თავი IV — კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად და მისი მოქმედების ვადის დასადასტურებლად კანდიდატის ცოდნის შემოწმება
1. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი.
2. მეთევზე-მეზღვაური ვალდებულია 5 წელიწადში ერთხელ განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი.
3. კანდიდატის პროფესიული კომპეტენტურობა მტკიცდება ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით ან იმ ფუნქციების შესრულებით, რომლებიც გათანაბრებულია თევზსაჭერ გემზე მუშაობის ამ სტაჟთან, ან შესაბამისი განახლების კურსის წარმატებული დამთავრებით ან თევზსაჭერი გემის ზესაშტატო ერთეულის თანამდებობაზე სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 29.06.2012).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.09.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/07/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება