ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.09.2012 ბოლო ცვლილება 16.01.2026
ნომერი
№42/2012
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №42/2012

2012 წ ლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტის; მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის; 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1 . კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით:

1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ. კომისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე.

2. (ამოღებულია - 16.10.2013, № 45/2013).

3. კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება № 45/2013 - ვებგვერდი, 17.10.2013წ.

მუხლი 2 . კენჭისყრის დღეს, დილის 7 საათიდან პირველი ამომრჩევლის საარჩევნო უბანში მოსვლამდე და საარჩევნო უბანში ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის გარეშე, რაც გულისხმობს:

1. ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის შენობაში უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან, საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი;

2. მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისათვის ფოტოვიდეო გადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კენჭისყრის შენობა არ იძლევა 3 მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას. ასეთ შემთხვევაში გადასაღებ ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება № 45/2013 - ვებგვერდი, 17.10.2013წ.

მუ ხლი 3 . კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლის პერიოდიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის გარეშე, რაც გულისხმობს:

1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებრივ გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი საარჩევნო უბნებში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) აძლევენ ხმას, რის შემდგომაც, ფოტოვიდეოგადამღები აპარატები უნდა გატანილ იქნას კენჭისყრის შენობიდან.

2. ერთიდაიგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტოვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია დაიკავოს კენჭისყრის შენობაში გამოყოფილი სპეციალური ადგილი.

3. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება იმდაგვარად, რომ სტაციონალური ვიდეოგადამღები აპარატი იმყოფებოდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე. ადგილი იმდაგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ ჩანდეს საარჩევნო ყუთი.

4. (ამოღებულია - 16.10.2013, № 45/2013).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება № 45/2013 - ვებგვერდი, 17.10.2013წ.

მუხლი 4. ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია, ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ, ინფორმაცია რის შესახებაც აღინიშნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

მუხლი 5. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი       გ. მჭედლიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №45/2013 - ვებგვერდი, 17.10.2013წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, №42/2012, 24.09.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016060 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1748403-1/