საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.07.2012 ძალადაკარგული 25.02.2020
ნომერი
№118
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016330
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (24)

წინა ცვლილებები (23)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №118

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანება.

3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 16 ივლისიდან .

ზ. ადეიშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულება

+

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

+

1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ფუნქციებს, საქმიანობის წესს და სამოქმედო ტერიტორიას.

2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სააგენტოს დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. სამსახურის კონტროლს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

4. სამსახურს აქვს ბეჭდები და შტამპები, რომელთა აღწერილობას და ნიმუშებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

5. სამსახურს აქვს კოდური აღნიშვნა/აღნიშვნები, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.

    მუხლი 2.  სამსახურის ფუნქციები

+

1.  სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;

ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების და გარდაცვალების, ასევე  პირის დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;

გ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა;

დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა;

ე) სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია;

ვ) საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათი საზღვარგარეთ დაქორწინების მიზნით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;

ვ​1) მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, სტატუსის გაუქმება, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე ცნობის გაცემა;

ზ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

თ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლი;

ი) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირადობის დადასტურება ან პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით;

კ) მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურისთვის გადასაგზავნად საქართველოს მოქალაქეობის ა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საკითხებზე  დაინტერესებული პირების განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მიღება;

ლ) საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

მ ) საქართველოს მოქალაქეობის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემა;

ნ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა;

ო) საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა;

პ) პირადობის და ბინადრობის მოწმობების გაცემა;

პ.ა) გაცემის  შესახებ განცხადების მიღება;

პ.ბ)  გაცემის შესახებ განცხადების  განხილვა;

პ.გ ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა.

ჟ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის :

ჟ.ა) გაცემის  შესახებ განცხადების მიღება;

ჟ.ბ)   გაცემის შესახებ განცხადების  განხილვა;

ჟ.გ ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა.

რ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებისა და  კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების გაცემა, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა, გარდა ამ პუნქტის „რ​​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა;

რ​​1) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების განმეორებით გაცემა ვებგვერდიდან ჩამოტვირთული შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გზით, ასევე მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა;

ს) გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნის „სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის:

ს.ა) დატანის თაობაზე განაცხადის მიღება;

ს.ბ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა.

ტ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლება;

უ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის   სამგზავრო დოკუმენტის:
    უ.ა) გაცემის  შესახებ განცხადების მიღება;
    უ.ბ) გაცემის შესახებ განცხადების  განხილვა;
    უ.გ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა.

ფ) ბიომეტრ ი ული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის:

ფ.ა) გაცემისათვის აუცილებელი მონაცემების დამუშავება;

ფ.ბ ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

ქ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;

ღ) პირადობის ნეიტრალური მოწმობის:

ღ.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება;

ღ.ბ ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა;

ღ.გ ) (ამოღებულია - 27.12.19 №475);

ღ.დ ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

ყ)  ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის:

ყ .ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება;

ყ .ბ ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა;

ყ .გ ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა.

შ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის:

შ.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება;

შ.ბ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა;

შ.გ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

შ​1) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის:

შ​1.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება;

შ​1.ბ) (ამოღებულია - 27.12.19 №475);

შ​1.გ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა;

შ​1.დ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

ჩ) პირადობის დადასტურებისა და პასპორტის გაცემის სფეროში საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ც) საინფორმაციო ბარათის გაცემა;

ძ) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემა;

წ) (ამოღებულია - 08.08.2014, №37) .

ჭ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული საქართველოში გაცემული დოკუმენტის მიღება, დოკუმენტზე დაცული თვითწებადი ქაღალდის დაკვრა, ბეჭდით დამოწმება და გაცემა;

ხ) პროგრამული უზრუნველყოფის გზით ლეგალიზაციის მეორე ეტაპის სალეგალიზაციო შტამპის, თანამდებობის პირის ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული ბეჭდის დოკუმენტის ჩანართზე დატანა, ჩანართის დოკუმენტზე დართვა და დოკუმენტის გაცემა;

ჯ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში სამოქალაქო აქტების, პირის დაბადების/გარდაცვალების, მისამართზე რეგისტრაციის, პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ დოკუმენტის (ინფორმაციის) უცხო ქვეყნიდან გამოთხოვასთან დაკავშირებით სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სააგენტოს სახელზე შედგენილი განცხადებების მიღება და სააგენტოსათვის მიწოდება;

ჯ​​1) ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე მომსახურება სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება);

ჰ) პირის რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურება სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება);

ჰ​1) კანონმდებლობითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. (ამოღებულია - 27.12.19 №475).

3. (ამოღებულია - 27.12.19 №475).

4.  აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„ლ“, „ნ“, „ო“ „პ.ა“, „პ.გ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „ქ“-„ყ“, „ჩ“-„ძ“, „ჭ“, „ჯ“ და „ჰ​​​​1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა ბინადრობის მოწმობის, მათ შორის, ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, გაცემისა.

5. ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა „ვ​​​​1“,  „პ.ბ“, „რ​​​​1“ „უ“, „ფ“, „შ“, „შ​​​​1“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ბინადრობის მოწმობის, მათ შორის, ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, გაცემისა.

6. ქუთაისის და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „პ.ბ“,  „რ​​​​1“ „ღ.ბ“ და „ყ.ბ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

6​​​​​1. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური:

ა)  ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ღ.ბ“ და „ყ.ბ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;

ა​​1) განიხილავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებებს სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარებისა და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის/მოწმობების გაცემის შესახებ;

ბ)  განიხილავს  საზღვარგარეთ  საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებებს საქართველოს მოქალაქის  ბიომეტრიული პასპორტის ან პირადობის ელექტრონული მოწმობის  გაცემის შესახებ;

გ) იღებს გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მისამართზე რეგისტრაციის ან მისთვის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ;

დ) ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში  წარდგენილი განცხადების საფუძველზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემისათვის საჭირო ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას.

7. ახალციხის, ახალქალაქის, ბოლნისის, ბორჯომის, გურჯაანის, გორის, ვანის, ზუგდიდის, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, ონის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხაშურისა და ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა  ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ.ბ“, „რ​​​​​​​1​​“, „ღ.ბ“, „ყ.ბ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

8. აბაშის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, თერჯოლის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურისა და ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „პ.ბ“, „რ​​1“, „ღ.ბ“,  „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

9. ახალგორის  სამოქალაქო რეესტრის  სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს (გარდა პირველი პუნქტის „ვ​​​​1“, „პ.ბ“,  „რ​​​​1“, „შ“, „შ​​​​1“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა).

9​1. (ამოღებულია - 18.04.18 №286);

10. ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლები, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ქორწინების სახლები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებიდან ახორციელებენ მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციას (მათ შორის, ქორწინების რეგისტრაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჯ​​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით) და ქორწინების რეგისტრაციის მოწმობების/ქორწინების რეგისტრაციის შესახებ ცნობების გაცემას.

11. სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივისა და სამოქალაქო აქტების ქ. თბილისის არქივის კომპეტენციაში შედის:

ა) სამსახურების მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველი ან მეორე ეგზემპლარების შენახვა და ქრონოლოგიური წესით ფორმირება;

ბ) სამსახურების შეტყობინების საფუძველზე შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველ ან მეორე ეგზემპლარში შესაბამისი აღნიშვნის შეტანა, არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ეგზემპლარების შესაბამისობაში მოყვანა სამოქალაქო აქტის ჩანაწერის პირველ ეგზემპლართან;

გ) შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერის პირველი ან მეორე ეგზემპლარის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების განმეორებით გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

დ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არსებობის ან არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლის გაცემა;

ვ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ზ) კანონმდებლობითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

12. საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კომპეტენციაში შედის:

ა) სამსახურებიდან მიღებული რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე შეტყობინებების (რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათების/განცხადება -ანკეტების და ა.შ) დამუშავება და შენახვა ერთიან საინფორმაციო კარტოთეკაში;

ბ) სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საინფორმაციო ბარათების გაცემა;

გ) სამსახურების ინფორმაციული უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების, სხვა სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სამისამართო ცნობების მიწოდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ე) კანონმდებლობითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №158 - ვებგვერდი, 11.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი, 14.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №168 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №37 - ვებგვერდი, 11.08.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 09.10.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 16.06.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №109 - ვებგვერდი, 09.11.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 4 იანვრის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 05.01.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №199 - ვებგვერდი, 24.11.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის ბრძანება №215 - ვებგვერდი, 12.01.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №218 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №286 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 28 ივნისის ბრძანება  №309 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №343 - ვებგვერდი, 18.10.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №351 - ვებგვერდი, 27.11.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 იანვრის ბრძანება №376 - ვებგვერდი, 22.01.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №396 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №444 - ვებგვერდი, 20.09.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №452 - ვებგვერდი, 29.10.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №464 - ვებგვერდი, 03.12.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №475 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ.

    მუხლი 3.  სამსახურის განსაკუთრებული უფლებამოსილება

+

1. დასვენების დღეებში სამსახურების მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით.

2. სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს სამსახურის თანამშრომელი, რომელიც განახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

    მუხლი 4.  სამსახურის ხელმძღვანელობა

+

1. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. (ამოღებულია - 11.09.2012, №158).

3.  სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარისა და სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირის წინაშე.

4. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ  თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) წარუდგენს სააგენტოს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის თანამშრომლებისათვის პრემიის გაცემის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

თ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას გამოდის სასამართლოში სათანადო რწმუნების გარეშე და ასრულებს საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის მოქმედებას, მათ შორის, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე და გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება;

ი) ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, სააგენტოში წარადგენს ინფორმაციას სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

კ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყოვნებლივ აწვდის სააგენტოს დამატებით ინფორმაციას სამსახურის მუშაობის თაობაზე;

ლ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ფუნქციების შესასრულებლად;

მ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

5. სამსახურის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები , რომელსაც/რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

6. სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით კურირებ ს სამსახურში მ ისთვის მიკუთვნებულ სფეროს და ხელს აწერს ამავე სფეროში მომზადებულ დოკუმენტებს . მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით .

7. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის უფროსის  მოადგილე.

8. სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №158 - ვებგვერდი, 11.09.2012 წ.

    მუხლი 5.  სამსახურის თანამშრომლები და სტრუქტურა

+

1. სამსახურის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით სამსახურში შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული ერთეული – სამსახურის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება).

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

4. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, სააგენტოს თავმჯდომარისა და სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირის წინაშე.

5. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს განყოფილების თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას გამოდის სასამართლოში სათანადო რწმუნების გარეშე და ასრულებს საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის მოქმედებას, მათ შორის , შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე და გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება;

ვ) ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ზ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყონებლივ აწვდის სამსახურის უფროსს და სააგენტოს დამატებით ინფორმაციას განყოფილების მუშაობის თაობაზე;

თ) წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს განყოფილების თანამშრომლებისათვის პრემიის გაცემის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ფუნქციების შესასრულებლად;

კ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით, სააგენტოს თავმჯდომარის და სამსახურის უფროსის ბრძანებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №158 - ვებგვერდი, 11.09.2012 წ.

    მუხლი 6.  სამსახურების სამოქმედო ტერიტორია

+

1. ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას სამსახურების სამოქმედო ტერიტორია, გარდა ამავე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, არის:

ა) თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი;

ბ) აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

გ) ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, გარდა ახალგორის მუნიციპალიტეტისა;

დ) (ამოღებულია - 18.10.18, №343);

ე) (ამოღებულია - 18.10.18, №343);

ვ) (ამოღებულია - 18.10.18, №343);

ზ) (ამოღებულია - 18.10.18, №343);

თ) (ამოღებულია - 18.10.18, №343);

ი) ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - ოზურგეთისა და ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტები;

კ) (ამოღებულია - 18.10.18, №343);

კ​​​​​1) მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები; 

კ​​2) ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები;

კ​3) გურჯაანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები;

კ​4) (ამოღებულია - 03.12.19, №464);

კ​​5) ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები;

კ​​6) ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები;

კ ​​ ​7 )  ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ბათუმის, შუახევის, ქედის, ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;

კ​​​8) ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ქუთაისისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები;

კ​​​​​9) თიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტები;  

კ​​​10) ონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები;

ლ) აბაშის, ასპინძის, ახალგორის, ახალქალაქის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, თერჯოლის, კასპის, ლაგოდეხის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, ნინოწმინდის, საგარეჯოს, სამტრედიის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხაშურის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების – შესაბამისი მუნიციპალიტეტები.

2. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ (გარდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობისა), „დ“, „ე“, „ვ“, „ვ​​1“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „შ​​1“, „ც“, „ძ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით.

2​​1. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურები არ არიან შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ რეგისტრაციიდან მოხსნა ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაუქმება ხორციელდება გარდაცვალების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებიდან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების მიღების, ან საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვენების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – შემოსავლების სამსახურისგან შეტყობინების (ინფორმაციის) მიღების შემთხვევაში.

3. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურები პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე  მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის, ბიომეტრიული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემის/გაუქმების/მოქმედების შეჩერების, ასევე პირადი ნომრის გაუქმების უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.

4. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე – ცხინვალის ან ახალგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები. სხვა სამსახურები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გადაცემის უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.

5. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქალაქ თბილისისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტები, ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ხოლო ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. ადგილზე მომსახურების განხორციელებისას, სააგენტოს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ასევე უფლებამოსილნი არიან მიიღონ განაცხადი იმ მომსახურების განხორციელებაზე, რომელიც არ განეკუთვნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განსახორციელებელ მომსახურებას.

5​1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ტერიტორიული სამსახური შენობის გარეთ მომსახურებას (ადგილზე მომსახურებას) ახორციელებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის გარეშე.

6. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ​​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით ქორწინების რეგისტრაციის განხორციელებისას, ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლების სამოქმედო ტერიტორიაა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წოდორეთი, ქ. რუსთავის ქორწინების სახლის სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი, ქ. ბათუმის ქორწინების სახლის სამოქმედო  ტერიტორია – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, ხოლო ქ. ქუთაისის ქორწინების სახლის სამოქმედო  ტერიტორია – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი.

7. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ახალციხის მუნიციპალიტეტი, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, თიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – თიანეთის მუნიციპალიტეტი, ხოლო ონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ონის მუნიციპალიტეტი. 

8. ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლები, ასევე ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ქორწინების სახლები ქორწინების რეგისტრაციის მოწმობას გასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა   იმავე  სამსახურში.

9. ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე განცხადების მიღების უფლებამოსილების განხორციელებისას (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ​​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა) ტერიტორიული სამსახურები არ არიან შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №158 - ვებგვერდი, 11.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 23 ივნისის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 23.06.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №37 - ვებგვერდი, 11.08.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 16.06.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №199 - ვებგვერდი, 24.11.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №218 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №286 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №343 - ვებგვერდი, 18.10.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №351 - ვებგვერდი, 27.11.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 იანვრის ბრძანება №376 - ვებგვერდი, 22.01.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ბრძანება №396 - ვებგვერდი, 08.05.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №444 - ვებგვერდი, 20.09.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №452 - ვებგვერდი, 29.10.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №464 - ვებგვერდი, 03.12.2019 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, №118, 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016330 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1699569-23/