1. ავიასპეციალისტების გადამზადება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, სერტიფიცირებულ და ლიცენზირებულ, სააგენტოს მიერ აღიარებულ სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებებში.
2. გადამზადების კანდიდატის თეორიული, პრაქტიკული მომზადება და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წესების მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.
3. გადამზადების კანდიდატებს არჩევს ავიასაწარმო და სააგენტოს წარუდგენს ამ წესების №1 და №2 დანართების ფორმით. სააგენტო განიხილავს თითოეული კანდიდატის ამ მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობას და, დადებითი დასკვნის შემთხვევაში, დგება „ავიასპეციალისტების ახალ ტექნიკაზე გადამზადების ოქმი“, რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები. ოქმის ასლი ეგზავნება ავიასაწარმოს.
4. გამონაკლის შემთხვევაში, უკიდურესი საჭიროებისას, აუცილებელ ნაფრენზე მოთხოვნები (იხ. ამ წესების 37-ე მუხლი) შეიძლება შემცირდეს; მოთხოვნების შემცირების გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ავიასაწარმოს ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე და ავიასპეციალისტის პირადი თვისებების გათვალისწინებით.
5. გადამზადების კანდიდატებს თან უნდა ჰქონდეთ:
ა) პასპორტი ან პირადობის მოწმობა;
ბ) საფრენოსნო წიგნაკი (ტექნიკური სპეციალისტის გარდა);
გ) გადამზადების მთელი ვადის მანძილზე მოქმედი ავიასპეციალისტის მოწმობა;
დ) სხვა საბუთები იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც ავიასპეციალისტი იგზავნება
ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 15.07.2025
მუხლი 33. ავიასპეციალისტების ახალ ტექნიკაზე გადამზადება
თავი V — ავიასპეციალისტების მომზადებისა და გადამზადების წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 29. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა, მისი მოქმედების ვადის გაგრძელება, განახლება
- მუხლი 4. ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიცირების შემდეგ ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანება „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების
- მუხლი 5. 1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და 25-ე მუ
- მუხლი 2. ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიცირებამდე, ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირება განხორციელდეს „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის საა
- მუხლი 28. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების განაცხადი
- მუხლი 3. „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანების შესაბამისად გაცემული ავიასპეციალისტების ს
მეზობელი მუხლები
- მუხლი 27. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის/მეთვალყურის მოწმობა
- მუხლი 28. ავიადისპეტჩერის მოწმობა
- მუხლი 29. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობა (ინჟინერი, ტექნიკოსი, მექანიკოსი)
- მუხლი 30. ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარება
- მუხლი 31. სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტისათვის მოწმობის გაცემა
- მუხლი 32. სხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულებისა და საწაფის აღიარება
- მუხლი 34. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების თანრიგები
- მუხლი 35. სხ-ის ტიპების საფრენად დაშვებული რაოდენობა
- მუხლი 36. მწყობრში შესვლა
- მუხლი 37. ავიასპეციალისტის ახალ ტექნიკაზე გადასამზადებლად დადგენილი მინიმალური ნაფრენი (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ვსხ)
- მუხლი 38. აერნაოსნად მომზადება და გადამზადება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2025. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/09/2012.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 33, №150, 30.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1733571/muxli-33/