ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 26.10.2012წ. |
+
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2012 წლის 15 ოქტომბერი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,1. განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეების თანამდებობის სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 16 იანვრის №2 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 12 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ღვინიაშვილი
1
დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
№
თანამდებობა
თანამდებობრივი სარგო
( ლარებში )
I
საკრებულოს თავმჯდომარე
2650
II
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1700
III
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
1350
IV
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
1350
V
საკრებულოს აპარატის უფროსი
1000
VI
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი –სპეციალისტი
უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
790
VII
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი
560
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 26.10.2012წ.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 06.02.2013წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №22, 15.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.144.016094 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1756971-1/