იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
|
|
+
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოსასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2012 წლის 9 აგვისტო
დ. ასპინძა
იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველო საარჩევნო კოდექსის 46-ე, მე-80 და 93-ე მუხლების შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა:
ა) საკულტო ნაგებობებზე (ეკლესია-მონასტრები და ნებისმიერ კონფესიას მიკუთვნებული საკულტო დაწესებულებების შენობა-ნაგებობებზე;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე;
გ) შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, რომლებშიც განთავსებულია:
გ.ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, მისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო/სამსახური);
გ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგეობა ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეული; მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო);
გ.გ) სასამართლო;
გ.დ) პროკურატურა;
გ.ე) სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის (მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის) კუთვნილი შენობების ინტერიერში და ექსტერიერში;
დ) საგზაო ნიშნებზე;
ე) ყველა იმ შენობა-ნაგებობაზე, ობიექტებზე (ინტერიერსა და ექტერიერში) და ადგილებზე რაც ამ დადგენილებით დაშვებული არ არის.
+
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ სტენდებზე, ცალკეული ტერიტორიული ორგანოების მიხედვით დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) მუნიციპალიტეტის სოფლებში განსაზღვრულ ობიექტებზე, შენობა-ნაგებობების ინტერიერსა და ექსტერიერში დანართი №2-ის შესაბამისად.
+
ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
+
+
+
+
იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების
გაკვრა და გამოფენა
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველო საარჩევნო კოდექსის 46-ე, მე-80 და 93-ე მუხლების შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა:ა)
საკულტო ნაგებობებზე (ეკლესია-მონასტრები და ნებისმიერ კონფესიას მიკუთვნებული საკულტო დაწესებულებების შენობა-ნაგებობებზე;ბ)
კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე;გ)
შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, რომლებშიც განთავსებულია:გ.ა)
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, მისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო/სამსახური);გ.ბ)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგეობა ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეული; მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო);გ.გ)
სასამართლო;გ.დ)
პროკურატურა;გ.ე)
სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის (მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის) კუთვნილი შენობების ინტერიერში და ექსტერიერში;დ)
საგზაო ნიშნებზე;ე)
ყველა იმ შენობა-ნაგებობაზე, ობიექტებზე (ინტერიერსა და ექტერიერში) და ადგილებზე რაც ამ დადგენილებით დაშვებული არ არის.მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა:ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ სტენდებზე, ცალკეული ტერიტორიული ორგანოების მიხედვით დანართი №1-ის შესაბამისად;ბ)
მუნიციპალიტეტის სოფლებში განსაზღვრულ ობიექტებზე, შენობა-ნაგებობების ინტერიერსა და ექსტერიერში დანართი №2-ის შესაბამისად.მუხლი 3
ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.მუხლი 4
ამ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.მუხლი 5
საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტი.მუხლი 6
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე
დანართი №1
ცალკეულ ტერიტორიული ორგანოში შემავალი სოფლების ჩამონათვალი, სადაც სპეციალურ სტენდებზე დასაშვებია სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა
#
სოფლების ჩამონათვალი
1
დაბა ასპინძა
2
სოფელი ივერია
3
სოფელი აწყვიტა
4
სოფელი ხერთვისი
5
სოფელი ხიზაბავრა
6
სოფელი ნიჯგორი
7
სოფელი დამალა
8
სოფელი ოშორა
9
სოფელი იდუმალა
10
სოფელი ჭობარეთი
+
დანართი №2
სოფლების და იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი სადაც დასაშვებია სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა
#
#
სოფლის ჩამონათვალი,
შენობა ნაგებობის, ობიექტის, ადგილის დასახელება
1
სოფელი რუსთავი
რიტუალების სახლი
2
სოფელი ოთა
რიტუალების სახლის ღობე
3
სოფელი სარო
ძველი მაღაზიის შენობა
4
სოფელი ვარგავი
კლუბის შენობა
5
სოფელი თოკი
რიტუალების სახლი
6
სოფელი მირაშხანი
რიტუალების სახლი
7
სოფელი თმოგვი
კლუბის შენობა
8
სოფელი ნაქალაქევი
რიტუალების სახლი
9
სოფელი ტოლოში
სკოლის კედელი (ღობე)
10
სოფელი ძველი
კლუბის შენობა
11
სოფელი საყუდაბელი
რიტუალების სახლი
12
სოფელი ორგორა
სკოლის ღობე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა“, №21, 09.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016051 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1723404-1/