1. სხვა ქვეყნების ის სასწავლო დაწესებულებები და საწაფები, სადაც საქართველოს ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელები სწავლობენ და იწვრთნებიან, აღიარებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ძალაშია იმ შემთხვევაში, თუ ავიასპეციალისტი აპირებს საქმიანობის გაგრძელებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში.
2. აღიარება უნდა ჩატარდეს დაინტერესებული ავიასაწარმოს, ან ფიზიკური პირის განცხადებისა და შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე:
ა) სდ-ის მოქმედი სერტიფიკატი, გაცემული უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ და სერტიფიკატის დანართი, განსახორციელებელი სასწავლო პროგრამების მითითებით;
ბ) მონაცემები აღჭურვილობების (სხ-ის, საწაფის ტიპების) შესახებ;
გ)დაწესებულების სასწავლო და საწვრთნელი პროგრამები (სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში);
დ) სწავლების ენა.
3. სააგენტოსა და დაინტერესებული ავიასაწარმოს სპეციალისტები განიხილავენ წარმოდგენილ მონაცემებს და დადებითი დასკვნის შემთხვევაში დგება კონკრეტული სდ-ის საწაფის „აღიარების ოქმი“, რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოს უფლებამოსილი პირი და განხილვაში მონაწილე სპეციალისტები.
ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 15.07.2025
მუხლი 32. სხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულებისა და საწაფის აღიარება
თავი IV — აღიარების წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 26. ბორტოპერატორის მოწმობა
- მუხლი 27. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის/მეთვალყურის მოწმობა
- მუხლი 28. ავიადისპეტჩერის მოწმობა
- მუხლი 29. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობა (ინჟინერი, ტექნიკოსი, მექანიკოსი)
- მუხლი 30. ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარება
- მუხლი 31. სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტისათვის მოწმობის გაცემა
- მუხლი 33. ავიასპეციალისტების ახალ ტექნიკაზე გადამზადება
- მუხლი 34. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების თანრიგები
- მუხლი 35. სხ-ის ტიპების საფრენად დაშვებული რაოდენობა
- მუხლი 36. მწყობრში შესვლა
- მუხლი 37. ავიასპეციალისტის ახალ ტექნიკაზე გადასამზადებლად დადგენილი მინიმალური ნაფრენი (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ვსხ)
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2025. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/09/2012.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 32, №150, 30.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1733571/muxli-32/