თავი VII — დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოების მოვალეობა
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სხვა მოთხოვნების გათვალისწინებასთან ერთად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოებისას აუცილებელია:
ა) სამედიცინო ჩანაწერები შესრულდეს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. უცხო ქვეყნის სპეციალისტის ჩანაწერი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე;
ბ) სამედიცინო ჩანაწერები იყოს სრულყოფილი. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა სამედიცინო ჩანაწერების თითოეული ნაწილი (პაციენტის პიროვნული, სოციალური, სამედიცინო და სხვა მონაცემები) სრულად უნდა შეავსოს;
გ) სამედიცინო ჩანაწერებში ინფორმაცია დაფიქსირდეს დროულად და განსაზღვრულ ვადებში;
დ) სამედიცინო ჩანაწერები ადეკვატურად ასახავდეს პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს;
ე) სამედიცინო ჩანაწერების ყოველი ახალი ნაწილი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა დაამოწმოს მკაფიო ხელმოწერით, არსებული წესის მიხედვით.
3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას სამედიცინო ჩანაწერების შენახვის არსებული წესი. იგი ვალდებულია სამედიცინო ჩანაწერები გააცნოს მესამე პირს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.07.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 56. სამედიცინო ჩანაწერების წარმოების პირობები 1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სხვა მოთხოვნების გათვალისწინებასთან ერთად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოებისას აუცილებელია: ა) სამედიცინო ჩანაწერები შესრულდეს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. უცხო ქვეყნის სპეციალისტის ჩანაწერი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე; ბ) სამედიცინო ჩანაწერები იყოს სრულყოფილი. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა სამედიცინო ჩანაწერების თითოეული ნაწილი (პაციენტის პიროვნული, სოციალური, სამედიცინო და სხვა მონაცემები) სრულად უნდა შეავსოს; გ) სამედიცინო ჩანაწერებში ინფორმაცია დაფიქსირდეს დროულად და განსაზღვრულ ვადებში; დ) სამედიცინო ჩანაწერები ადეკვატურად ასახავდეს პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს; ე) სამედიცინო ჩანაწერების ყოველი ახალი ნაწილი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა დაამოწმოს მკაფიო ხელმოწერით, არსებული წესის მიხედვით. 3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას სამედიცინო ჩანაწერების შენახვის არსებული წესი. იგი ვალდებულია სამედიცინო ჩანაწერები გააცნოს მესამე პირს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თავი VIII დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა კოლეგის მიმართ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(22)
- საქმე №ბს-958(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2026
…რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა შემთხვევის ღირებულების შესაბამისად პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ის ოდენობით 9991,32 ლარი (დანართი №2, 1(ერთი) ფურცელი). „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, თითოეული პაციენტის მიმართ ჩატარებული ნებისმიერი სახის გამოკვლევა თუ მანიპულაცია, სრულად უნდა იყოს ასახული პაციენტების სამედიცინო ბარათებში.
- საქმე №ას-787-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2026
ზემომითითებული საკითხის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა,,ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს ბრძანების 1-ლი, მე-2, მე-15 პუნქტებით, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა: ვინაიდან საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით…
- საქმე №ბს-1143(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2025
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- საქმე №ბს-703(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2024
ო-ს არ დაურღვევია "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონის 56.2 მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით ნ. ო-მა პირნათლად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა.
- საქმე №ბს-329(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2024
…აღმსარებლობასა და ტრადიციებს; გ) მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს; დ) იყოს უანგარო, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას – თავისუფალი და დამოუკიდებელი; ე) პირუთვნელად ასრულებდეს ექიმის ფიცს. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ავალდებულებს თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- საქმე №ბს-250(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2024
- საქმე №ბს-63(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
- საქმე №ბს-893(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ბს-785(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
- საქმე №ბს-1355(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
- საქმე №2კ-900აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2021
- საქმე №2კ-357აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2020
- საქმე №ბს-257-257(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2018
- საქმე №ბს-744-740(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2018
- საქმე №ბს-229-226(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2014
- საქმე №2კ-1222აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2007
- საქმე №330310115001002360 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №330310014507872 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.04.2018
- საქმე №330100116001324436 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №330310017001804008 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №330310019003019633 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.07.2019
- საქმე №330100105029245 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.01.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საექიმო საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 28/06/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება