ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.10.2012 ძალადაკარგული 14.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.158.016097
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №33

2012 წლის  22 ოქტომბერი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 32​6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიეცემა ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №34 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო, საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ზღვრული მოცულობა თვეში 500(ხუთასი) ლარის ოდენობით. 
+
მუხლი 2
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორცილებისათვის დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული  თანხა არ მიეცემა საკრებულოს იმ წევრს, რომელიც   თვის განმავლობაში თუნდაც ერთხელ გააცდენს საკრებულოს სხდომას, გარდა ავადმყოფობისა და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევისა, რის შესახებაც საკრებულოს წევრი ვალდებულია წერილობითი განცხადებით მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს.

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 25.09.2013წ.


ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ საბიაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“, №33, 22.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016097 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1761860-1/