოვნები);
- საქმე №330310017001804008 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2018
რიგ შემთხვევებში პაციენტებისგან არ არის მიღებული წერილობითი ინფორმირებული თანხმობა ოპერაციულ მკურნალობაზე, რითაც დარღვეულია „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე2 პუნქტის მოთხოვნები; მშობიარობაზე მონიტორინგი არ არის განხორციელებული პარტოგრამის მეშვეობით (სამედიცინო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება