თავი V — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა პაციენტის მიმართ
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს პაციენტის სამედიცინო მომსახურება გადააბაროს სხვა სამედიცინო პერსონალს, თუ:
ა) იმ სამედიცინო პერსონალს, რომელსაც გადააბარა პაციენტის სამედიცინო მომსახურება, მიაწოდა სრული ინფორმაცია პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ;
ბ) სამედიცინო მომსახურების გაგრძელება შესაძლებელია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად აუცილებელი დროის განმავლობაში;
გ) უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების უსაფრთხოება და ხარისხი.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს გადააბაროს პროფესიული საქმიანობისას შესასრულებელი ამოცანა სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ან სასწავლო მიზნით ექიმის ფუნქციის შემსრულებელს, რომელსაც არ გააჩნია საამისოდ აუცილებელი ოფიციალური დოკუმენტი, თუ ის დარწმუნებულია, რომ სამედიცინო პერსონალს, რომელსაც დაავალა სამუშაოს შესრულება, აქვს სათანადო ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები. ასეთ შემთხვევებში სამედიცინო მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელია გადამბარებელ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-49(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2025
…განსაზღვროს მხოლოდ სამედიცინო ჩვენებათა მიხედვით. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეუნქტის თანახმად, ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებული არიან დადგენილი წესით აწარმოონ ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში. კანონის 50-ე მუხლის კი ადგენს, რომ მცდარი სამედიცინო ქმედებისათვის ექიმი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- საქმე №2კ-1335აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2024
ასეთ შემთხვევებში სამედიცინო მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელია გადამბარებელი“ ( „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილი). 14. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულების მიერ სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევა ისეთი საქმიანობაა, რომლის განხორციელებისათვისაც საჭიროა ნებართვა.
- საქმე №2კ-357აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2020
ჯ-ამ არ მიიღო ყველა ზომა სწორი დიაგნოზის დასასმელად, კერძოდ: პაციენტს არ გაუკეთა სისხლის საერთო ანალიზი და არ ჩაუტარა რენდგენოლოგიური კვლევები, რითაც დაარღვია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე, 50-ე და 56-ე მუხლები (ხელმძღვანელობდეს პროფესიული სტანდარტებით, ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, სამედიცინო მომსახურების უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფას და სხვ.).
- საქმე №2კ-438აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.12.2016
სააპელაციო პალატის მიერ მოშველიებულ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც: ”დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს,…
- საქმე №330100116001324436 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
კერძოდ, არ ჩაატარა სისხლის საერთო ანალიზი და რენტგენოლოგიური კვლევები, რითაც დაარღვია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე, 50-ე და 56-ე მუხლები. (ხელმძღვანელობდეს პროფესიული სტანდარტებით, ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, სამედიცინო მომსახურების უსაფრთხოებისა და ხარისხის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება