თავი V — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა პაციენტის მიმართ
1. თუ ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ან მოითხოვს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურების შეწყვეტას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს ამომწურავი ინფორმაცია მოსალოდნელი შედეგების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პაციენტი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რაც დასტურდება შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაზე ხელმოწერით.
2. თუ მშობიარე უარს აცხადებს ისეთი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, რომელიც აუცილებელია ცოცხალი ნაყოფის დაბადებისათვის და ეს მომსახურება მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელია, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნაყოფის ინტერესებიდან გამომდინარე.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკებრის კანონი №4133 - სსმI,№76,29.12.2010წ., მუხ.5
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. პაციენტის უარი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე და სამედიცინო მომსახურების შეწყვეტა 1. თუ ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ან მოითხოვს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურების შეწყვეტას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს ამომწურავი ინფორმაცია მოსალოდნელი შედეგების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პაციენტი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რაც დასტურდება შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაზე ხელმოწერით. 2. თუ მშობიარე უარს აცხადებს ისეთი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, რომელიც აუცილებელია ცოცხალი ნაყოფის დაბადებისათვის და ეს მომსახურება მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელია, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნაყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს 2010 წლის 17 დეკებრის კანონი №4133-სსმI,№76,29.12.2010წ.,№4133 მუხ.509- სსმI,№76,29.12.2010წ., მუხ.5
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310017001804008 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2018
დარღვეულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მოთხოვნა (პაციენტის მოთხოვნა სამედიცინო მომსახურების შეწყვეტაზე არ არის დადასტურებული პაციენტის ხელმოწერით).
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება