საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.07.2012 ძალადაკარგული 16.11.2012
ნომერი
№584
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.034.016119
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №584

2012 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე- 18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა”, „კ” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის თანდართული დებულება.

    მუხლი 2.

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანება;

ბ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანება;

გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 ივლისის №532 ბრძანება.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ . ახალაია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №690 - ვებგვერდი, 21.08.2012წ.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №821 - ვებგვერდი, 08.10.2012წ.

 

დანართი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის სტატუსი და ანგარიშვალდებულება

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 2. ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები

თავისი საქმიანობის პროცესში ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.

თავი II

ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები

    მუხლი 3. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:

ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:

ა) (ამოღებულია - 08.10.2012, №821);

ბ) სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროში საპროტოკოლო საქმიანობის განხორციელება;

დ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში კანონმდებლობის შესაბამისად დაკავებულ პირთა დროებითი განთავსების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

ე) სამინისტროში საკოორდინაციო საქმიანობის განხორციელება;

ვ) სამინისტროში საქმისწარმოების ორგანიზება და საერთო კოორდინაცია;

ზ) დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, გამოძიების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობა;

თ) სამინისტროს ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენციებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის და მინისტრის მოადგილის დავალების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №821 - ვებგვერდი, 08.10.2012წ.

თავი III

ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 4. ადმინისტრაციის უფროსი

1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ადმინისტრაციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას და აწესრიგებს ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის წესს, აგრეთვე ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლება-მოვალეოებების განაწილების წესს;

გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც ადმინისტრაციის კომპეტენციას განეკუთვნება;

დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს ან დასანიშნად წარუდგენს მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესაბამის კანდიდატურებს;

ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის სამუშაო გეგმებს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინული პასუხისმგებლობის თაობაზე;

ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს);

თ) კოორდინაციას უწევს საზღვარგარეთ სამინისტროს წარმომადგენელთა საქმიანობას, ახორციელებს კონტროლს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და დიპლომატიურ მისიებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე;

ი) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს ადმინისტრაციის დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აუცილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ნებისმიერი დანაყოფიდან ამოიღებს საქმეს და ავალებს მის წარმოებას ადმინისტრაციის სხვა დანაყოფს ან ცალკეულ თანამშრომლებს;

კ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ადმინისტრაციის ამოცანების შესასრულებლად;

ლ) უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან;

მ) შუამდგომლობს მინისტრთან (კურატორ მინისტრის მოადგილესთან), ადმინისტრაციის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ნ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;

ო) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება ადმინისტრაციის კომპეტენციას;

პ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ჟ) მინისტრის ბრძანების შესაბამისად კოორდინირებას და კონტროლს უწევს სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიერ მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებას, აგრეთვე ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას;

რ) საქართველოს კანონმდებლობისა შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 5. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები

1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას უფროსის მოვალეობას მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

3. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს ერთ -ერთი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი.

4. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე:

ა) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სამინისტროს ქვედანაყოფებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას;

ბ) ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და დიპლომატიურ მისიებთან ოფიციალური მიმოწერის წარმოებას და პასუხისმგებელია პრესრელიზების და სხვა საცნობარო მასალის გამოქვეყნებაზე, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო-და ვიდეოარქივის შექმნასა და განახლებაზე;

გ) ახორციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, გამოძიების მიზნით საზღვარგარეთის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში;

დ) (ამოღებულია - 21.08.2012, №690);

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები პასუხისმგებელნი არიან მათ საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფების და ქვედანაყოფების საქმიანობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №690 - ვებგვერდი, 21.08.2012წ.

    მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფები

1. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) (ამოღებულია - 08.10.2012, №821);

ბ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი:

ბ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ.ბ) მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო;

გ) პროტოკოლის დეპარტამენტი;

დ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველო;

ე) საკოორდინაციო საქმეთა სამმართველო;

ვ) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო (კანცელარია);

ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურო (განყოფილება).

2. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფები იყოფა სტრუქტურულ დანაყოფებად.

3. ადმინისტრაციის სტრუქტურულ დანაყოფს ხელმძღვანელობს დანაყოფის დირექტორი ან უფროსი, რომელსაც ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების, სტრუქტურულ დანაყოფებში შემავალი დანაყოფების სტრუქტურას, უფლება-მოვალეობების განაწილებისა და საქმიანობის წესს ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №821 - ვებგვერდი, 08.10.2012წ.

თავი IV

(ამოღებულია - 08.10.2012, №821);

    მუხლი 7. (ამოღებულია - 08.10.2012, №821)

    მუხლი 8. (ამოღებულია - 08.10.2012, №821)

    მუხლი 9. (ამოღებულია - 08.10.2012, №821)

    მუხლი 10. (ამოღებულია - 08.10.2012, №821)

    მუხლი 11. (ამოღებულია - 08.10.2012, №821)

    მუხლი 12. (ამოღებულია - 08.10.2012, №821)

თავი V

საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენცია

    მუხლი 13. დეპარტამენტის დირექტორი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან და ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის წესს, აგრეთვე დეპარტამენტის თანამშრომელთა უფლება–მოვალეოებების განაწილების წესს;

გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს ან/და დასანიშნად წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მოადგილეს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს;

ე) ამტკიცებს დეპარტამენტის სამუშაო გეგმებს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და ადმინისტრაციის უფროსის წინაშე აყენებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინული პასუხისმგებლობის საკითხებს;

ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს დეპარტამენტის დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

კ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და ადმინისტრაციის უფროსის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;

ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

მ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს, კურატორი მინისტრის მოადგილეს ან/და ადმინისტრაციის უფროსს ანგარიშს დეპარტამეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ) საქართველოს კანონმდებლობის, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 14. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 15. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენცია

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის, თემატური ინფორმაციების დამუშავება;

ბ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება;

გ) სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;

ე) სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;

ზ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით სამინისტროს იმ მოსამსახურეებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფუნქციებს;

თ) საზოგადოებრივი პროექტების მომზადება;

ი) სამინისტროს მოსამსახურეებისათვის, ყოფილი და გარდაცვლილი მოსამსახურეების ოჯახებისათვის საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

კ) კონცერტების, გამოფენების, კონკურსების და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება;

ლ) სასწავლო და კულტურული ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა;

მ) საინფორმაციო ბიულეტენის გამოცემა.

    მუხლი 16. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენცია

მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

ბ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;

გ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;

დ) მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამინისტროს ობიექტებზე;

ე) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს, მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;

ვ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;

ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ორგანიზება, პრესრელიზების და სხვა საცნობარო მასალის გამოქვეყნება, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო-და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება.

თავი VI

 პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და დეპარტამენტის კომპეტენცია

    მუხლი 17. დეპარტამენტის დირექტორი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან და ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის წესს, აგრეთვე დეპარტამენტის თანამშრომელთა უფლება-მოვალეოებების განაწილების წესს;

გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს ან/და დასანიშნად წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მოადგილეს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს;

ე) ამტკიცებს დეპარტამენტის სამუშაო გეგმებს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და ადმინისტრაციის უფროსის წინაშე აყენებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინული პასუხისმგებლობის საკითხებს;

ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს დეპარტამენტის დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

კ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და ადმინისტრაციის უფროსის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;

ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

მ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს, კურატორი მინისტრის მოადგილეს ან/და ადმინისტრაციის უფროსს ანგარიშს დეპარტამეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ) საქართველოს კანონმდებლობის, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 18. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 19. საპროტოკოლო დეპარტამენტის კომპეტენცია

საპროტოკოლო დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და დიპლომატიურ მისიებთან და მათთან არსებული სამართალდამცავი სტრუქტურების მეკავშირე ოფიცრებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ უცხო ქვეყანაში გასამგზავრებელი ვიზების მისაღებად საჭირო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;

დ) კორესპონდენციისა და სამართლებრივი დოკუმენტების თარგმნის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროში შეხვედრების ზეპირსიტყვიერი თარგმნის უზრუნველყოფა.

თავი VII

ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია

    მუხლი 20. ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის ცალკეული გადაწყვეტილებების მოთხოვნათა დაცვის მონიტორინგი. სამინისტროს თანამშრომელთა უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა;

გ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში კანონმდებლობის შესაბამისად დაკავებულთა დროებითი განთავსების უზრუნველყოფა.

თავი VIII

საკოორდინაციო საქმეთა სამმართველოს კომპეტენცია

    მუხლი 21. საკოორდინაციო საქმეთა სამმართველოს კომპეტენცია

ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენცია:

ა) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;

ბ) სამინისტროს და მისი საქვეუწყებო დანაყოფების უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა;

გ) ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და თანამდებობის პირების დაშიფრული სატელეგრაფო დოკუმენტალური კავშირით უზრუნველყოფას;

დ) რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა;

ე) საგანგებო შემთხვევათა დროს მობილიზაციის მიზნით სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ინფორმირება;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო და საფინანსო-სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა;

ზ) მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა;

თ) სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან ინფორმაციის დროულად მიღება და მასზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის, მინისტრის მოადგილის ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

თავი IX

საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (კანცელარიის) კომპეტენცია

    მუხლი 22. საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (კანცელარიის) კომპეტენცია

საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საქმისწარმოების ორგანიზება და საერთო კოორდინაცია;

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

გ) სამინისტროში საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) ორგანიზაცია, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა, ამ მიზნით ადმინისტრაციის უფროსის ნებართვით სამინისტროს ქვედანაყოფებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების გეგმური და არაგეგმური შემოწმება, იმ ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება სამინისტროს საქმისწარმოებისათვის;

დ) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების მიხედვით);

ე) სამინისტროს კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციის დანაყოფების მიერ მომზადებული დოკუმენტების რეგისტრაცია და ადრესატამდე დაგზავნა;

ვ) დადგენილი წესით, მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება, აღრიცხვა, მათი სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და შესაბამისი დანაყოფებისათვის დაგზავნა, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების შესაბამისად);

ზ) სამინისტროში გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადების, გამოყენებისა და შენახვის კონტროლი.

თავი X

საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს (განყოფილება) კომპეტენცია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №821 - ვებგვერდი, 08.10.2012წ.

მუხლი 23. საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს (განყოფილება) კომპეტენცია

საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს (განყოფილება) კომპეტენციაა:

ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დაინტერესებულ პირთათვის მათ მიწოდება;

გ) მისთვის მიკუთვნებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №821 - ვებგვერდი, 08.10.2012წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №584, 27.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.016119 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1711149-2/