1. სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს მის განსახორციელებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების მომზადება.
2. 2013 წლის 1 ივნისიდან ეს კანონი ვრცელდება უცხო ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე დასაქმებულ მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც ახორციელებენ თევზჭერას საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
3. თუ პირმა ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო კომპეტენციის სერტიფიკატი მართვის დონის/ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად და მისი კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ პირის ცოდნა და კომპეტენცია აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასა და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით.
4. სააგენტომ 2013 წლის 1 თებერვლიდან უზრუნველყოს მეთევზე - მეზღვაურთა შესახებ ელექტრონული ბაზის შექმნის დაწყება.
5. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ.
სააკაშვილი
თბილისი,2012 წლის 29 ივნისი.
№6603-
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 29.06.2012).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.07.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 41. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი 1. სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს მის განსახორციელებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების მომზადება. 2. 2013 წლის 1 ივნისიდან ეს კანონი ვრცელდება უცხო ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე დასაქმებულ მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც ახორციელებენ თევზჭერას საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. 3. თუ პირმა ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო კომპეტენციის სერტიფიკატი მართვის დონის/ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად და მისი კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ პირის ცოდნა და კომპეტენცია აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასა და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით. 4. სააგენტომ 2013 წლის 1 თებერვლიდან უზრუნველყოს მეთევზე - მეზღვაურთა შესახებ ელექტრონული ბაზის შექმნის დაწყება. 5. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან. საქართველოს პრეზიდენტი მმ. . სააკაშვილი თბილისი, 2012 წლის 29 ივნისი. №6603-რს№6603-
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.09.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/07/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება