ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №193/ნ
2012 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს1” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი” ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის №114/ნ ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. დეკანოიძე
დანართი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მოსწავლის გადასვლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – მობილობა).
მუხლი 2. მობილობის უფლების მქონე პირი
მობილობის უფლება აქვს მოსწავლეს, რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე.
მუხლი 3. მობილობა
1. მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.
2. მობილობა დაუშვებელია პირველი კლასის პირველი სემესტრის მიმდინარეობისას, მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
3. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია , ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე.
4. ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა განათლების სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია , მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე , გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე , დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.
მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობა
წინამდებარე წესის შესრულებაზე პასუხისმგებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი.
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №193/ნ
2012 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს1” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ვბრძანებ:
„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს1” ქვეპუნქტის, საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ვბრძანებ:1. დამტკიცდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი” ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის №114/ნ ბრძანება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის №114/ნ ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. დეკანოიძე
დანართი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მოსწავლის გადასვლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – მობილობა).
მუხლი 2. მობილობის უფლების მქონე პირი🔗
მუხლი 2. მობილობის უფლების მქონე პირი
მობილობის უფლება აქვს მოსწავლეს, რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე.
მუხლი 3. მობილობა🔗
მუხლი 3. მობილობა
1. მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.
2. მობილობა დაუშვებელია:
2. მობილობა დაუშვებელია პირველი კლასის პირველი სემესტრის მიმდინარეობისას, მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
ა) კალენდარული წლის პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე;
3. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია , ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე.
ა1) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებმაც სწავლა დაიწყეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლის დაწყების თარიღზე (შემდგომში – სასწავლო წლის დაწყების თარიღი) გვიან. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირველი კლასის მოსწავლეებზე, რომლებსაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი შეუსრულდათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით და სწავლობენ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებმაც სწავლა დაიწყეს სასწავლო წლის დაწყების თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვისა;
4. ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა განათლების სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
ბ) სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია , მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე , გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე , დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.
გ) მე-12 კლასელებისათვის მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას.
მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობა
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია.
3. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ის ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე.
4. ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა განათლების სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვის შემდგომ, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.
6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე საგნის/საგნების გაძლიერებულ სწავლებას, უფლებამოსილია მობილობის მსურველი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ელექტრონულად მოსწავლის მობილობის განხორციელებამდე, გაძლიერებული სწავლების საგანში/საგნებში ჩაატაროს გამოცდა მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეული კლასის/კლასების სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან მოსწავლის ცოდნისა და უნარების თავსებადობის დადგენის მიზნით.
7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიღებული შედეგების საფუძველზე, უარი უთხრას მოსწავლეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე, ან დაიწყოს ელექტრონულად მოსწავლის მობილობის განხორციელების პროცედურა და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეავსოს მობილობის მოთხოვნის ელექტრონული ფორმა და მოთხოვნის დადასტურების შემდეგ მოსწავლე ჩარიცხოს იმ კლასში, რომლის წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამაც აქვს დაძლეული.
8. მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსწავლე ჩარიცხოს იმ კლასში, რომელიც უკვე დაძლეული აქვს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №104/ნ - ვებგვერდი, 09.08.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 18.09.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 21.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №116/ნ - ვებგვერდი, 15.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №129/ნ - ვებგვერდი, 29.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 21 ივნისის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №20ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №81ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 ივლისის ბრძანება №155/ნ - ვებგვერდი, 29.07.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №11/ნ - ვებგვერდი, 28.01.2020წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №72/ნ - ვებგვერდი, 23.08.2021წ.
მუხლი 31. მობილობისას განსახორციელებელი პროცედურები🔗
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გათვალისწინებული სპეციალური მოდულის მეშვეობით, ელექტრონულად ახორციელებენ მოსწავლეთა მობილობას.
2. მობილობის პროცესში მონაწილე მხარეები:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე;
ბ) მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.
3. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, მობილობის შესახებ წერილობით მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლიდანაც გადადის მოსწავლე და მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
4. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის/განცხადების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ავსებს მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას.
5. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას თან ურთავს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადებას.
6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, ახდენს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობაზე შემოსული ელექტრონული მოთხოვნის დადასტურებას ან უარყოფას.
7. ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, სკოლა რომლიდანაც გადადის მოსწავლე უზრუნველყოფს მოსწავლის ამორიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებას/ატვირთვას.
8. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, პროცესი წყდება.
9. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს წერილობითი ფორმით აცნობოს დასაბუთებული უარი მოსწავლის მობილობის ფორმით გადაყვანის თაობაზე.
10. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებას/ატვირთვას და მობილობის პროცესის დასრულებას.
11. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე დადგინდება, რომ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის სურვილი მიმდინარე კალენდარული კვირის განმავლობაში გამოთქვა 50-მა ან მეტმა მოსწავლემ, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და მოითხოვოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოსწავლეთა მობილობის განხორციელება, რისთვისაც წერილს თან უნდა დაურთოს მობილობის მსურველი მოსწავლეების სახელობითი სია (ელექტრონული სახით), ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანხმობა, რომლიდანაც გადადიან მოსწავლეები და მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ ბრძანება, ასევე – მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეების ჩარიცხვის შესახებ ბრძანება.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უზრუნველყოფს წარმოდგენილი მოსწავლეების მობილობას მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რის შემდეგაც მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გადაანაწილებს მოსწავლეებს შესაბამის კლასებში/პარალელებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 21.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №72/ნ - ვებგვერდი, 23.08.2021წ.
მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობა🔗
წინამდებარე წესის შესრულებაზე პასუხისმგებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი.
წინამდებარე წესის შესრულებაზე პასუხისმგებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.01.2024.
- როდის იქნა მიღებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.09.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №193/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.016459.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 12 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.01.2024.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.01.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“, №193/ნ, 19.09.2012, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016459 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1746367/