ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის ზოგიერთი წევრობის კანდიდატის მიერ საარჩევნო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.07.2012 ბოლო ცვლილება 16.01.2026
ნომერი
№23/2012
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება № 23/2012

2012 წ ლის 13 ივლისი

ქ . თბილისი

ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის ზოგიერთი წევრობის კანდიდატის მიერ საარჩევნო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინს „ფიზიკური მდგომარეობა” აქვს შემდეგი მნიშვნელობა: საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი, რომელიც ზედა კიდურების არქონის ან სხვაგვარად შეზღუდული (დროებით/მუდმივად) მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გათვალისწინებული საარჩევნო რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების (კანდიდატის მიერ სააღრიცხვო ბარათის შევსება, წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადების დაწერა/წარდგენა) დამოუკიდებლად შესრულებას.

1. ფიზიკური მდგომარეობის მქონე საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 115-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათს ავსებს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

ა) აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად მისი თანდასწრებით სააღრიცხვო ბარათს ავსებს, ხელს აწერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივად წარადგენს მის  მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას კანდიდატისათვის განკუთვნილი სააღრიცხვო ბარათის შევსებაში.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №46/2016 - ვებგვერდი.15.07.2016წ.

2. (ამოღებულია - 10.07.2024, №24/2024).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №24/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.

3. (ამოღებულია - 10.07.2024, №24/2024).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №46/2016 - ვებგვერდი.15.07.2016წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №24/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.

4. ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 120-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით (არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე) მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

ა) აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად განცხადებას არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე კანდიდატის თანდასწრებით წერს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას განცხადების დაწერასა და შემდგომ შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივ წარდგენაში.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №46/2016 - ვებგვერდი.15.07.2016წ.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                 ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                გ. მჭედლიძე

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის ზოგიერთი წევრობის კანდიდატის მიერ საარჩევნო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“, №23/2012, 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016041 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1700272-2/