საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.09.2012 ძალადაკარგული 08.06.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№360
სარეგისტრაციო კოდი
220020040.10.003.017033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
3 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 360

2012 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილის ი

საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202‑ე მუხლის მე‑2 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს:

1. საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხა (დანართი №1) .

2. სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა (დანართი № 2).

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის დადგენილება №96 – ვებგვერდი, 21.01.2014წ.

მუხლი 2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №411 დადგენილება „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

2. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულება „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ი . მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1 . საქართველოს მთავრობის 201 3 წლის 15 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 22 . 01 .201 3 წ.

2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის დადგენილება №96 – ვებგვერდი, 21.01.2014წ.

დანართი №1

საქართველოს მთავრობის 201 3 წლის 15 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 22 . 01 .201 3 წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის დადგენილება №96 – ვებგვერდი, 21.01.2014წ.

საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხა

საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202‑ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ‑ერთი პირის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების შემძენ/მმართველ/მოსარგებლე პირებს მოსთხოვოს ექსპერტიზის ან/და აუდიტის ჩატარების მიზნით მიმართონ ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს:

ა) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს;

ბ) ფრაისვოთერჰაუსკუპერს (pricewaterhouseCoopers);

გ) დელოიტის (Deloitte);

დ) ქეი‑ფი‑ემ‑ჯის (KPMG);

ე) ერნსტ ენდ იანგს (Ernst & young);

ვ) გრანთ თორნთონს (Grant Thornton);

ზ) ბიდიოს (BDO);

თ) ბეიკერ ტილის (Baker Tilly);

ი) სმით ენდ ვილიამსონს (Smith &Williamson);

კ) პი‑ქეი‑ ეფს (PKF);

ლ) შპს „კაპტო ჯგუფს“ (RSM-ის წევრი);

მ) შპს „აუდიტორული და საკონსულტაციო სამსახური ემჯიაი ჯორჯიას“ (MGI);

ნ) შპს „ფინანსური მართვის ჯგუფს“ (FMG);

ო) შპს „ცოდნისას“.

დანართი № 2

სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა

დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ შემდეგ სახელმწიფო საწარმოებს:

ა) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;

ბ) შპს „ენგურჰესს“;

გ) სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „საქრუსენერგოს“;

დ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“;

ე) შპს „საქართველოს რკინიგზას“;

ვ) შპს „რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტს“;

ზ) შპს „ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერს“;

თ) შპს „ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენს“;

ი) შპს „ვარდნილჰესების კასკადს“;

კ) შპს „მარაბდა- კარწახის რკინიგზას“;

ლ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №360, 05.09.2012, სარეგისტრაციო კოდი 220020040.10.003.017033 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1737423-2/